შემოგვიერთდით facebook-ზე

პოლიციამ დაკავებულისგან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტომფსონი“-ს სისტემის ერთი ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღი, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,  ხუთი მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

30-04-2013, 14:49

ჩეხეთიდან წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადირება მოხდება

26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩეხეთის სამართალდამცავებმა, საქართველოს მიერ, წითელი ცირკულარით ძებნილი, 1955 წელს დაბადებული ზურაბ ნადირაძე დააკავეს.

აღნიშნულმა პირმა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

30-04-2013, 14:41

დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქართველოს საზღვრის კვეთისას დააკავეს. დაკავებულს,  სხეულით, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც  ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 6,08 გრ ნარკოტიკული საშუალება 1,88 გრამ „ჰეროინს“ შეიცავს

30-04-2013, 14:37

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

ავტოკატასტროფას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა

27 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში ავტოკატასტროფა მოხდა. მუქი შინდისფერი ოპელი ბეტონის ბარდიულს შეეჯახა, მანქანაში სამი ადამიანი იჯდა; 19 წლის ნიკა ხაფთანი, 16 წლის ბეთო ბენდელიანი და 18 წლის ლაშა ოსტატიშვილი. საჭეს ბეთო ბენდელიანი მართავდა. ბავშვები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ

29-04-2013, 18:44

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში,  პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მოწვეული იყვნენ, პოლიციის რეფორმაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გახსნა. მოწვეული სტუმრებისათვის  ჩატარდა პოლიციის შესახებ კანონპროექტის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთიკის კოდექსის, შსს-ს დანაყოფებისთვის შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაციები. 

29-04-2013, 17:04

ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ქუთაისის N2 საპატიმრო დაწესებულებაში, გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ,,სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული, 1976 წელს დაბადებული ხ.დ. გარდაიცვალა.

26-04-2013, 15:44

მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ გ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 22 აპრილს, ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა, 1967 წელს დაბადებული, შვიდჯერ ნასამართლევი სამუელ ეგიზაროვი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევონ გ-მ  ის შურისძიების მიზნით მოკლა.

26-04-2013, 12:32

რიზ უიზერსპუნი დააპატიმრეს

ამერიკაში,  შტატ ჯორჯიას პოლიციამ, ჰოლივუდის მსახიობი რიზ უიზერსპუნი, მას შემდეგ დააპატიმრა, რაც საგზაო პოლიციის თანამშრომლის თხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. 

საპატრულო პოლიციამ შეამჩნია, რომ ავტომობილი, რომლის საჭესთან უიზერსპუნის მეუღლე, ჯეიმს ტოტი იჯდა, გზის სავალ ნაწილში არასწორად მოძრაობდა. პოლიციელმა ავტომობილი გააჩერა და ტოტს ალკოჰოლის ტესტის ჩატარება შესთავაზა, უიზერსპუნის კი ავტომობილში დარჩენა სთხოვა. 

მიუხედავად პატრულის თხოვნისა, მსახიობი ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელს ჰკითხა: ,,იცით რა მქვია?", რაზეც პოლიციის თანამშრომელმა უპასუხა, რომ მისი სახელის ცოდნა არ სჭირდება. მსახიობმა კი განაცხადა: ,,მალე გაიგებთ, ვინ ვარ. მალე ახალ ამბებში იქნებით!".

24-04-2013, 15:59

საათის ნაცვლად ხალხს პოლიციელები აღვიძებდნენ

ინგლისში და ირლანდიაში არსებობდა პროფესია, რომელსაც – ,,Knocker-up ან Knocker-upper“ - ერქვა. მისი არსი, იმაში მდგომარეობდა, რომ მაღვიძარა-საათის ნაცვლად, სპეციალურად მომზადებული ხალხი, ქალაქში, ყველას აღვიძებდნენ. ეს პროფესია სამრეწველო რევოლუციის პერიოდში დაიბადა და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა.

24-04-2013, 15:40

ახალგაზრდა ექიმმა თავი ბრალდებების გამო მოიკლა

ტელე-შოუ ,,უკანასკნელი გმირის" ფრანგული ანალოგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. ეს მას მერე მოხდა, რაც პროექტის 25 წლის მონაწილე ჯერალდ ბაბინას გული გაუსკდა. 

ტრაგედიის შემდეგ ექიმს, რომელიც პროექტში მუშაობდა, ბრალდებები დაატყდა თავს. ახალგაზრდა მონაწილის გარდაცვალების შემდეგ, ტელეპროექტის გადაღებები გადაიდო, პრესის  წარმომადგენლები კი, მაშინვე დაესხნენ თავს პროგრამის სამედიცინო მუშაკს - ტიერი კოსტას.

24-04-2013, 15:16

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

23 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "ზუგდიდდასუფთავების" შესყიდვების სამსახურის უფროსი, 1960 წელს დაბადებული ზურაბ ა. ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს ბინის პრივატიზაციის სანაცვლოდ  თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ზურაბ ა. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარ სპეციალური ნივთიერებით  დანიშნული კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

23-04-2013, 17:02

გოგონებს თურქი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლის მიერ, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ორი მოქალაქე: ელგუჯა ხუდაშვილი და გულშატ საფაროვა დააკავა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ისრაელის მოქალაქე 1961 წელს დაბადებული ელგუჯა ხუდაშვილი შეაჩერეს.

იგი პარიზის ინტერპოლის მიერ, 2008 წლიდან იძებნებოდა. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 441-6-ე, 441-10-ე, 441-11-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე საფრანგეთის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის და საბაჟოს შესახებ კანონის დარღვევისთვის (კონტრაბანდული საქონლის ფლობა და იმპორტი, აკრძალული, არადეკლარირებული საქონლის იმპორტი, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ყალბი სავაჭრო მარკის საქონლის ფლობა, იმპორტი და გაყიდვა).

23-04-2013, 16:50



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა