შემოგვიერთდით facebook-ზე
ამერიკის პროკურატურა ჯეიმს ხოლმსის სიკვდილით დასჯას ითხოვს
3-04-2013, 16:10  /  ნახვა: 2394

დიანა ოვანესიანი

2012 წელს, 20 ივლის, ქალაქ ავრორაში, როცა "The Dark Knight"-ს პრემიერა იყო, ოცდახუთი წლის ჯეიმს ხოლმსმა, კინოთეატრში ცრემლსადენი გაზი გაუშვა, შემდეგ სროლა დაიწყო, რის შედეგადაც თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 

პროკურორმა, ჯორჯ ბროშლერმა სხდომის დროს განაცხადა, რომ  მისთვის, მხოლოდ სიკვდილით დასჯაა ერთადერთი გამოსავალი და სწორი გადაცყვეტილება.

კოლორადოს მსროლელის ბედი, 2013 წელს 5 აგვისტოს გადაწყდება.

გამომძიებლების თქმით, ხოლმსი ამ გეგმის შესასრულებლად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა. მან შიეძინა; ცეცხსასროლი იარაღი, ორი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, თოფი, საბრძოლო მასალა, შლემი, ნიღაბი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ასევე, ასაფეთქებელი.

დაკითხვის დროს ხოლმსი თავის თავს ფილმ "The Dark Knight"-ის  გმირს "ჟოკერ"-ს  ადარებდა. ხოლმს ბრალი 166 დანაშაულში ედება.

ამერიკის პროკურატურა ჯეიმს ხოლმსის სიკვდილით დასჯას ითხოვს 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა