შემოგვიერთდით facebook-ზე
პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
29-03-2013, 18:14  /  ნახვა: 2045

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰამზა ბ.  ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქეს 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზამ მას პასპორტი გამოართვა, რითაც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა.
მოტყუების, შანტაჟისა და იძულების გზით, პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა იგი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ ,,არენა"-ში, სადაც  თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, რის შემდეგაც პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას თვითონ ითვისებდა.
 2013 წლის 21 იანვარს კი სასტუმრო ,,მარინა"- ში, პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ, ქალის მეგობარ მამაკაცს  გარკვეული თანხა გამოართვა.
გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი) მიმდინარეობს, რაც 12-დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა