დღეს, სასამართლომ მელორ ვაჩნაძე 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა, სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა, წლის დასაწყისში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვაჩნაძე, კახეთში, მოძრაობის წესების დარღვევისთვის და პოლიციასთან შეკლაპარაკების ბრალდებით იყო დაკავებული.
ვაჩნაძე, 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროსაც, პოლიციელის შეურაცყოფისთვის, მთაწმინდის პოლიციამ აიყვანა. მაშინ, სასამართლომ ის 100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. რასაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სასამართლოს სირცხვილი და პოლიციის შეურაცყოფა უწოდა.