შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

დაბრუნდება, თუ არა ეკრანზე მარინა სალუქვაძე?

ცნბილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი მარინა სალუქვაძე, კარგახანია ეკრანზე აღარ ჩანს. მისი წასვლა ტელეკომპანია ,,მზის“ ფორმატის შეცვლასა და გადაცემა ,,ტაბუს“ დახურვას უკავშირდება. ამბობს, რომ ტელე-მაყურებელთან შეხვედრა ძალიან ენატრება. 

კვლავ ვიხილავთ, თუ არა მას ჟურნალისტის ამპლუაში, ან გააგრძელებს, თუ არა რომელიმე ქართულ სატელევიზიო არხზე მოღვაწეობას, ამის გასარკვევად ქალბატონ მარინას დავუკავშირდით. 

- როგორ შეიქმნა გადაცემა ,,ტაბუ“?

- ძალიან სპონტანურად, რადგან ასეთი გადაცემა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ არსებობდა, უცებ გადავწყვიტეთ...

- თქვენ იყავით ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე საუბრობდა. იყო,თუ არა ეს თქვენთვის ერთგვარი რისკი?

- რისკი იყო, თავდაპირველად არც გვეგონა, რომ ეს გადაცემა გაამართლებდა.

28-09-2013, 16:10

ავტორები

ვერიკო ბუბუტეიშვილი

თეო აბროლიანი

ბრალდებული „დეზომორფინის“ გამოყენებისთვის ხელახლა სამართლდება

მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძის თავმჯდომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გოჩა დავითელაშვილის ბრალეულობა განიხილა, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, წარმოება, შენახვის, გადაგზავნის ან გასაღების ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილი იყო განსასჯელის მიერ არაერთგზის და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე.

ადვოკატ ბელა თალაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ელოდებოდა პირს, რომელსაც კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება, ე.წ. „დეზომორფინი“,პირადი მოხმარებისათვის უნდა მიეყიდა. პატრულმა ადგილზე მოახდინა ბრალდებულის დაკავება. განსასჯელი არ აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მისი ხელის ანაბეჭდი იყო, რაც პატრულის თანამშრომლებმაც დაადასტურეს. ადვოკატმა ჩვენთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ განსასჯელი, იგივე ქმედებაზე ადრეც იყო ნასამართლევი, რაზეც საპროცესო შეთანხმება 2000 ლარის გადახდის შემდეგ შედგა. იგი ერთ წლიან პირობით სასჯელს მოიცავდა. ამ შემთხვევიდან, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ბრალდებულმა, იგივე ქმედება ჩაიდინა.

28-09-2013, 15:36

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
,,იმედის ხელი“ საზოგადოების თანადგომას ელის

მძიმე სნეულებით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად, საქველმოქმედო ფონდი ,,იმედის ხელი“, 2010 წლის 9 თებერვალს, დაფუძნდა. მას დღემდე, არაერთი საქველმოქმედო კონცერტი აქვს ჩატარებული; ღონისძიებები, გამოფენა-გაყიდვები, სამედიცინო გამოკვლევები. ფონდი, ასევე, გეგმავს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს, კეთილი ადამიანებისა და კომპანიების დახმარებით.
იგი არაერთი საქველმოქმედო აქციით, უამრავ ადამიანს დაეხმარა.
ფონდის დაფუძნება, პირად ტრაგედიასთან არ ყოფილა დაკავშირებული, გვეუბნება, საქველმოქმედო ფონდ ,,იმედის ხელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი დავით დურგლიშვილი. თუმცა ფონდის მეორე დამფუძნებელს, ზურაბ ნატრიაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. იგი განსაკუთრებული უნარის მქონე პიროვნებაა (არ გამოვიყენებ სიტყვას - ინვალიდი).

26-09-2013, 16:38

ავტორი
სოფო ხვიბლიანი

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს პოეტებმა, კიდევ ერთი საღამო ,,აჩუქეს"
სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის  ლიტერატურული  საღამო გაიმართა,  რომლის  ორგანიზატორიც, ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა აბულაზე იყო, ხოლო ღონისძიება გიორგი მოსიაშვილს, ედუარდ უგულავს და ნათია ჯანაშიას მიჰყავდათ.
კახა აბულაძე: ღონისძიება სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა, ბევრი პირველი კურსელი გვყავს და გვინდა, მრავალფეროვანი გარემო დავახვედროთ. ეს ერთი ნაწილია, იმ  ღონისძიებების ციკლიდან, რომელიც სტუდენტებს შევთავაზეთ.
– მსგავს ღონისძიებას წელიწადში რამდენჯერ ატარებთ?
– გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, უკვე ასოცდათვრამეტი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული და აქედან, ორმოცი პროცენტი კულტურულ ღონისძიებას შეადგენს.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ მონაწილეებს?
– ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებთანაც, რამდენიმე  წლის ურთიერთობა გვაკავშირებს, ისინი ჩვენთან უანგაროდ მოდიან და ცდილობენ სტუდენტებს ცხოვრება გაულამაზონ.

26-09-2013, 15:26

ავტორი
მზია კევლიშვილი
ლადო კახაძე: მშობიარობის სისხლი ყოველთვის ჩამოიბანება, აბორტის კი არასდროს მოგცილდება
ნათლობა, შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რითაც ადამიანი ცოდვებისგან განიწმინდება და მეორედ იბადება, ახალი სულიერი ცხოვრებისთვის. იოანეს ნათლისღება, იესოს ახალი ნათლობის შესახებ აუწყებს ხალხს: ,,მე თქვენ წყლით გნათლავთ... ის მოგნათლავთ თქვენ სული წმიდით და ცეცხლით". ნათლობა წყლის საშუალებით სრულდება. ეს პროცესი, წყლით განბანვას და ხელახლა დაბადებას გულისხმობს. ნათლიები ის პიროვნებები არიან, რომლებიც  ეკლესიის წინაშე ვალდებულებას იღებენ, იზრუნონ ნათლულებზე და განამტკიცონ ისინი რწმენაში. ჟურნალ ,,ნათლიის" სტუმარია, "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას" ექიმი ექოსკოპისტი ბატონი ვლადიმერ კახაძე.

- ბატონო ვლადიმერ, როდის დაიწყო თქვენი მართმადიდებლური ცხოვრება?
- ამას დიდი წარსული აქვს. იმ დროს დავიბადე, როდესაც ათეისტური საზოგადოება კომუნიზმისთვის ემზადებოდა. ბებიამ გამზარდა და მანვე ჩამომაყალიბა ღვთისმოშიშ, მართმადიდებელ ადამიანად. არ მახსოვს ბებიას ლოცვის გარეშე დაეძინა. ის, ყოველ ღამე, უფალს ჩვენს თავს ავედრებდა, ხოლო გაღვიძებისას მადლობას უხდიდა. ბებიაჩემი, იმ ოჯახის შვილი გახლდათ, რომელსაც ათეისტურმა საზოგადოებამ, სარჩო-საბადებელი წაართვა, თუმცა მასში რწმენა ვერ ჩაკლა. ის ყოველთვის მასწავლიდა, რომ ავის ქმნით ზიანს საკუთარ თავს მივაყენებდი, რადგან უფალი ყველაფერს ხედავს.

26-09-2013, 14:20

ავტორი

გიორგი გაბაშვილი

რას  „გვიმესიჯებენ“  საპრეზიდენტო  კანდიდატები
2013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობის სურვილი   საკმაოდ ბევრმა პირმა გამოთქვა.დროისათვის „ცესკომ“, უკვე 23 სუბიექტი დაარეგისტრირა.  საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 სექტემბერია და ოფიციალურად იხსნება საარჩევნო კამპანია, თუმცა ,,კამპანია“ რეალურად დიდი ხანია დაიწყო.
27 ოქტომბერს, საქართველო, რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის „მანქანები“, უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდნენ. მომავალ პრეზიდენტს უფრო შეკვეცილი უფლებები ექნება, ვიდრე დღევანდელს, (აღმასრულებელ  ხელისუფლებას, პარლამენტს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს და სხვ.)   თუმცა პრეზიდენტობის სურვილის 54-მდე პირმა გამოთქვა, მათგან 23 ,,ცესკომ“, უკვე დაარეგისტრირა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არიან - ქართლოს ღარიბაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე, ავთანდილ მარგიანი, მიხეილ-გელა სალუაშვილი და სხვ.
პრეზიდენტობის სურვილს ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალა გამოთქვავს. საპარლამენტო უმცირესობიდან, ,,ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატია - დავით ბაქრაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი. სწორედ  ეს ორი მიიჩნევიან მთავარ პრეტენდენტებად, თუმცა რეიტინგების მიხედვით, შანსი  „დემოკრატიული  მოძრაობა - ერთიანო საქართველო“-ს ლიდერს  ნინო ბურჯანაძესაც აქვს.

25-09-2013, 14:24

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ზაზა სიხარულიძე: როცა სიყვარულის ასაკი დგება, გული სხვანაირად ძგერს
ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი, ბატონი ზაზა სიხარულიძე წლების წინ გავიცანი. მაშინ, აბიტურიენტი, ჟურნალისტობაზე მეოცნებე, პატარა გოგო ვიყავი.   მან, 1989 წელს, ,,ღვთისშვილთა კავშირი“ დაარსა, რომელიც დღესაც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს. ,,ღვთისშვილთა კაშირმა“ , არაერთი საჭირო რეფორმა გაატარა, ინვალიდთა საზოგადოების სასიკეთოდ. მაგრამ გარდა ამ დეტალებისა, ბატონი ზაზას ცხოვრებიდან ბევრი რამ არის უცნობი. მას ინტერვიუს ჩამოსართმევად სტუმრად ვეწვიე.
- ბატონო ზაზა გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ინვალიდი, ცერებრალური დამბლით დაავადებული გახლავართ, ეს მაინც საოცარი წლებია. არ ვიცი რა არის ჯანსაღი ცხოვრება, თუმცა როცა ჯანმრთელი ადამიანი დაინვალიდდება, ის უფრო განიცდის თავის გაჭირვებასა და დაბრკოლებებს, კომპლექსდება. ვიდრე ის ადამიანი, ვინც არ იცის რა არის სიჯანსაღე. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა, პირიქით. 1960 წელს, ქალაქ ბათუმში დავიბადე. 1964 წლიდან კი თბილსიში ვცხოვრობ. კარგად მახსოვს, ის საოცარი დამოკიდებულება, რასაც, ჩემს მიმართ მეგობრები და მეზობლები ამჟღავნებდნენ. მათ გარეშე პიროვნება ვერ შევდგებოდი.
ბავშვობიდან მიყვარდა, წერა-კითხა, ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, დღიურებს. განათლებას ვიღებდი, რადგან კარგად ვიცოდი, რომ საზოგადოებაში ჩემი ადაფტაციისთვის საჭირო განათლება იყო. ჩვეულებრივი სკოლა დავამთავრე, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი რეაბილიტაციისათვის.

25-09-2013, 13:39

ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დავით თ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დავით თ-მ, 1993 წელს დაბადებული თ.ა. ოჯახისთვის ზიანის მიყენების მუქარით, ყვარლიდან თბილისში ჩამოიყვანა, პირადობის მოწმობა და ტელეფონი გამოართვა და განუცხადა, რომ მას მამაკაცებისათვის სექსუალური მომსახურება უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დავით თ-მ თ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და მუდმივი მუქარის ქვეშ აიძულებდა ბარ „თენექ“-ში მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, ხოლო მათ მიერ გადახდილ თანხას მთლიანად ითვისებდა.
გამოძიება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე (სსსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

23-09-2013, 16:28

თარგმნა

მზია კევლიშვილმა

შეიძლება თუ არა, რომ პენსიაზე გასვლა  თქვენი ჯამრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს?!
2003 წელს, ექიმი ჰერი პროსენი, ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯიდან, ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 71 წლის ასაკში, მას ეს გეგმაში არ ჰქონია.

ახლა, 83 წლის პროსენი, კვლავ ხვდება პაციენტებს და კონსულტაციებს ატარებს, რიგი ორგანიზაციებისთვის. ცოტახნის წინ მან განიხილა 600 გვერდიანი ხელნაწერი მეგობრისთვის. ის, ასევე რეგულარულად კითხულობს სამედიცინო ჟურნალებს, რადგან სურს აქტიური ცხოვრების წესი შეინარჩუნოს.

ეს არ არის მხოლოდ სამუშაოს სიყვარული, რომელიც პროსენს კვირაში 30 საათს ართმევს. ის ამ საქმეში შრომის სიყვარულს გამოხატავს. ის ფიქრობს, რომ
თუ მთლიანად შეწყვეტს მუშაობას, ასე  აუცილებლად დაიღუპება.
მას შეუძლია ყოველთვის აკეთოს რაიმე, სანამ ცოცხალია. რიგი კვლევები აჩვენებს, რომ პენსიაზე გასვლა ცუდია თვენიი ჯამრთელობისთვის.

2013 წლის მაისში, ლონდონის ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედით, პენსიაზე გასვლა 40 % -მდე ზრდის შანსებს დეპრესიის, ხოლო გაიზარდა ალბათობა იმისა, რომ 60% -ში მინიმუმ ერთი დიაგნოზი, ფიზიკური სისუსტის, გამოწვეულია პენსიაზე გასვლით.

გაბრიელ სალგრენი, დირექტორი კვლევის ცენტრის და IEA -ს ანგარიშის ავტორი, იმ ფაქტმა განაცვიფრა, თუ რამდენად შეუძლია პენსიაზე გასვლამ შეარყიოს ადამიანის ჯამრთელობა. ის აკვირდებოდა 9.000 ადამიანს, 11 ევროკავშირის ქვეყნის მაშტაბით და აღმოაჩინა, რომ საზღვრებს მიღმაც, ადამიანების ჯამრთელობა, პენსიზე გასვლის  გამო ზიანდება.

23-09-2013, 15:50

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა
რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ფაქტია, რომ ნარკომანია ჩვენი ეპოქის ტრაგედიაა. ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების  ნაწილი, აკრძალული ნაყოფის სიგემრიელის პრინციპით უდგება ამ საკითხს და ვერ ხვდება, თუ როგორი ცუდი შედეგის მომტანია, მათთვის ეს - „აკრძალული ხილი“.
ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის რეამინატოლოგს ბატონ ილია ოქროჯანაშვილს გავესაუბრეთ.
- ბატონო ილია, რას იტყვით ზოგადად ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით?
- ნარკომანიის პრობლემა უხსოვარი დროიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ფსიქოტროპული მოქმედების, სპეციალური ნივთიერებები აღმოაჩინეს,  ამას ზოგი  „კაიფისთვის“, ზოგი კი სამკურნალოდ იყენებს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მას ფატალური შედეგი მოჰყვება. პრაქტიკულად, ეს არის ხალხი,  რომლებიც წამალდამოკიდებულნი არიან, რაც მათში მენტალური სტატუსის შეცვლას იწვევს. ამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება დეგრადირებას განიცდის. ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ერთჯერადი ,,ჩხვლეტის“ სანაცვლოდ სიამოვნება მიიღონ.

23-09-2013, 13:56

ავტორი 

მეგი მაჭარაშვილი

კაცი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა... საქართველოდან -იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სტუდია  „გუთანი“-ს  ახალი ფილმის „არაჩვეულებრივი"-ის ჩვენება გაიმართა.

„არის ადამიანი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა. როდესაც პილიგრიმებზე მუშაობა დავიწყეთ და ეს ადამიანი გავიცანით, ფილმი შინაარსობრივად სულ სხვანაირად წარიმართა. მივხვდით შემოქმედებით ინდივიდთან გვქონდა საქმე. აზრი მოგვაწოდა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ამიტომ მოგიწვიეთ აქ, რათა სიყვარულის დღესასწაული მოვაწყოთ.“ - განაცხადა რეჟისორმა.

20-09-2013, 20:35

ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, 1970 წელს დაბადებული ვახტანგ კობახიძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, 1953 წელს დაბადებული აკაკი დანელია ამხილეს. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია.

20-09-2013, 12:40



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა