შემოგვიერთდით facebook-ზე

ფარული კენჭისყრისას საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ კი15-მა მისცა. 
საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. 
საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში არაფერი შეიცვლება. წინა მთავარი პროკურორების მსგავსად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება. 
ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა. 

27-11-2015, 16:30

ახლახანს, გავრცელებული ინფორმაციით, დიღომში 213-ე საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიციაა. პოლიციის მისვლის მიზეზი იარაღის არსებობა გახდა.  ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც აბრაზებდა  მისთვის ესროლა. 

 

 

27-11-2015, 14:21

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

12-09-2015, 13:52

გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ლაშა მ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ჩ, 1988 წელს დაბადებული კახაბერ ს. და 1979 წელს დაბადებული აკაკი ჯ. დააკავეს

11-09-2015, 17:36

გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ მოითხოვა მამის მკვლელობის საქმე ქალაქის პროკურატურის ნაცვლად მთავარ პროკურატურას გადასცემოდა, მიზეზს კი ის თავის სოციალურ გვერდზე აქვეყნებს: ,,ახლა უკვე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ერთი კვირის წინ, მამაჩემის მკვლელობის საქმე თბილისის პროკურატურიდან მთავარ პროკურატურაში წამოვიღე. გამოძიებას ახალი ჯგუფი გააგრძელებს. ძველმა ჯგუფმა საკმაო სამუშაოები გასწია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა საკმარისი, მეტია საჭირო. თითქოს, გამომძიებელი ვახტანგ ჭიბალაშვილიც არ ჩანს ცუდი, მაგრამ არაა ის, ვინც ამ საქმისთვის ზედგამოჭრილად მიმაჩნია.

31-08-2015, 14:27

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც მეზობელ ქალბატონთან კონფლიქტი მოუვიდა, დაკბინა. შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის შორენა ჯახუას ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.
დაზარალებულ ქალბატონს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

20-07-2015, 16:59

საქალაქო სასამართლომ მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარს კახა მამულაშვილს "მამულიჩას" წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე ,,მამულიჩამ" განაცხადა, რომ: - "უცხოეთში კოკაინი გამისინჯავს. ერთი შეხედვით მივიჩნიე, რომ ეს რაოდენობა რაც აღმომაჩნდა, ბევრი არ იყო. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი. მზად ვარ პასუხი ვაგო. უბრალოდ ორი თვე მინდა ოჯახთან ვიყო, რომ თუ დამნაშავედ მცნობენ მოვემზადო ფსიქოლოგიურად. ჩემი უგუნური ქმედების გამო მომივიდა. თუ გაითვალისწინებთ, მოხარული ვიქნები, თუ არა და კანონს."

20-07-2015, 14:25

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩია. იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა წარდგენილი პარლამენტში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით, ერთხმად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ნინო გვენეტაძე სქათველოს უზენაესი საამართლოს 21–ე და პირველი ქალი თავმჯდომარეა.

20-03-2015, 15:35

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს მოქალაქეები - 1989 წელს დაბადებული სანხან მ. და 1974 წელს დაბადებული ელმარ დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა სანხან მ-ს და ელმარ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების ჩხრეკისას, სპეციალური სამალავიდან 19 488 აბი პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

9-03-2015, 16:20

ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე საკუთარ ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრება დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა თეა კუპრეიშვილი. ივანე ბეგიაშვილმა, რომელიც 1994 წელსაა დაბადებული, გუშინ ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციაზე სცემა. გედენიძე ,,ვარდების მოედანზე" აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის ,,პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. პოლიციამ ბეგიაშვილი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა.

5-03-2015, 18:58

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. ცნობილია, რომ წარსულში იგი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განცხადება გააკეთა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს.

4-03-2015, 20:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია დააკავეს.

4-03-2015, 13:56

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 21წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა