შემოგვიერთდით facebook-ზე
ავატარი
6-02-2013, 11:16  /  ნახვა: 4131

ავტორი

ლევან გელაშვილი

 

,,ავატარი“ კომერციული მაშტაბების და არა მხატვრული ღირსების გამო კინო ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ მაღალ ბიუჯეტიან და ეფექტების კუთხით საეტაპო ფილმად. თუმცა არ იფიქროთ რომ ფილმის მხატვრულ დონეს ვაკნინებდე, პირიქით ის სულაც არ ჩამოუვარდება და ღირსეული გამგრძელბელია ჰოლივუდის მსგავსი მეგაპროექტებისა, რომელიც მილიონობით მაყურებელს აღაფრთოვანებს. ეს ზუსტად ის არის რაზეც გათვლას აკეთებდნენ რეჟისორი და მარკეტოლოგები. საბატიბუტო ფილმი, პოპოკორნით ხელში დაჯდები სავარძელში და დიდ ეკრანზე 3D ეფექტებით ნახავ სანახაობის კუთხით უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ფილმს, რომელიც მოგწყვეტს არსებულ რეალობას და ორი საათით დაგავიწყებს ყველა ამქვეყნიურ პრობლემას. მარილიანი პოპკორნით გამშრალ ყელს კი კოკა-კოლათი გაისველებთ. ,,ავატარი"" იმ ტიპის ფილმების რიგში გადის, რომლის ყურების დროს აღფრთოვანებული მაყურებელი წამოიძახებს: რა მაგარი გადაღებაა. ეს არის კინო, სადაც შინაარსთან ერთად გამომსახველობითი მხარეც თანაბრად მნიშვნელოვანია. ხშირად კი შინაარსზე მეტად ვიზუალზეა აქცენტი გადატანილი. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1994 წელს ჯეიმს კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის ,,ტიტანიკის“ დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა.

ავატარი

„ნა"ვი-ს (ხშირად მას იხსენიებენ როგორც ნაავიი ორი „ა"-თი და ორი "ი"-თი) უცხოპლანეტელთა რასის სასაუბრო ენაზე მუშაობას 2005 წლის ზაფხულში შეუდგნენ, 2006 წლის დასაწყისიდან კი კამერონი სცენარისა და "„ვატარის" სამყაროს დახვეწა-განვითარებაზე მუშაობდა. 11 წელი დასჭირდა ტექნოლოგიურ განვითარებას, რომ კამერონის იდეების გამომსახველობით დონემდე ასულიყო. საქმე ისა რომ კინოკამერები, რომლებითაც ავატარს  იღებდნენ, სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. კამერონმა ტრადიციული სტერესკოპული აპარატის ნაცვლად ახალი კამერის ოპტიკა გამოიყენა, რომელიც ადამიანის თვალის იდენტურად მუშაობს. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ობიექტივი მოძრაობს ფოკუსურ მანძილზე ისე რომ ადამიანის თვალით აღქმული რეალობის ანალოგიური გამოსახულება იქმნება. სხვანაირად რომ ვთქვათ ასეთი კინოკამერით გადაღებული გასახულების ყურების დროს მაყურებელს არ უწევს ტვინის დაძაბვა და ფანტაზიის გაძლიერება, გამოსახულებას პირდაპირ ისეთს იღებს როგორიც რეალობაშია. ამ ტექნოლოგიის წყალობით ავატარის მხატვრული ღირებულება შესაბამისი ტექნიკური შესრულებით არის გადმოცემული. 

ფილმის ოფიციალური ბიუჯეტი 237 მილიონს შეადგენს. სხვა წყაროები იტყობინება, რომ „ავატარის" გადაღება დაახლოებით 280–310 მილიონი დაჯდა, მარტო 150 მილიონი მარკეტინგისთვის დაიხარჯა. ფილმი გამოვიდა როგორც ტრადიციული ორ-განზომილებიანი, ისევე სამ-განზომილებიანი ფორმატით. 

„ავატარი" დიდ გარღვევად შეფასდა კინოწარმოების ტექნოლოგიებში. კომერციულ წარმატებას ადასტურებს მისი გამოსვლის პირველივე დღეს ამონაგები 27 მილიონი დოლარი.

ავატარი

„ავატარის" პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს ლონდონში შედგა, მსოფლიოს ეკრანებზე კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში "ავატარმა" წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალ-შემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა ტიტანიკი, რომელიც 12 წლის მანძილზე ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. 

ეხლა კი ცოტა ფილმის შინაარსზე მოგიყვებით; ფილმში მოქმედება 2154 წელს ვითარდება. პლანეტა პანდორა დედამიწისგან 4,3 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ამ პლანეტაზე მოიპოვება მინერალი ანობტანიუმი, რომელიც დედამიწაზე ერთი კილოგრამი ოცი მილიონი დოლარი ღირს. ბუნებრივია ასეთი ძვირფასი ფასეულობა კორპორაციების დაინტერესების სფეროა. ამ პლანეტაზე ბინადრობენ ადამიანის მსგავსი უჩვეულო არსებები. მათ ჰყავთ თავიანთი ღმერთი ეუვა. ის მთელ პანდორას განაგებს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ჯეიკ შალი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის დაჭრეს ვენესუელაში, რის გამოც ინვალიდის ეტლზეა სამუდამოდ მიჯაჭვული. მისი ტყუპისცალი ძმა კი მეცნიერია.

პანდორაზე გაფრენის წინ ჯეიკის ძმა უცნაურ ვითარებაში იღუპება ვინაიდან  ახალი ავატარის შექმნა ძვირი ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნია ჯეიკს შესთავაზებენ პლანეტაზე ავატარის მართვას. თავდაპირველად ის თანხმდება ამაზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ შესძლებს ოპერაციისათვის ფულის დაგროვებას და კვლავ სიარულს.

ავატარი

ფილმის მიხედვით ავატარები წარმოადგენენ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილ ჰიბრიდებს, რომლებიც შექმნილნი არიან ადამიანის და პლანეტა პანდორას ძირძველი მოსახლეების, „ნა"ვის დნმ-ის კომბინირებით. შესაძლოა ავატარის დისტანციურად მართვა - ოღონდ მხოლოდ ისეთი ოპერატორის მიერ, რომლისთვისაც ის იქნა შექმნილი (ან მისი გენეტეკური ტყუპისცალის მიერ).

პანდორაზე ჯეიკის ავატარის მისიაა ნა"ვის ტომის სიმპათიის მოპოვება ნდობაში შესვლა და მათი დარწმუნება რომ აბორიგენები, გადასახლდნენ სხვაგან, ვინაიდან ადამიანებს სურთ მათი მთავარი საცხოვრებლის, გიგანტური ხის ქვეშ მდებარე ანობტანიუმის დიდი მარაგის დედამიწაზე გადაზიდვა. ჯეიკს დავალებული აქვს აბორიგენების გაჯიუტების შემთვევაში მათ მიმართ ძალის გამოყენება. ულამაზესი აბორიგენი ქალი ნეიტირი, ერთ-ერთი ტომის წინამძღოლის შვილი, გადაარჩენს ჯეიკს და სწორედ აქედან მოყოლებული ის შედის ტომთან კონტაქტში. ჯეიკი სწავლობს მათთან ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს და ბრძოლას. რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს ჯეიკი და ნეიტირი, მით უფრო პატივს სცემს ის „ნა"ვის ჰარმონიულ სამყაროს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჯეიკი დაფიქრდება ვის მხარეზე იბრძვის. 

მიუხედავად იმისა რომ ფილმის ეკრანებიდან გამოსვლის შემდეგ არც თუ ისე პატარა ხანია გასული. შეიძლება ვინმეს ნანახი არ აქვს, ამდენად არ დავუკარგავ მაყურებელს ფილმისგან მიღებულ სიამოვნებას და შინაარს ბოლო კადრამდე არ მოვყვები. 

დავამატებ რომ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მიშელ როდრიგესი, სტეფან ლენგი და სემ ვორსინგტონი.

ფილმს სამი ოსკარი აქვს: ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის, ოსკარი - საუკეთესო ოპერატურისთვის, ოსკარი - საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის. სულ 70 ნომინაციაში იყო ნომინირებული და 53 ჯილდო მოიპოვა. 

ჯეიმს კამერონმა განაცხადა რომ 2014 წელს "ავატარის" მეორე ნაწილიც გამოვა.

ავატარი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა