შემოგვიერთდით facebook-ზე
,,იმედის ხელი“ საზოგადოების თანადგომას ელის
26-09-2013, 16:38  /  ნახვა: 2310

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
მძიმე სნეულებით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად, საქველმოქმედო ფონდი ,,იმედის ხელი“, 2010 წლის 9 თებერვალს, დაფუძნდა. მას დღემდე, არაერთი საქველმოქმედო კონცერტი აქვს ჩატარებული; ღონისძიებები, გამოფენა-გაყიდვები, სამედიცინო გამოკვლევები. ფონდი, ასევე, გეგმავს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს, კეთილი ადამიანებისა და კომპანიების დახმარებით.
იგი არაერთი საქველმოქმედო აქციით, უამრავ ადამიანს დაეხმარა.
ფონდის დაფუძნება, პირად ტრაგედიასთან არ ყოფილა დაკავშირებული, გვეუბნება, საქველმოქმედო ფონდ ,,იმედის ხელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი დავით დურგლიშვილი. თუმცა ფონდის მეორე დამფუძნებელს, ზურაბ ნატრიაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. იგი განსაკუთრებული უნარის მქონე პიროვნებაა (არ გამოვიყენებ სიტყვას - ინვალიდი).
მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშვალებით გაიცნეს. დავითმა გაიგო, რომ ზურაბს სამკურნალოდ ფინანსური დახმარება სჭირდებოდა.  დავითმა, მისთვის საქველმოქმედო ვებ-გვერდი შექმნა. სასურველი თანხა ვერ შეგროვდა,  თუმცა საზოგადოების მხრიდან უდიდესი გამოხმაურება და ამ ფონდის დაარსებაც მოჰყვა. მათი სლოგანია: ,,გადავარჩინოთ სიცოცხლე“, რადგან მათ შეხება აქვთ ადამიანებთან, რომლებიც სიკვდილს ებრძვიან.
დავით დურგლიშვილი: რატომღაც, ზოგი ბიზნესმენი ქველმოქმედებისთვის თანხის გაღებას ერიდება, რადგან მრავალი საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების არსებობის გამო, ნდობის ფაქტორი დაბალია. საქველმოქმედო ფონდი ,,იმედის ხელი“, მარათონის გამართვას მომავალშიც აპირებს, რომელიც უფრო მაშტაბური და სანახაობრივი იქნება. ფონდს, დღეს, გარკვეული სახის პრობლემებიც აქვს,როგორიცაა დაფინანსებისა და საოფისე ფართის უქონლობა. ფართის მოძიების შემთხვევაში, ,,ტაოპრივატ“ ბანკი დაგვპირდა, რომ საოფისე ინვენტარს გადასცემს ფონდს. მაგრამ ოფისი არ გვაქვს და ეს პრობლება, ისევ პრობლემად რჩება.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა