ადვოკატთა უფლებები…
ბოლო 7 წლის განმავლობაში 147 ადვოკატი განიცდიდა ინსტიტუციალურ დევნას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთადერთი კორპუსი იყო, რომელმაც ევროპული მაშტაბით გამოაქვეყნა სამი დასკვნა - ადვოკატთა ინსტუციალურ დევნაზე. ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციამ 2010 წლის დეკემბრის, 2011 წლის ნოემბერისა და მაისის სამი დასკვნით, ადვოკატობა რისკის სფეროდ შეაფასა. რამდენჯერმე შევხვდი თომას ჰამერბერგს და მან დაწერა დასკვნა, რომ ადვოკატთა კორპუსი, საქართველოში ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიდა. ასეთი დასკვნები არ ჰქონიათ სხვა ქვეყნებს. ამით დავამტკიცეთ, რომ ვიყავით სახელმწიფო, სადაც ადვოკატობა რისკის სფეროს წარმოადგენდა.
ზაზა ხატიაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე): დღეს აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე, დავდეთ ახალი ხელშეკრულება პიცბურგში და უკვე დაიწყო ციხიდან ადვოკატთა გათავისუფლებები. გაათავისუფლეს 7 პოლიტპატიმრად აღიარებული ადვოკატი, მათ შორის ტარიელ მურმანიშვილი და ზურაბ ლიპარიძე. უხეში სამართალდარღვევა მოხდა, ადვოკატ ჯიმშერაშვილთან მიმართებაში, როცა ,,სააკაშვილის პოლიციამ" მას უბრძანა, რომ ასოციაციის თავმჯდომარეზე ჩვენება მიეცა. ჯიმშერაშვილი შეპირდა, რომ 3 დღეში ,,მაგარ ინფორნაციას" მიუტანდათ, მაგრამ ამის შემდეგ 2012 წლის 31 ნოემბერს, ის ბრიუსელში ჩავიდა და პოლიტ-ლტოლვილად ჩაბარდა. ამის შემდეგ, ჩავედი ბრიუსელში და პრესკონფერენცია ჩავატარე, შევხვდი თომას ჰამერბერგს და ევროპარლამენტის წინ, სხვა ადვოკატებთან ერთად, ბორკილები დავიდე.
ბევრი ომი გამოვიარე, დღეს ადვოკატთა უფლებების დარღვევის მხრივ საგანგაშო ვითარება აღარ არის. ახალი ხელისუფლების მართვის პერიოდში, არცერთი ადვოკატი არ დაუკავებიათ, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დროს თვე არ გასულა, ადვოკატი არ დაეკავებინათ. ამ ხელისუფლებამ იცის, რომ უკან დამხევი არ ვარ. ადვოკატის დაკითხვაზე დაბარებაც კი საგანგაშოა, რომ აღარაფერი ვთქვათ დაპატიმრებაზე. ადვოკატი უნდა დასაჯოს ეთიკის კომისიამ, თუ დადასტურდა, რომ მან რაღაც უზნეო მოქმედება ჩაიდინა.
სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებით მივმართე: ევროპის საბჭოს, ევროკავშირს, ამერიკასა და დიდი რვიანის ქვეყნებს.Gრაზეც გამომეხმაურა კანადის პრემიერმინისტრი და გაეროში დასვა საკითხი ადვოკატთა კორპუსის დევნის შეჩერებაზე. ყველამ იცოდა, რომ ეს ომი ჩემსა და სახელმწიფოს შორის მიმდინარეობდა. ეს იყო სამართლებრივი ომი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციამ მოიგო და დღეს ვადასტურებ, რომ ყველა გათავისუფლებული ადვოკატი იყო პოლიტპატიმარი.
სასამართლო...
საქართველოს, უახლოეს პერიოდში, კოტე კუბლაშვილზე დიდი დამნაშავე არ ჰყოლია. დღეს, მოსამართლეების უმეტესობას სისხლის სამართლის საქმეზე, უამრავი უკანონო განაჩენი აქვს გამოტანილია. ეს ადამიანები, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებენ სირცხვილია. უფრო მეტი სირცხვილი კი ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მათი გასამართლება არ უნდა.
გერმანიაში, ნიუმბერგის პროცესი, რომ არ ყოფილიყო, გერმანია საშუალო ქვეყანა იქნებოდა. ჩვენ, თუ სააკაშვილის რეჟიმი არ გავასამართლეთ, წინ ვერ წავალთ. ვინმეს დაჭერა საჭირო Aარ არის, მთავარია რეჟიმს მიეცეს სამართლებრივი შეფასება: რატომ აკეთებდნენ ამდენ სიბინძურეს, რატომ ხოცავდნენ: რობაქიძეს, გირგვლიანს, მაზაგაშვილს, გამცემლიძეს, შავაძეს...
დღევანდელი ხელისუფლება არასწორი გზით წავიდა. ,,ქართუ ბანკის" გამოძიება დაიწყო, მაშინ როცა 26 მაისის საქმეა გამოსაძიებელი. სწორად მოიქცა მინისტრი თეა წულუკიანი, გურგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, იგი ჩავიდა ევროსაბჭოში და აიღო ვალდებუება, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა. ასევე, სოზარ სუბარი, რომელმაც შეისწავლა მადაგაშვილის საქმე და 110 გვერდიანი დასკვნა, მთავარი პროკურორის სახელზე შეიტანა, მოითხოვა საქმის ეფექტური გამოძიების ჩატარება. ასეთი საქმეებია მნიშვნელოვანი და არა ის, რასაც ახლა იძიებენ.
დაჭერები...
2005 წელს, როცა გიორგი მიქიაშვილი სცემეს, ვამბობდი, რომ პატრული ფორმიანი ყაჩაღია-მეთქი. ამის გამო, მთელი სამოქალაქო სასამართლო დამიპირისპირდა. 2012 წლის 9 ოქტომბერს ევროსასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილებდა, რომ გიორგი მიქიაშცვილის მიმართ დაირღვა კონვეციის მესამე მუხლი. მაშინ ჩემს წინააღმდეგ, განსაკუთრებით ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" და ,,რუსთავი 2" აქტიურობდა, ხოლო როცა სიმართლე გაირკვა ბოდიში არავის მოუხდია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვამბობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახსნელია. ეს უნდა გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ვეუბნები.
2 დეკემბერს, ლაშა და გიორგი სოზაშვილები, პოლიციელების ცემის ბრალდებით დააკავეს. მათ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბიჭებმა განაცხადეს, რომ პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ, პოლიციელებმა კი დახიეს ქურთუკი და განყოფილებაში მიიტანეს. ადვოკატის მოთხოვნაზე, შემთხვევის ადგილას, თუ ვიდეო გადაღება არ იყო, მაშინ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის ფირი მომეცითო, უპასუხეს, ფირი გაფუჭებულიაო. სინამდვილეში, პოლიციელებს ფორმა რომ სცმოდათ, ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ფირი გაფუჭებული არ იქნებოდა. Aმსგავსი საქმეებით დაიწყო მერაბიშვილმა უკანანო დაჭერები. ახლა, ირაკლი ღარიბაშვილსაც თუ შერჩება, მომავალ წელს მაზაგაშვილის ისტორიას გაიმეორებს.
სასამართლოს დამოუკიდებლიობა...
იმისათვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, კუბლაშვილი და ეს მოსამართლეები უნდა შეიცვალოს. მოსამართლეები რა სიბინძურესაც აკეთებენ კარგად ვიცით. ივანიშვილმა გამოაცხადა, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმმა რეალურად 10 პროცენტიც ვერ აიღო. ,,ქართულმა ოცნებამ" კი ხმების 80 პროცენტი მიიღო. ივანიშვილს, რომ ეთქვა ,,ის პროკურორები, რომლებიც ხალხს აწამებენ, სამსახურიდან არ გავუშვებო" ხმას ბევრი აღარ მისცემდა. ამიტომ სჭირდება ,,ქართულ ოცნებას" ეს ხალხი, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლო, პროკურორი და პოლიცია ნებისმიერ სიბინძურეზეა წამსვლელი. რის გამოც, უკვე რეიტინგს კარგავენ.
სააკაშვილს და მერაბიშვილს, იმიტომ ვებრძოდი, რომ სამოქალაქო სექტორის მტრები არიან. Gგაოგნებული ვარ, ადვოკატები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: შეგვაქვს საჩივარი პროკურატურაში და იგივე პროკურორები გვცემენ პასუხებს, რომლებმაც ჩვენ ,,გაგვაუბედურესო".
ამინისტია...
საპრეზიდენტო არჩევნებზე ორ ბანაკს შორის (სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის) შეთანხმება მოხდება, რის საფუძველზეც გარკვეული პირები ხელშეუხებლობას მიიღებენ.
არავის დაჭერები არხდება, არც არის აუცილებელი, მთავარია, რეჟიმი გასამართლდეს. ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკაში არსებობდა და ყოფილი ხელისუფლების რეჟიმს გაასამართლებდა, ნონო ბურჯანაძე იყო, თუმცა ის - თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს.
როცა ციხიდან უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები გამოვიდნენ, მითხრეს, პროკურორები, ვინც ისინი უკანონოდ დაიჭირა, დღესაც მუშაობენ. ცოტა ხნის წინ ჩემთან ტარიელ მურმანიშვილი მოვიდა და მითხრა, რომ სასამართლოში ის პროკურორი - ნათია მოგელაძე დაინახა, ვინც დააპატიმრა. საინტერესოა, კაცი პოლიტიკუპატიმრად აღიარეს, ხოლო მოსამართლე და პროკურორი, ვინც ეს ჩაიდინა, კვლავ მართლმსაჯულებას ახორციელებენ.
კომისიის წევრი ვიყავი, ამნისტიის შედეგად, ძირითადად ნინო ბურჯანაძის ხალხი, 26 მაისს დაპატიმრებულები გამოვიდნენ. შეიძლება ამინისტიის შედეგად გამოსული პატიმრების 10 პროცენტი მართლაც დამნაშავე იყო, მაგრამ რა დააშავა დანარჩენმა 90 პროცენტმა. კონსტატინე კუბლაშვილი და სხვა მისნაირი დამნაშავეები თავისუფლები იყვნენ და უდანაშაულო პატიმრები, ციხეში დაგვეტოვებინა?!
ხადური და ღარიბაშვილი ივანიშვილის პირველი მტრები არიან, ერთი ადამიანებს აწამებს, ხოლო მეორე ისეთ სულელურ განცხადებებს აკეთებს, რის გამოც საქართველო ზიანდება. ხადურის განცხადებაზე, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გააკეთა, ვთქვი, რომ ეს იყო კანონდარღვევა. ღადგან ივანიშვილს მივეცი ხმა, არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვთქვა, როცა მისი მინისტრი არასწორად იქცევა. ყოველთვის ვებრძვი რეჟიმს, ამ რეჟიმის სახე კი ხადური და ღარიბაშვილი გახდებიან, თუ ადეიშვილი და მერაბიშვილი, მნიშვნელობა არ აქვს.
პროკურატურა და სასამართლო...
დღევანდელი ხელისუფლების განმარტებით გირაოს გამოყენება ცუდია. თუმცა, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება სასამართლომ, ყველა საქმეზე გირაო გამოიყენოს. პროკურატურას უნდა შესწევდეს უნარი დამნაშავეს ბრალი დაუმტკიცოს. პრობლემა ის არის, რომ როცა მძიმე ბრალდებით ჩოჩელს გარეთ უშვებენ, ,,20 თეთრიანი" ბულკის ქურდს 10-12 წლით პატიმრობას უსჯიან. დაპატიმრება შერჩევით არ უნდა ხდებოდეს.
ხალხმა ,,ქართულ ოცნებას" იმიტომ მისცა ხმა, რომ ეს ,,ნაციონალები" მოეშორებინა და რეჟიმი გაესამართლებინა. თუ ივანიშვილს ასე უყვარდა ისინი, რატომ თავიდანვე არ გაწევრიანდამათთან?! მაშინ ვიპოვიდით ისეთ ლიდერს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას გაასამართლებდა.
მდგომარეობა ციხეში...
სოზარ სუბარი ყოფილი უფლებადამცველია და არ მგონია, მან ადამიანები აწამოს, ან რაღაც უბედურებები ჩაიდინოს. ის ძალაინ კარგი სახალხო დამცველი იყო. ჯერჯერობით არ მაქვვს არანაირი ინფორმაცია, რომ ციხეში ვინმეს აწამებდნენ. თუ მსგავსი ინფორმაცია მექნება, მაშინ ამას, მთელი მსოფლიო გაიგებს.