ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ცნბილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი მარინა სალუქვაძე, კარგახანია ეკრანზე აღარ ჩანს. მისი წასვლა ტელეკომპანია ,,მზის“ ფორმატის შეცვლასა და გადაცემა ,,ტაბუს“ დახურვას უკავშირდება. ამბობს, რომ ტელე-მაყურებელთან შეხვედრა ძალიან ენატრება.
კვლავ ვიხილავთ, თუ არა მას ჟურნალისტის ამპლუაში, ან გააგრძელებს, თუ არა რომელიმე ქართულ სატელევიზიო არხზე მოღვაწეობას, ამის გასარკვევად ქალბატონ მარინას დავუკავშირდით.
- როგორ შეიქმნა გადაცემა ,,ტაბუ“?
- ძალიან სპონტანურად, რადგან ასეთი გადაცემა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ არსებობდა, უცებ გადავწყვიტეთ...
- თქვენ იყავით ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე საუბრობდა. იყო,თუ არა ეს თქვენთვის ერთგვარი რისკი?
- რისკი იყო, თავდაპირველად არც გვეგონა, რომ ეს გადაცემა გაამართლებდა.
- ხშირად, თუ გაკრიტიკებდნენ თქვენი გადაცემის გამო და როდის იყო ეს კრიტიკა ყველაზე გამაღიზიანებელი?
- ყველას აკრიტიკებენ, ამიტომ გამონაკლისი არც მე ვიქნებოდი, ძალიან ხშირად ინტერნეტ საიტებზე მაკრიტიკებდნენ. ჟურნალისტი ქეთევან სადღობელაშვილი, რომელმაც საკმაოდ ვრცელი წერილი დაბეჭდა ჩემს გადაცემაზე, როცა შემხვდა, შიშით მიყურებდა, მაგრამ ეს კრიტიკა იმდენად სწორი იყო, რომ მადლობა გადავუხადე.
- რატომ დაიხურა თქვენი გადაცემა?
- არხის ფორმატის შეცვლის გამო...
- როგორ ცხოვრობს მარინა სალუქვაძე ტელევიზიის გარეშე?
- საოცარი ნოსტალგიით და მონატრებით, თუმცა ახლა, არც-ერთ ქართულ სატელევიზიო არხზე არ მინდა მუშაობა.
- დაუბრუნდებით სატელევიზიო გადაცემას?
- გამორიცხული არაფერია.
- რთული არ იყო, ჟურნალისტური და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება?
- ძალიან, არა მარტო ჟურნალისტისთვის, ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ორჯერ მეტად გამოჩნდება ეკრანზე, ეს რთულია.
- მითხარით ჭორი თქვენზე, რამაც ყველაზე მეტად გაგაბრაზათ?
- ჭორი არ მაბრაზებს, რაც ყველაზე მეტად მაბრაზებს, ეს არის ტყუილი და მეგობრის ღალატი.
- თქვენი სამომავლო გეგმები, კვლავ ჟურნალისტიკას უკავშირდება?
- დიახ..