შემოგვიერთდით facebook-ზე
ამინისტია ნარკოტიკებზე და გადადებული პროცესი ქურდობაზე
8-04-2013, 17:08  /  ნახვა: 2088

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამრთლოს, მიხეილ წიტაიაშვილის საქმე უნდა განეხილა, რომელიც 177-ე და 273-ე მუხლით სამართლდებოდა. პირველი მუხლი ქურდობის საქმეს ითვალისწინებს, რომელიც ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება,  ვადით ერთიდან სამ წლამდე. მეორე მუხლი კი, პირადი მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ქალბატონ ნინო ბორცვაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების, კერძოდ ,,პლანის" მოხმარება ედებოდა, თუმცა საპროცესო გარიგების თანახმად, 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ განთავისუფლდა და პირობით 3 წელი მიესაჯა. მოგვიანებით, იგი 2012 წლის  დეკემბრის ამინისტიის სფუძველზე, 177-ე მუხლით შეფარდებული ბრალდებისაგან განთავისუფლდა, ხოლო 273-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს  სასამართლო კვლავ განიხილავს. მას ბრალად მეზობლის სახლიდან კომპიუტერის მოპარვაც ედება. 

ადვოკატის განცხადებით, განსასჯელი დანაშაულს აღიარებს  და თავს დამნაშავედ ცნობს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა 2013 წლის 19 აპრილს განახლდება. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა