შემოგვიერთდით facebook-ზე
ავტომობილები ქალებისათვის
6-02-2013, 13:35  /  ნახვა: 3792

თანამედროვე ქალს სურს იყოს მამაკაცის თანასწორი, მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერ სფეროში. თუნდაც იყოს ეს ავტომობილი. ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი საჭეს მიუჯდებოდა და გახდებოდა საგზაო მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი.

ქალები დღეისათვის ყველანაირ ავტომობილს ერგებიან. მათი არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. პირადი მოხმარებისათვის ირჩევენ უფრო ქალურ, ნაზ ავტომობილებს. ამ მანქანების დიზაინი ხშირად გამოირჩევა ტალღოვანი, ნაზი ხაზებით და ორიგინალური გარეგნობით. აქსესუარები კი მთლიანად დამზადებულია ქალის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინებით.

რას ნიშნავს ქალური ავტომობილი?

ეს ცნება არსებობს მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. რადგან ოფიციალურად ასეთი კლასი დარეგისტრირებული არ არის. სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც სარგებლობენ ქალები გამოირჩევა შემდეგი ნიშნებით:

• უპირველეს ყოვლისა ავტომანქანა უნდა იყოს ლამაზი;

• ზომები უნდა ჰქონდეს პატარა და არა ისეთი უზარმაზარი, როგორც მამაკაცების მანქანებს.

• მესამეც – ფერი უნდა იყოს აუცილებლად ქალური.

ეს სამი ნიშანი ძირითადია, დანარჩენი კი მყიდველი ქალის პირად მოთხოვნილებებსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. სპორტულ მანქანებს ირჩევენ ის ქალები, რომლებსაც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე სჭირდებათ ძლიერი მანქანა. მათ ამას საკუთარი ცხოვრების წესი კარნახობს. ძნელი წარმოსადგენია ქალი, რომელიც ზის დიდი პიკაპის ან ჯიპის საჭესთან. რა თქმა უნდა არის ასეთი შემთხვევებიც, როცა ქმარი რაღაც მიზეზის გამო არ ჯდება საჭესთან და როცა ქალი დროებითი მძღოლის ფუნქციას ითავსებს.

როცა ქალი ირჩევს ამა თუ იმ მანქანას მან უნდა გაითვალისწინოს თუ სად, როგორ გეოგრაფიულ პირობებში ცხოვრობს. თუ მას უწევს სოფლის ან დაზიანებულ საფარიან გზებზე სიარული, მაშინ ის უნდა ერიდოს დაბალძარიანი მანქანის ყიდვას. ასეთ შემთხვევაში უნდა აირჩიოთ Suzuki Grand Vitara, Honda CR-V, ჰუნდაი ტუქსონი. აი უკვე რამდენი წელია პოპულარულობას ინარჩუნებს ტოიოტა რავ4, რომელიც ერთად ითავსებს კომპაქტურობასაც და მომზიდველ დიზაინსაც.

ავტომობილები ქალებისათვის

 

მინი ავტომობილები

ცალკე უდნა ითქვას იმ ავტომობილების შესახებაც, რომლებიც თავისი ზომებით გამოირჩევა. ისინი სხვა მანქანებზე პატარები არიან. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთ იგრძნონ თავი დიდი ქალაქის ქუჩებში. მოდით განვიხილოთ ის პატარა მანქანები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ ქალბატონები.

 

დეივუ

ეს ყველაზე იაფი მოდელია სხვებს შორის. იგი კორეული წარმოშობისაა, იოლად მანევრირებადია დიდი ქალაქის პირობებში. თქვენ პარკირების ადგილის დიდი ხნით ძებნა არ დაგჭირდებათ. მას თან ახლავს კონდენციონერი და ავტომატური მართვით. ეს ის შემთხვევაა, როცა ფასი ხარისხს არ განსაზღვრავს.

ამ მანქანის საინტერესო დიზაინმა უკვე დაიპყრო ქალთა გულები. ის იაპონიაში მზადდება და ყველა დეტალი ხარისხის მაღალი ნიშნით ხასიათდება. მწარმოებლებმა გაითვალისწინეს, რომ მანქანა ქალებისათვის მზადდებოდა და ამიტომ ბევრი რამ სწორედ რომ მშვენიერი სქესის ხასიათის და მოთხოვნების შესაბამისადაა დამზადებული. ბორტის კომპიუტერს შეუძლია მნიშვნელოვანი თარიღების და ახლობლების დაბადების დღეების დამახსოვრება. სალონში ბლომადაა წვრილმანების ჩასაყრელი ჯიბეები, უკანა სავარძლები მოძრაობს. ამით სალონში დამატებითი სივრცე შეიძლება რომ წარმოიქმნას, რაც მანქანაში მჯდომებს კომფორტს უქმნის. მაღალი ჭერი თავისუფალი სუნთქვის საშუალებას იძლევა, ხოლო ფართო გვერდითი მინები გზის სრულ აღქმას უწყობს ხელს.

ავტომობილები ქალებისათვის

 

აუდი

ეს ავტომობილი გათვალისწინებულია ახალგაზრდა გოგონებისათვის. მას სპორტული დიზაინი, გერმანული ხარისხი და მგზავრობისას მოხერხებულობა ახასიათებს. ეს მოდელი აღჭურვილია 1,2 ლიტრიანი ძრავით და იყენებს მხოლოდ 5,1 ლიტრ საწვავს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალს უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა ექმნება დღის მანძილზე, ამიტომ მას სჭირდება ისეთი მანქანა, რომელიც მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. (დიდი საბაგრული, მანქანაში ბავშვის სავარძლის მოთავსება და სხვ.)

იმედია ცოტათი მაინც დაგეხმარებათ ეს სტატია მანქანის არჩევისას. საქართველოს ბაზარზე კარგი არჩევანია წარმოდგენილი და ასე რომ არ გაგიჭირდებათ სასურველი და თქვენი მოთხოვნების შესაბამისი მანქანის საჭეს მიუჯდეთ.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა