შემოგვიერთდით facebook-ზე
ლადო ბედუკაძე: ჯარისკაცი, რომელიც გავაუპატიურე - მიხეილ სააკაშვილი იყო!
20-04-2013, 13:39  /  ნახვა: 3819

ავტორი

ლელა მანველიძე

გლდანის ციხეში მომხდარი, პატიმართა წამების საქმე, აქტუალობას არ კარგავს, საზოგადოება დღემდე ელოდება ყველა დამნაშავის დასჯას, თუმცა მანამდე  ჭორ-მართალი, არც იმ ადამიანებს ივიწყებს, ვინც ამ ფაქტების გამომზეურებაში დიდი როლი შეასრულეს.  ახლახანს ,,ნიუ ფოსტში" ციხის კადრების ავტორზე ლადო ბედუკაძეზე დაიბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც მას ჯარში ყოფნისას, ჯარისკაცის გაუპატიაურებას აბრალებენ. ბედუკაძე ამ ყველაფერს ამაზრზენ ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ავანტურაზე და ნაბოდვარზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, თან დასძენს:  ,,ამბობენ, რომ კგბ-ს ჯარში ჯარისკაცი გავაუპატიურე, მაშინ სხვა გზა არ არის, უნდა ვაღიარო, ეს ჯარისკაცი მიხეილ სააკაშვილი იყო!..."

ლადო ბედუკაძე: რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ნაციონალური მოძრაობის ტვინნაღრძობი აქტივისტების მიერ შეთითხნილ, ამაზრზენ სისულელეზე, ან რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში, ასეთი სისულელე დაეწერა, ან გაევრცელებინა?

- თუ დაინტერესდით გაგეგოთ,  ვინ არის ის ნათესავი, ვინც ეს ინტერვიუ მისცა? ინტერვიუს შემდეგ, თუ სცადეთ ამ პიროვნებასთან დაკავშირება?

-არანაირი ვირტუალური ,,მეუღლის ნათესავი" არ არსებობს და არ დავიწყებ, ამ ავადმყოფური მონაჩმახის განხილვა-კომენტირებას.

- რას აპირენბთ, გაასაჩივრებთ? 

-ორშაბათს, სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცრუ დასმენისთვის აუცილებლად შევიტან, იმ პირთა მიმართ, ვინც მიზანმიმართულად ავრცლებს, ამგვარ სისულელეს ჩემს მიმართ, რომელთა მიზანი მხოლოდ ერთია; მოხდეს, ჩემი დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში და ამაზრზენ, მანიაკ, ჯალათ და ამორალურად გახრწნილ ადამიანად წარმოჩინება.

- რა შეფასებას მისცემთ ნაციონალების გუშინდელ მიტინგს?

- გუშინდელი აქცია ,,ცოცხების პარტიას" ემსახურებოდა, მხოლოდ თვითკმაყოფილების და ერთმანეთისადმი გამხნევების საქმეს. ეს იყო, ავადმყოფი ადამიანების, სექტანტების უაზრო თავყრილობა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაუკავშირა დათა ახალაიამ მერაბიშვილი ყველა დანაშაულს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მის ჩამოსვლას საქართველოში? რა ინფორმაციის მიწოდება შეუძლია სამართალდამცავებისთვის?

-დათა ახალაიას ,,ალაპარაკებას" უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლია სამართლიანობის პროცესის აღდგენის საქმეში. ფაქტიურად კატალიზატორის როლის შესრულება შეუძლია, მის ინფორმაციებს, გახმაურებული საქმეების გამოძიებისთვის.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა