შემოგვიერთდით facebook-ზე
თურქეთის მოქალაქემ ქართულ ციხეში თვე-ნახევარი გაატარა
8-03-2013, 14:10  /  ნახვა: 2586

2012 წლის 5 ნოემბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მეჰმედ ქურთლუში, ავტომანქანით, ქვეითად მოსიარულე არშალუს დავიდიანს შეეჯახა. დავიდიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

7 ნოემბერს, ბრალდებულ ქურთლუშს, სისხლის სამართლის კოლეგიის განჩინებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამომძიებელმა ფრიდონ ქარცივაძემ ავტოტექნიკური ექსპერტიზა დანიშნა, დასკვნის მიხედვით მძღოლს შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო. ამ ბრალდების საფუძველზე ქურთლუშის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით პატიმრობა 6-დან 9 წლამდე ემუქრებოდა.

15 ნოემბერს, ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა, ლევან სამხარაულის  სახელობის ექსპერიზის დასკვნის საფუძველზე, ალტერნატიული ავტოტექნიკური ექსპერტიზა დანიშნა. რომლის დასკვნა წინა ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავდებოდა. მეჰმედ ქურთლუშს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

,,2012 წლის 5 ნოემბერს, გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქურთლუში ძლიერი სტრესის ქვეშ, მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამდენად, მოწმის სახით დაკითხვისას იგი ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო და მისი დაკითხვა 5 ნოემბრს არ შეიძლებოდა". A-თქვა ,,მსაჯულთან" საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა.

20 ნოემბერს, ადვოკატმა როსტიაშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ლერი თედორაძეს, აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მიზნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. მოსამართლდემ მიზეზად შემდეგი გარემოება მიიჩნია: ,,საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების არსებობის ფაქტი წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, გამოძიებისთვის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, რის გამოც აღნიშნული ზეგავლენას იქონიებს, აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეფარდების მართლზომიერებაზე".

მოსამართლე ლერი თედორაძემ  განჩინებაში მიუთითა, რომ 2012 წლის 15 ნოემბერს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელის მიხედვით, ქურთლუშს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო ,,სასამართლოს მიერ, ახალი არსებითი მნიშვნელობის გარემოებად მიჩნეული ვერ იქნება, რომელიც საფუძვლად დაედება ბრალდებულის მიმართ, უკვე შერჩეული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას". ამ ქმედებას კი როსტიაშვილი უკანონოდ მიიჩნევს, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ ჩათვალა მოსამართლემ, მეჰმედ ქურთლუშის ქმედებიდან, ბრალის გამომრიცხავი ექსპერტის დასკვნა ახალ არსებით გარემოებად."

22 ნოემბერს, ადვოკატმა, კვლავ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად. რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ქვეითად მოსიარულის მოძრაობის ტემპიდან და საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე, მოძრაობაში საფრთხე შეიქმნა იმ მომენტისთვის, როდესაც არშალუს დავიდიანი ავტომობილის სამოძრაო ზოლში შევიდა, მეჰმედ ქურთლუშს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო.

ექსპერტიზის ორივე დასკვნა ქურთლუშის გათავისუფლების საფუძველი გახდა. მან პატიმრობაში 45 დღე გაატარა.

,,ჩემი შუამდგომლობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მეჰმედ ქურთლუში მოსამართლეს უნდა გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან, მაგრამ მისი არაკომპეტენტურობის გამო ქურთლუში პატიმრობაში დარჩა. სასამართლოსგან განსხვავებით, მთავარმა პროკურორმა, მეჰმედ ქურთლუში პატიმრობიდან საბოლოოდ გაათავისუფლა და თავის სამშობლოში, თურქეთში დაბრუნდა" – აღნიშნა ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა