ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ლევან რუსია: მეშინია მუსიკალური გემოვნება უკან არ წავიდეს და ფანდურზე არ შევრჩეთ
ამბობენ, ჯაზი ელიტისთვის განკუთვნილი მუსიკააო, ფაქტია, ამ მიმდინარეობას ყველა ვერ უსმენს და ვერ იგებს მის ხიბლს. ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, თუ როგორ უსმენენ იმპროვიზაციის ამ ჟღერადობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კავკასიაში ჯაზურმა მუსიკამ 60-იან წლებშივე მოიკიდა ფეხი. ეს ალბათ იმპროვიზაციის იმ დონემ განაპირობა, რომელიც ქართულ სიმღერაშია ჩადებული და ამით თავისებურ სიახლოვეს ამჟღავნებს ჯაზთან. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ მხრივ მეტად განათლებული საზოგადოება არსებობს, რომელიც ფართო ასპარეზზე არ ჩანს. ვინ უსმენს დღეს ჯაზს საქართველოში და რა პირობებია საჭირო მისი განვითარებისთვის, ამ თემებზე ქართველ ჯაზ მუსიკოსს, ლევან რუსიას ვესაუბრეთ...
-ლევან, როგორ შემოვდა ჯაზი შენს ცხოვრებაში?
ავტორი
ნათია რევაზიშვილი
თბილისში კასკადიორთა ხელოვნების სკოლა ,,დაცუტი“ გაიხსნება
ასწლეულების წინ, საქართველოში, უკვე არსებობდა ბრძოლის ხელოვნება, რომელიც საკმაოდ დახვეწილი იყო და საუკუნეების მანძილზე იმდენად განვითარდა, რომ თითოეული ქართველის ცხოვრების წესსაც კი განსაზღვრავდა. შერკინების სხვადასხვა სახეობა, ოსტატობის დონის ერთგვარი მაჩვენებელი იყო. ერთი საუკუნის წინ, კინოს დაბადებასთან ერთად, გაჩნდა „კასკადიორობის“ ხელოვნება, რომელიც კინემატოგრაფიასთან ერთად განვითარდა . მისი ძირითდი მისიაა შეასრულოს ფილმში დუბლიორის სახე, რომელიც რთულ „ტრიუკებთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხელოვნების ეს დარგი, იმდენად განვითარებულია, რომ რისკის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო შესრულების ხარისხი უმაღლესია. ადამიანი არ უნდა დაშავდეს და „ტრიუკი“ მაღალ დონეზე შესრულდეს. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც კინო ინდუსტრიაზეა მიბმული. მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მომზადებას და ინტენსიურ ვარჯიშს.
დღეს მსოფლიოში არსებობს კულტურული მოთხოვნილებები ამ სფეროს მეტად განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, აღმოსავლური ბრძოლები, სწორედ კინოს გამოყენებით გამოიტანა ასპარეზზე ცნობილმა მსახიობმა - ბრიუს ლიმ, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ის ჯეკი ჩანმა ჩაანაცვლა. სწორედ ეს ორი მსახიობი და კასკადიორი გახდა ამ სფეროს მიმდევრებისთვის მისაბაძი. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით არაერთი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩაბმული ამ სფეროში.
ჩემი დღევანდელი სტუმარი დავით ხუბუა ერთდროულად ეუფლება „კასკადიორის“ და რეჟისურის ხელოვნებას, ამავე დროს გადაღებულია არა ერთ ფილმში, სადაც ეპიზოდურ როლებს ასრულებს, თუმცა აღიარებს, რომ მისთვის დუბლიორობა უპირატესია და უახლოეს მომავალში, ამ ხელოვნების განვითარებისთვის „კასკადიორთა“ სკოლის გახსნას აპირებს...
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
გიორგი ეგნატაშვილი: ჩემთვის უმთავრესი სიმართლით ცხოვრებაა
4 წელი სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. დამთავრების, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, სადაც პროფესიონალურ მხატვრობას დაეუფლა. სიონთან არსებულ სამრევლო სკოლაში ოთხმოცამდე მოწაფე ჰყავდა, რომელთაც ხატწერას ასწავლიდა. ამბობს, რომ ხატწერა მისი სიცოცხლის წყაროა, ყოველი ნამუშევრის დასრულებას ბრძოლა მოჰყვება, რის შემდეგაც თავს გამარჯვებულად გრძნობს.
– რამდენი წელია ხატმწერი ხართ და დაახლოებით რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
– 17 წლის წინ, ხატმწერმა ლაშა კინწურაშვილმა საპატრიარქოში წამიყვანა, მაშინ უწმინდესი პირველად ვნახე. იმ პერიოდში ლაშას დამხმარე ვიყავი, მისი ცხოვრების წესი მომეწონა, მივხვდი, რომ სულიერად, მოწოდებით ხატმწერი უნდა ვყოფილიყავი.15 წელია ხატებს ვწერ, 10 წელი იქნება დამოუკიდებლად ტაძრების მოხატვა დავიწყე. შეიძლება ითქვას ხატწერის კანონიკიდან დაწყებული, ყველაფერი ლაშამ მასწავლა. რაც შეეხება ნამუშევრებს, 700–800 ხატი მაქვს შექმნილი, ბევრი საზღვარგარეთ არის, ნაწილი ტაძრებში შეწირული.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
გოგა ჩანადირი: უპირატესობას პროფესიაზე მეტად ადამიანურ ფასეულობას ვანიჭებ
ცნობილი და წარმატებული ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ფოტოგრაფობა მოუწევდა. ამბობს, რომ ბოლომდე ამ სფეროში დარჩენას არ აპირებს, დღემდე, მისთვის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება წერაა.
გოგა ჩანადირთან ინტერვიუს ჩაწერამდე, მის მეგობარს ხელოვნებათმცოდნე – ლალი გელაშვილს ვესაუბრე: „პირველ რიგში გოგა ადამიანია, ადამიანების პატივისცემას ყოველთვის წინა პლანგზე აყენებს, ბუნებით ნოვატორია. მის შეეხება რაც პროფესიონალიზმს, ჩემთვის ფოტოგრაფიაში იგი აღმოჩენა იყო. ძალიან მოწესრიგებული პიროვნებაა, მის გამოფენას რომ დავესწარი ძალიან გამიკვირდა - გეგმა ზომიერებიდან ამოვარდნილი ფოტოები დავინახე. საერთოდ კარგი ხელოვანი არავის უნდა ჰგავდეს, ასეთია გოგა, ბევრჯერ ნანახში დაიჭერს ისეთ კადრს, რომელიც არ განმეორდება. წელიწადის სხვადასხვა დროს იცველაბა ბუნება, გოგა მთელი წელი პერიოდულად აკვირდება ამას და იღებს იმ კადრს, დაჭერილი წამები კი ფოტოებში ცოცხლდება. ის შედევრებს ქმნის, მილიონი ფოტოდან ამოვიცნობ მის ნახელავს.“
ავტორი
ეკა რევაზიშვილი
დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი, ახლახანს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი ,,ქართული ელიტის" მკითხველისთვის, ახალ თანამდებობაზე თავისი გეგმების შესახებ საუბრობს, ყველა კითხვას ჩვეული ექსპრესიით პასუხობს და აცხადებს, რომ მისი უწყების დაწესებულებებში დევნის დაწყებას, თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ განთავისუფლებას არ აპირებს, თუმცა გასული წლების გამო ,,ვიღაცამ რაღაც უნდა იგრძნოს".
- რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ, როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, წინამორბედი მინისტრისაგან?
- მთლიანად აფხაზეთის კულტურას და განათლებას უნდა უხაროდეს, რომ დღეს მე ვარ მინისტრი. შეიძლება ეს ვიღაცას ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ეგონოს ჩემი მხრიდან, მაგრამ ჩვეულებრივი და მისაღებ-დასაშვები ნათქვამია.
- რას გულისხმობთ, მოდი უკეთესად ავუხსნათ მკითხველს?
ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
არავინ იცის, დღეს ვინ უკეთესი პატრიოტია, ვინ მეტად ღირსეული, მაღალი ზნეობის ან მორალის მატარებელი. ამ ყველაფერს დრო და ისტორია უკეთ შეაფასებს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც სრულიად უსამართლოდ, პოლიტიკური რეჟიმის გაუმართლებელი წნეხის შედეგად, დაკარგეს საკუთარი შემოქმედების რეალიზებისთვის საუკეთესო წლები. ერთ-ერთი მათგანი ყველასათვის კარგად ნაცნობი, უნიჭიერესი მომღრალი, ქალბატონი ირმა სოხაძე გახლავთ. მიუხდავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში, თითქმის არც ერთ კონცერტზე და გადაცემაში არ მიუწვევიათ, ამბობს: „არ ვნანობ, რომ სიმართლის თქმის გამო მდევნიდნენ, რადგან უარყოფითი რეცენზია იმ ადამიანებისგან, ვინც შენთვის მიუღებელია, სასიამოვნოც კია...“
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ესტუმრა „ქართული ელიტა“ ქალბატონ ირმას, თუმცა სიამოვნებით გავიხსენეთ განვლილი წლებიც. გაგვანდო, თუ როგორ შეიძლება შეუთავსო ადამიანობა, პროფესია და ოჯახი ერთმანეთს, ისე ჰარმონიულად, რომ სამივე ღირსეულად შეინარჩუნო და არც ერთი არ დაზარალდეს. გავეცანით სასიამოვნო სიახლეებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს მომღერალი.
ავტორი
გიორგი გაბაშვილი
როგორ აშინებს ზურაბ აბაშიძე აფხაზ სეპარატისტებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე (რამდენიმე დღის წინ) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და აბაშიძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა აბაშიძის მოხსენებით გაიხსნა. მან ისაუბა იმ შედეგებზე, რაც მისი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის - კარასინის შეხვედრებმა მოიტანა.
„ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოსთვის რუსული ბაზრის გახსნა, ვაკონკრეტებ, სრულად გახსნილია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, რუსეთის ბაზარი არის პოლიტიკური მექანიზმი და არის გარკვეული ბიზნეს რისკები, ასე რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ მეწარმეებმა, უღირთ თუ არა გარისკვა“ - აღნიშნა აბაშიძემ.
აბაშიძემ ამის შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა:
- ბატონო ზურაბ რამდენად ელოდებით პუტინის რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დათმობებს?
- ამაზე პასუხი არც მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. ჩემი და ბატონი კარასინის შეხვედრები, საქართველოსა და რუსეთის პირველი დიპლომატიური კავშირია, 2008 წლის შემდეგ. არის თემები რაზეც ლაპარაკი არ გვქონია, მაგალითად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა. შევთანხმდით, რომ - ვერ შევთანხმდით. ასევე საზღვრის გადმოწევის საკითხიც სრულად იგნორირებულია რუსეთის მხრიდან, კარასინი პირდაპირ მიგვითითებს, რომ ველაპარაკოთ ამ საკითხზე ოსებს და არა რუსეთს, რომელიც მათივე თქმით არაფერ შუაშია.
ავტორი
ეკო რევაზიშვილი
,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია
ქართული ხალხური ცეკვა ჩვენი კულტურის ერთგვარი საგანძურია, დღესდღეობით მსოფლიო ხალხთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. ეს კი ძველი და თანამედროვე ქორეოგრაფების მიერ ყოველდღიურად ჩატარებული დიდი და ნაყოფიერი შრომის შედეგია.
ნათია ალფაიძე: ჩვენ მხოლოდ საკუთარს ვქმნით, არავის არაფერს ვპარავთ, არ ვბაძავთ. ,,სამა"-ში ყველაფერი ,,სამასეულია"-აცხადებს სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ ,,სამას" ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე.
- როდის და როგორ შემოვიდა ცეკვა თქვენს ცხოვრებაში?
- ცეკვა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. მე-4 სკოლაში ვსწავლობდი, როცა შემოვიდა ლამაზი წყვილი - ნინო ტურიაშვილი და რომიკო ტატიშვილი, ბავშვებს არჩევდნენ. იმის გამო, რომ მაღალი ვიყავი მოვეწონე და ამიყვანეს. აქედან დაიწყო ყველაფერი. თანდათან იმდენად გაიჟღინთა ჩემში ცეკვის სიყვარული, რომ გაგრძელება მომინდა. ორი წელი ვცეკვავდი მათთან. შემდეგ უკვე გადავწყვიტე სუხიშვილების სტუდიაში მეცადა ბედი. ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ქალბატონმა ნინო კირვალიძემ თავის ჯგუფში ამიყვანა. ის სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო … 5 წელი ვისწავლე ამ სტუდიაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე. მისაღებ გამოცდაზე ბატონ თენგიზ სუხიშვილს მოვეწონე და მირჩია მათ ანსამბლში მეცეკვა, მაგრამ იმის გამო, რომ დასწრებულზე მინდოდა სწავლა ანსამბლ ,,როკვაში" შევედი, … სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მივხვდი ცეკვა რამხელა შრომას მოითხოვდა. შემდეგ უკვე, როდესაც მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადავწყვიტე სწავლისთვის ცეკვაც შემეთავსებინა და სუხიშვილების ანსამბლში გადავედი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 თვის და ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.
2013 წლის 11 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
ქვეყნის მასშტაბით
2013 წელს:
შსს-მ ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამუკა ჩ. და 1990 წელს დაბადებული დავით პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულებმა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტიდან სამშენებლო იარაღი და მასალები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ქურდობამდე 2 დღით ადრე მამუკა ჩ-მ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯემალ პ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაბა ჯვარში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ პ. აღიარებს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო აწარმოებს.
იუსტიციის სახლის შესაკეთებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
როგორც ცნობილია, 3 დეკემბერს 15 საათისთვის თბილისის იუსტიციის გარე სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა.
საბედნიეროდ, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. მოხდა შენობის ევაკუაცია, ხოლო პერიმეტრს ახლაც იცავს პატრული გარე სახურავის იმ ადგილებში, რომელთა უსაფრთხო ხასიათიც ჯერ ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის.
3 დეკემბრის ღამეს, თბილისში ჩამოფრინდა იტალიური კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც შენობის სახურავის მშენებლობაში მონაწილეობდა. მან იუსტიციის მინისტრთან ერთად ინციდენტის ადგილი დაათვალიერა და სახურავის კონსტრუქციის შეფასებით სამუშაოებს შეუდგა. ეს სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და მათი დასრულების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.
მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (ე.წ. უკანა ხაზი) მუშაობა არ შეუწყვეტიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბეჭდვითმა ცენტრმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო, საჯარო რეესტრის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით, ამ სსიპ-ის პერსონალი სხვადასხვა შენობაში გადანაწილდა. არც ერთ ამ სსიპ-ს დაგვიანებული სამუშაო არ აქვს.