შემოგვიერთდით facebook-ზე
ზაზა სიხარულიძე: როცა სიყვარულის ასაკი დგება, გული სხვანაირად ძგერს
25-09-2013, 13:39  /  ნახვა: 4950

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი, ბატონი ზაზა სიხარულიძე წლების წინ გავიცანი. მაშინ, აბიტურიენტი, ჟურნალისტობაზე მეოცნებე, პატარა გოგო ვიყავი.   მან, 1989 წელს, ,,ღვთისშვილთა კავშირი“ დაარსა, რომელიც დღესაც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს. ,,ღვთისშვილთა კაშირმა“ , არაერთი საჭირო რეფორმა გაატარა, ინვალიდთა საზოგადოების სასიკეთოდ. მაგრამ გარდა ამ დეტალებისა, ბატონი ზაზას ცხოვრებიდან ბევრი რამ არის უცნობი. მას ინტერვიუს ჩამოსართმევად სტუმრად ვეწვიე.
- ბატონო ზაზა გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ინვალიდი, ცერებრალური დამბლით დაავადებული გახლავართ, ეს მაინც საოცარი წლებია. არ ვიცი რა არის ჯანსაღი ცხოვრება, თუმცა როცა ჯანმრთელი ადამიანი დაინვალიდდება, ის უფრო განიცდის თავის გაჭირვებასა და დაბრკოლებებს, კომპლექსდება. ვიდრე ის ადამიანი, ვინც არ იცის რა არის სიჯანსაღე. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა, პირიქით. 1960 წელს, ქალაქ ბათუმში დავიბადე. 1964 წლიდან კი თბილსიში ვცხოვრობ. კარგად მახსოვს, ის საოცარი დამოკიდებულება, რასაც, ჩემს მიმართ მეგობრები და მეზობლები ამჟღავნებდნენ. მათ გარეშე პიროვნება ვერ შევდგებოდი.
ბავშვობიდან მიყვარდა, წერა-კითხა, ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, დღიურებს. განათლებას ვიღებდი, რადგან კარგად ვიცოდი, რომ საზოგადოებაში ჩემი ადაფტაციისთვის საჭირო განათლება იყო. ჩვეულებრივი სკოლა დავამთავრე, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი რეაბილიტაციისათვის.

ზაზა სიხარულიძე: როცა სიყვარულის ასაკი დგება, გული სხვანაირად ძგერს
- რა პრობლემებს აწყდებოდით ცხოვრების გზაზე, თქვენი ფიზიკური მდგომარეობის გამო?
- ბავშვობაში განსაკუთრებულს არაფერს. ეს უფრო გარდატეხის ასაკში, როცა სიყვარულის ასაკი დგება და გული ხვანაირად ძგერს.
-როგორი იყო თქვენი სტუდენტობა?
-სტუდენტობაც იგივე, თავიდანვე სერიოზულად ვიყავი განწყობილი სწავლის მიმართ. წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღმოსავლეთმცოდნეოის მიმართულებით, სემიტური ენების სპეციალისტი გახლავართ.
- სიყვარულზე ვისაუბროთ, თქვენს ცხოვრებაში, არის ერთი მთავარი ქალბატონი - ნონა კენჭუაშვილი, როგორ შეხვდით ერთმანეთს?
-,,ღვთისშვილთა კავშირი“, რომ დავაარსეთ, ოფისი იმელის შენობაში გვქონდა. შემდეგ, გადასვლა სოც-უზრუნველყოფის შენობაში მოგვიწია. ამ მომენტში გავიცანი ნონა, მაშინ 23 წლის გოგო იყო, რომელიც სოც-უზრუნველყოფის მინისტრის თანაშემწე და ასევე, კოლეგიის მდივანი იყო. ისინი ჩვენი იქ გადასვლის წინააღმდეგნი აღმოჩდნენ. ნონა ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იყო, მოგვივიდა კონფლექტი. იმდენად სერიოზული, რომ ის ცრემლებამდე მივიყვანე. აქედან დაიწო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც, შემდეგ ურთიერთობები ნელ-ნელა დათბა. როცა კარგად გაგვიცნეს ყველა გვერდში დაგვიდგა მისი ჩათვლით. დროსთან ერთად, დიდი იყვარულიც მოვიდა. ის იყო სრულიად ჯანმრთელი ადამიანი და არანაერი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ერთად ვსეირნობდით რუსთაველზე, დავდიოდით თეატრში, ოპერაში. მერე სიყვარულიც ავუხსენი და დავოჯახდით.
- თქვენ მამა გახდით, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად პატარა გიორგი აიყვანეთ ხელში?
-ეს იყო საოცრება, ასეთი ლამაზი ბავშვი არ მინახავს, პირდაპირ ანათებდა.

ზაზა სიხარულიძე: როცა სიყვარულის ასაკი დგება, გული სხვანაირად ძგერს
- როგორი მამა ხართ ბატონო ზაზა?
- გიორგი ჩემი სიბერის შვილია... ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ხმის აწევა. გიორგი არ იმსახურებს სხვაგვარ მოქცევას, გარდა ცივილიზებული ურთიერთობისა. გიორგი სწავლითაც კარგად სწავლობს, გვინდა თავისუფალ მოქალაქედ და ღირსეულ მამულიშვილად გავზარდოთ.
- წლების წინ, თქვენ ,,ღვთისშვილთა კავშირი“ დაარსეთ,  რა პრობლემების გადაჭრა მოახერხეთ და რა წინააღმდეგობების გადალახვა გიწევთ ახლა?
- მაშინ, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. შეიკრიბა თანამოაზრეთა ჯგუფი,რომელიც ფიქრობდა, რომ 9 აპრილის შემდეგ დაწყებული რადიკალიზაცია, ეროვნულ მოძრაობაში, კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანდა,რაც შემდეგ დადასტურდა.
ვფიქრობდით, რომ ჰუმანისტური მიმართულება ყოფილიყო ეროვნულ მორაობაში. მოგვივიდა აზრად, რომ შეგვექვნა ,,ინვალიდთა ასოციაცია“, მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ პენსიების გაზრდა მოგვეთხოვა, ჩვენ ვთქვით, რომ ინვალიდები კი ვართ, პირველ რიგში გვინდა ერის შვილები ვიყოთ. ყოველთვის მოწინავე პოზიციებში ვიყავით.  ჩვენ ბოლო კონსტიტუციის შემუშავებაშიც მონაწილეობა გვაქვს მიღებული, რომლიც 1995წლით თარიღდება. მე და ნონა პარლამენტის წევრებიც ვიყავით, სადაც შევიტანეთ პირველი კანონი, ინვალიდთა სუციალური დაცვის შესახებ. დღემდე, ბევრი პროექტია განხორციელებული. ერთი პერიოდი მოგვიწია შეჩერება, რადგან მოხდა კატასტროფა და ჩვენი ძველი შენობა დაინგრა. თუმცა პრემიერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წყალობით ფართი გამოგვიყვეს და ისევ ვაგრძელებთ საქმიალობას.  ჩვენი იდეაა, შეიქმნას ინვალიდთა ფონდი ცალკე, რომელიც იფუნქციონირებს პრერ მინისტრის ქოლგის ქვეშ. საქართველოში, ორი ათასზე მეტი ინვალიდია, უნდა შეიცვალოს მიდგომა ინვალიდთა მიმართ. უცილებელია პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა იყოს, არა მარტო პარლამენტში; სასამართლოში, გამგეობაში და საერთოდ ყველა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს ადამიანი აუცილებლად ინვალიდი უნდა იყოს, თორემ ამ პრობლემას სხვა ვერ გაითავისებს. ეს იქნება არამარტო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არამედ დასაქმებაც.
- რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
- გეგმები გრანდიოზულია, მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ვითარება. მაგრამ დაფინანსების საკითხი მწვავედ დგას.
- პრემიერი რას გპირდებათ?
- ასეთი პრემიერი საქართველოს დღემდე არ ჰყოლია, ძალიან სათუთი დამოკიდებულება აქვს ჩვენი პრობლემების მიმართ. ცუდია, რომ პოლიტიკიდან მიდის.  თუმცა სასიხარულოა, რომ სათავეში არასამთავრობო სექტორს ჩაუდგება.
- რა არის თქვენი ნატვრა? 
- მინდა, გამთლიანებული საქართველო ვიხილო - ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა