შემოგვიერთდით facebook-ზე
ბრალდებული „დეზომორფინის“ გამოყენებისთვის ხელახლა სამართლდება
28-09-2013, 15:36  /  ნახვა: 1779

ავტორები

ვერიკო ბუბუტეიშვილი

თეო აბროლიანი

მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძის თავმჯდომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გოჩა დავითელაშვილის ბრალეულობა განიხილა, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, წარმოება, შენახვის, გადაგზავნის ან გასაღების ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილი იყო განსასჯელის მიერ არაერთგზის და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე.

ადვოკატ ბელა თალაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ელოდებოდა პირს, რომელსაც კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება, ე.წ. „დეზომორფინი“,პირადი მოხმარებისათვის უნდა მიეყიდა. პატრულმა ადგილზე მოახდინა ბრალდებულის დაკავება. განსასჯელი არ აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მისი ხელის ანაბეჭდი იყო, რაც პატრულის თანამშრომლებმაც დაადასტურეს. ადვოკატმა ჩვენთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ განსასჯელი, იგივე ქმედებაზე ადრეც იყო ნასამართლევი, რაზეც საპროცესო შეთანხმება 2000 ლარის გადახდის შემდეგ შედგა. იგი ერთ წლიან პირობით სასჯელს მოიცავდა. ამ შემთხვევიდან, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ბრალდებულმა, იგივე ქმედება ჩაიდინა.

ქალბატონ ბელას თქმით, ახლა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ვეღარ მოხერხდა,  რადგან დანაშაული ჩადენილია რამდენიმეჯერ. განსასჯელი, ამჟამად პატიმრობაშია, მან სასამართლო პროცესზე ბრალეულობა აღიარა.

არსებული საქმის განსახილველად პროცესი, 2013 წლის 7 ოქტომბრამდე გადაიდო.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა