შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

ამინისტია  ნარკოტიკებზე  და  გადადებული  პროცესი ქურდობაზე                   

თბილისის საქალაქო სასამრთლოს, მიხეილ წიტაიაშვილის საქმე უნდა განეხილა, რომელიც 177-ე და 273-ე მუხლით სამართლდებოდა. პირველი მუხლი ქურდობის საქმეს ითვალისწინებს, რომელიც ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება,  ვადით ერთიდან სამ წლამდე. მეორე მუხლი კი, პირადი მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

8-04-2013, 17:08

ავტორი 

დიანა ოვანესიანი

ბრაზილიელი ექიმი 320 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

სოარის დე სოუზას, თუ  დამნაშავედ აღიარებენ, იგი კრიმინალის ისტორიაში  ყველაზე პოპულარული, სერიული მკვლელი გახდება.

4-04-2013, 12:45

ავტორი

დიანა ოვანესიანი

ამერიკის პროკურატურა ჯეიმს ხოლმსის სიკვდილით დასჯას ითხოვს

2012 წელს, 20 ივლის, ქალაქ ავრორაში, როცა "The Dark Knight"-ს პრემიერა იყო, ოცდახუთი წლის ჯეიმს ხოლმსმა, კინოთეატრში ცრემლსადენი გაზი გაუშვა, შემდეგ სროლა დაიწყო, რის შედეგადაც თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

3-04-2013, 16:10

ელენე თევდორაძე: ციხეში ძველი ,,ქურდული სამყარო" დაბრუნდა

ავტორი

მარიამ ოლქიშვილი

შეწყალების კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც ელენე თევდორაძეა, ბოლო ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტმა ძირითადად თავისი მრჩევლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები შეიყვანა. თუმცა საზოგადოების რიგითი წევრები; 24 საათის რედაქტორი პაატა ვეშაპიძე, ახალგაზრდა პროზაიკოსი ლაშა ბუღაძე, მწერალი შაჰ ნაზარი და პროფესორი აკაკი კიკნაძე, კვლავ დარჩნენ. ახლა კომისიაში სულ თერთმეტი წევრია.

1-04-2013, 17:03

მელორ ვაჩნაძე სასამართლომ ამჯერად 400 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა

დღეს, სასამართლომ მელორ ვაჩნაძე 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა, სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა, წლის დასაწყისში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვაჩნაძე, კახეთში, მოძრაობის წესების დარღვევისთვის  და პოლიციასთან შეკლაპარაკების ბრალდებით იყო დაკავებული.

29-03-2013, 19:01

პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰამზა ბ.  ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს.

29-03-2013, 18:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება 

ქალაქ ბათუმში, შსს-ს  გენერალური ინსპექცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევას იწყებს.

28-03-2013, 15:44

საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ

27 მარტს, გამთენიისას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 35-ე კმ-ზე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონის სამმართველოს უფროსი ნუგზარ ლომიძე და მისი მოადგილე თენგიზ წივწივაძე სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

27-03-2013, 13:12

 სასამართლომ ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა

 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 და 15 იანვრის გადაწყვეტილებებით, სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების გიზო უგლავას, ალექსანდრე მგელაძის, შოთა გენგაშვილის, გიორგი ონიანის, რომეო საჯაიასა და გიორგი ჩივიაშვილის სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ. 

15-03-2013, 13:07

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის დასკვნა ჟურნალისტებს გააცნო

ვენეციის კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.

11-03-2013, 15:52

პოლიციამ უაქციზო საქონლით მოვაჭრეები დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით; 1976 წელს დაბადებული ანგელინა გ. 1956 წელს დაბადებული ალექსანდრე ი. და 1964 წელს დაბადებული გიორგი ა. დააკავეს.

 

 

11-03-2013, 13:31

ავტორი

მარიამ ოლქიშვილი

თურქეთის მოქალაქემ ქართულ ციხეში თვე-ნახევარი გაატარა

2012 წლის 5 ნოემბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მეჰმედ ქურთლუში, ავტომანქანით, ქვეითად მოსიარულე არშალუს დავიდიანს შეეჯახა. დავიდიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

8-03-2013, 14:10



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა