შემოგვიერთდით facebook-ზე
შეიძლება თუ არა, რომ პენსიაზე გასვლა თქვენი ჯამრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს?!
23-09-2013, 15:50  /  ნახვა: 2438

თარგმნა

მზია კევლიშვილმა

2003 წელს, ექიმი ჰერი პროსენი, ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯიდან, ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 71 წლის ასაკში, მას ეს გეგმაში არ ჰქონია.

ახლა, 83 წლის პროსენი, კვლავ ხვდება პაციენტებს და კონსულტაციებს ატარებს, რიგი ორგანიზაციებისთვის. ცოტახნის წინ მან განიხილა 600 გვერდიანი ხელნაწერი მეგობრისთვის. ის, ასევე რეგულარულად კითხულობს სამედიცინო ჟურნალებს, რადგან სურს აქტიური ცხოვრების წესი შეინარჩუნოს.

ეს არ არის მხოლოდ სამუშაოს სიყვარული, რომელიც პროსენს კვირაში 30 საათს ართმევს. ის ამ საქმეში შრომის სიყვარულს გამოხატავს. ის ფიქრობს, რომ
თუ მთლიანად შეწყვეტს მუშაობას, ასე  აუცილებლად დაიღუპება.
მას შეუძლია ყოველთვის აკეთოს რაიმე, სანამ ცოცხალია. რიგი კვლევები აჩვენებს, რომ პენსიაზე გასვლა ცუდია თვენიი ჯამრთელობისთვის.

2013 წლის მაისში, ლონდონის ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედით, პენსიაზე გასვლა 40 % -მდე ზრდის შანსებს დეპრესიის, ხოლო გაიზარდა ალბათობა იმისა, რომ 60% -ში მინიმუმ ერთი დიაგნოზი, ფიზიკური სისუსტის, გამოწვეულია პენსიაზე გასვლით.

გაბრიელ სალგრენი, დირექტორი კვლევის ცენტრის და IEA -ს ანგარიშის ავტორი, იმ ფაქტმა განაცვიფრა, თუ რამდენად შეუძლია პენსიაზე გასვლამ შეარყიოს ადამიანის ჯამრთელობა. ის აკვირდებოდა 9.000 ადამიანს, 11 ევროკავშირის ქვეყნის მაშტაბით და აღმოაჩინა, რომ საზღვრებს მიღმაც, ადამიანების ჯამრთელობა, პენსიზე გასვლის  გამო ზიანდება.

პენსიაზე გასვლის პირველ წელს, ჯამრთელობა რეალურად უმჯობესდება ,,მშვენიერია სამსახურისგან მცირედი დასვენება" - განაცხადა მან, მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ, პენსიონერთა ფსიქიკური და ფიზიკური პირობები უარესდება.

სხვა კვლევებმაც ანალოგიური შედეგები აჩვენა. 1992 -2005 წლებს შორის, პენტლის უნივერსიტეტის პროფესორი დავალ დავე, 12.000 ამერიკელს აკვირდებოდა და აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რამდენიმე სახის ავადმყოფობას პენსიაზე გასვლიდან 6 წლის განმავლობაში განიცდის. ამ შემთხვევაში, .ჰიპერტენზია, გულის დაავადება, ინსულტი და ართრიტი კი ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებებია. დავმა განაცხადა, რომ ადამიანის პენსიაზე გასვლის შემდეგ, იზრდება დეპრესიის ალბათობა.

მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ასაკი განსხვავებულია, ქვეყნების მიხედვით -ჩინეთში მამაკაცები პენსიაზე გადიან 60 წლის ასაკში, ინდოეთში 60-დან 65 წლამდე, ნორვეგიაში კი საპენსიო ასაკი, დაახლოებით 76 წლამდე მერყეობს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ადამიანის გონებრივი და ფიზიკური პრობლემები პენსიაზე გასვლის შემდეგ უარესდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გახვალ პენსიაზე 65 წლის თუ 76-ის .

დამნაშავეები.

თუ ეს სოციალური ურთიერთქმედება გაქრება, თქვენ მარტოსულობის განცდა დაგეუფლებათ, განაცხადა სალგრენმა. მისი აზრით, შემოსავლის შემცირება გავლენას ახდენს ჯამრთელობაზე. ის ადამიანი, ვინც ნაკლებ ფულს აკეთებს, ყიდულობს იაფფასიან საკვებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ისინი ექიმთან უნდა წავიდნენ, იმდენად ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მაგალითად, მერი პეტერსონს არ სჭირდება იმის თქმა, თუ რამხელა ზიანს აყენებს პენსიაზე გასვლა ადამიანის ჯამრთელობას, რადგან ის ცხოვრობს საზოგადოებაში, რომელშიც მეტი წილი პენსიონერია და უშუალოდ ხედავს უმუშევრობის შედეგს.

"მას შემდეგ, რაც ადამიანები სამუშაოს ტოვებენ, მათმა უმრავლესობამ არ იცის რა გააკეთოს, ხოლო ეს ყველაფერი იწვევს ჯამრთელობის გაუარესებას. ჩემს ქირურგ მეგობარს, პენსიაზე გასვლიდან ორი თვის შემდეგ ინსულტი დაემართა" - განაცხადა პეტერსონმა.

პეტერსონის ქმარმა სტრესული სამუშაო 55 წლის ასაკში მიატოვა. 4 წლის შემდეგ, მას კიბო დაუდდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავადმყოფობის მიზეზი პენსიაზე გასვლა არ არის, უმუშევრობამ მთლიანად მოიცვა მისი გონება. ,,ჯამრთელობა სასაცილო რამაა ," - აღნიშნა პეტერსონმა .

მისმა ქმარმა დაამარცხა ავადმყოფობა და ახლა, 66 წლისაა. პეტერსონის განცახდებით, მისი მეუღლე სამუშაოს დაკარგვის  შემდეგ არ დარჩენილა სახლში. მისი აზრით, სწორედ ამან შეუწყო ხელი, მისი ქმრის ფიზიკურ და გონებრივ გაუმჯობესებას. მან გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება დაუთმოს სიმღერას. ის შეუერთდა მომღერალთა გუნდს და ვარჯიშობს ყოველდღე. პატირსონს სჯერა, რომ სიმღერა დაეხმარება მას სიცოცხლის შენარჩუნებაში.

ფსიქიატრმა პროსენმა თავის მეგობრებსა და ნაცნობებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ ყველაზე ჯამრთელები ისინი არიან, ვინც უმუშევრად დარჩენის შემდეგაც განაგრძნობენ მუშაობასა და აქტურ ცხოვრებას.

სალგრენი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, ადამიანები უფრო დიდხას ცხოვრობენ, ვიდრე როდესმე. ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 80 წელს აღწევს. ეს 10 წლით მეტია 1960 წელთან შედარებით. ასე, რომ ნაკლები მიზეზია იმისა, რომ პენსიაზე ადამიანი 65 წლის ასაკში გავიდეს.

სალგრენი არ გირჩევთ, იქამდე მუშაობას, სანამ თქვენს მაგიდასთან არ დაიღუპებით, მაგრამ მისი აზრით,  მოხუცებულებმა არ უნდა მიატოვონ სამუშაო. დაკავებული სამუშაო საათები სიცოცხლის უკეთესი  ალტერნატივაა, ვიდრე თავისუფლება პენსიაზე გასვლის შემდგომ.

მიუხედავად იმისა, რომ პროსენს ყოველდღე შეუძია შეწყვიტოს მუშაობა, ის მაინც განაგძობს პაციენტების მიღებას და ამას იქამდე აპირებს, სანამ ავადმყოფობა არ აიძულებს მას  მუშაობის შეწყვეტას.

,,ავადმყოფობას შეუძლია მაიძულოს პენსიაზე გასვლა, მაგრამ ვიმედოვნებ ეს არასდროს მოხდება ", - აღნიშნა პროსენმა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა