შემოგვიერთდით facebook-ზე

ავატარი

 

ავტორი

ლევან გელაშვილი

 

,,ავატარი" კომერციული მაშტაბების და არა მხატვრული ღირსების გამო კინო ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ მაღალ ბიუჯეტიან და ეფექტების კუთხით საეტაპო ფილმად. თუმცა არ იფიქროთ რომ ფილმის მხატვრულ დონეს ვაკნინებდე, პირიქით ის სულაც არ ჩამოუვარდება და ღირსეული გამგრძელბელია ჰოლივუდის მსგავსი მეგაპროექტებისა, რომელიც მილიონობით მაყურებელს აღაფრთოვანებს. ეს ზუსტად ის არის რაზეც გათვლას აკეთებდნენ რეჟისორი და მარკეტოლოგები. საბატიბუტო ფილმი, პოპოკორნით ხელში დაჯდები სავარძელში და დიდ ეკრანზე 3D ეფექტებით ნახავ სანახაობის კუთხით უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ფილმს, რომელიც მოგწყვეტს არსებულ რეალობას და ორი საათით დაგავიწყებს ყველა ამქვეყნიურ პრობლემას. მარილიანი პოპკორნით გამშრალ ყელს კი კოკა-კოლათი გაისველებთ. ,,ავატარი" იმ ტიპის ფილმების რიგში გადის, რომლის ყურების დროს აღფრთოვანებული მაყურებელი წამოიძახებს: რა მაგარი გადაღებაა. ეს არის კინო, სადაც შინაარსთან ერთად გამომსახველობითი მხარეც თანაბრად მნიშვნელოვანია. ხშირად კი შინაარსზე მეტად ვიზუალზეა აქცენტი გადატანილი. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1994 წელს ჯეიმს კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის ,,ტიტანიკის“ დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა.

6-02-2013, 11:16

ბულგარეთი, ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა, ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

5-02-2013, 19:50

ევროპის ერთა თასი რაგბში: ბელგია 13:17 საქართველო 

 

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის წლევანდელი ერთა თასის გათამაშება ბელგიასთან სტუმრობით დაიწყო. მილტონ ჰეიგის გუნდს დივიზიონის დებიუტანტთან პაექრობა გაუჭირდა და მხოლოდ 4 ქულით - 17:13 მოიგო. პირველი ტაიმში ბელგიელებმა 10:3 იმარჯვეს.

„ძალიან რთული მატჩი გვქონდა: მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ და კინაღამ დავისაჯეთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება და მომდევნო თამაშებში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ," - განაცხადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ჩვენი გუნდის პირველი ლელოს ავტორმა მამუკა გორგოძემ.

4-02-2013, 12:57

ლევან ყიფიანმა მოჭიდავეები სამინისტროში მიიღო 

 

31 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს ლევან ყიფიანმა მოჭიდავეები სამინისტროში მიიღოსათათბირო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს - ლუკა კურტანიძეს, მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

4-02-2013, 12:50

ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა თბილისის ტურნირი მოიგო

2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოში ევროპის ღია პირველობას უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების გარდა ტურნირში იაპონიის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, კანადის, ირანის, სომხეთის, ავსტრალიის, ლიტვის, ჰოლანდიის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ლატვიის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ყაზახეთის, თურქეთის, სლოვენიის, ახალი ზელანდიის, ისრაელის და სერბეთის პირველი გუნდები მონაწილეობდნენ.

 

(იხილეთთამუნაყულუმბეგაშვილისფოტოგალერეაევროპისძიუდოსკავშირის (EJU) ოფიციალურვებ-გვერდზე)
საქართველოს ეროვნული ნაკრები თითო წონით კატეგორიაში 4-4 სპორტსმენით გამოვიდა. ირაკლი უზნაძის რჩეულმა ძიუდოისტებმა წლის პირველი დიდი შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შედარებისთვის: შარშან ქართველმა ფალავნებმა თბილისის ტურნირზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

4-02-2013, 12:33

გაღმა ნაპირი _ 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

 

ავტორი

ლევან გელაშვილი

 

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ რეალობის სხვადასხვა ასპექტს შორის, ხედვის სხვადასხვა წერტილს რომ შეესაბამება, არსებობს ერთი ასპექტი, რომელიც დასაბამს აძლევს ყველა დანარჩენს და თვითოეულ მათგანში იგულისხმება (ბერგსონი). გიორგი ოვაშვილის ფილმში `გაღმა ნაპირი~ ბავშვის თვალით დანახული რეალობაა ასახული. ფილმში ხედვის ის წერტილ ცენტრია, რომელიც ყველა დანარჩენის საფუძველია და ყველაფერში იგულსიხმება. ესაა ყველაზე გულწრფელი და უმანკო განცდა რეალობისა. ფილმი დატვირთულია სევდიანი ემოციებით, მძიმე სოციალური ყოფის ამსახველი კადრებით, რომელიც ზედმეტი დრამატიზმის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჩვენებს ბავშვის ოცნებასა და ტკივილს. როდესაც ეს `საფუძველი~ – ულმობელი გარემო, იმდენად იძარცვება რომ გმირი, ბავშვობას, სახლს და მამას ვეღარ იბრუნებს ხუჭავს თვალებს. ბავშვის დახუჭული თვალები რელევანტური რეაქციაა ცვალებად გარემოზე, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდებათ ამ ფილმის ნახვის შემდეგ.

4-02-2013, 11:50

თამთა ცხვიტავა: ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონებიავტორი

თეონა კენჭიაშვილი

 

დიდი ხანი არ არის, რაც მომღერალი თამთა ცხვიტავა ფართო საზოგადოებაში გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლიდან მღერის და ყოველთვის მუსიკით იყო დაკავებული. წლების განმავლობაში, ძირითადად ბარში მღეროდა. იცოდა, ბარის გარდა უფრო მეტი არეალი იყო საჭირო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ამას თავისით ვერ შეძლებდა. თამთას ამ მხრივ ძალიან გაუმართლა, იგი ახლადგახსნილმა ხმის ჩამწერმა სტუდია _ ,,ბრავო რეკორდსმა" აღმოაჩინა და ამ სტუდიის პირველი სახეც გახდა. მომღერალი, ამჟამად ძალიან დაკავებულია, მუშაობს ახალი სიმღერების ჩაწერაზე და პერიოდულად კონცერტებსაც მართავს. აღსანიშნავია, რომ თამთა ცხვიტავა საკმაოდ განსხვავებულ სტილში მღერის, იგი სპეციფიური ხმისა და ტემბრის პატრონია, როგორც თავად აღნიშნავს, ეს ზოგს მოსწონს და ზოგს _ არა, თუმცა იმედი აქვს, რომ სამომავლოდ მისი მსმენელთა რიცხვი გაიზრდება. 

- თამთა, რა ასაკიდან მღერით?

- ორი წლიდან ვმღერი, ანუ მთელი ცხოვრება; საბავშვო ბაღში, სკოლაში, სოხუმის ბავშვთა ინტერნაციონალურ კაპელაში, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ძლიერი ბავშვთა გუნდი იყო, სკოლის ანსამბლში.  ძალიან მუსიკალური ოჯახი მაქვს, დედას კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ჩვენს სახლში ყველა მღეროდა და არავის გაჰკვირვებია, რომ სიმღერის ნიჭი მეც აღმომაჩნდა. სხვა ბავშვებისგან განსხვავებული ტემბრი მქონდა, უბრალოდ კი არ ვმღეროდი, არამედ ხმაც მქონდა გამორჩეული.

1-02-2013, 14:45

თინათინ ხიდაშელი: მე ვემორჩილები ქართველი ხალხის არჩევანს...!

 

 

ავტორი

ნინო ბოლქვაძე

 

ვაშა! საგარეჯოს ნამდვილი, გამოცდილი პოლიტიკოსი ეყოლება პარლამენტში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებიდან - არასამთავრობო სექტორიდან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ მოდის და კარგად იცის ხალხის გასაჭირი, პრობლემები...

 

საქართველოს სოფლის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, მათ ძირითად პრობლემას უწყლოობა და უგაზობა წარმოადგენს. ხალხი, იმედით ელოდება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს, სჯერათ, რომ საქართველოს ბედი კეთილღეობისკენ შემობრუნდება... 

ჟურნალი ,,ქართული ელიტა" საგარეჯოს მაჟორიტარ კანდიდატს, ქალბატონ თინა ხიდაშელს ესტუმრა და რაიონის პრობლემებზე ესაუბრა: სჯერა, რომ სამართლიანობა იზეიმებს, თვითონ კი  მზადაა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

- ქალბატონო თინა, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საგარეჯოს სოფლები და რამდენად მძიმეა მოსახლეობის სოციალური პირობები?

- საგარეჯოს მსგავსად პრობლემები, საქართველოს, თითქმის ყველა სოფელშია.  მე ახლა არ დამიწყია რეგიონებში სიარული, 2007 წლიდან ყველა კუთხე ფეხით მაქვს შემოვლილი.  საგარეჯოში გავიზარდე, ზაფხულს ყოველთვის აქ ვატარებ... 40 წლის განმავლობაში, რაიონში არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩემი ბავშვობის დროს,  სოფელში გზა და წყალი არასოდეს ყოფილა, არც ახლაა. მხოლოდ, 2010 წლის არჩევნებამდე, გაიყვანეს მილები და წყალი მოსახლეობას, მხოლოდ ორი თვე მიეწოდებოდა. ამიტომ, ახლა უპირველესად, მოსაგვარებელი წყალი და გაზია. გარდა ამისა, სოფლებში არ დადის ტრანსპორტი და ბავშვებს სკოლამდე, ექვსი კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, ამიტომ ხშირად, ზამთარში, სკოლაში ვერ დადიან. განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომ 6-12 წლის ასაკის ბავშვებში, წერა-კითხვის უცოდინარობის დონემ საგრძნობლად მოიმატა, სწორედ ამითაა განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი  ხსნა, განათლებული თაობაა. 

- ხელისუფლება გვპირდება, რომ არჩევნები სამართლიანი, დემოკრატიული და გამჭირვალე იქნება, ,,ქართული ოცნების" ლიდერები კი პირიქით, ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში ჩატარების საშუალება არ ეძლევათ. 

- მე, არ ვეკუთვნი, იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც წუწუნებენ, პრობლემებს თვითონ ვუმკლავდები.

- ანუ გაყალბების შიში არ გაქვთ?თინათინ ხიდაშელი: მე ვემორჩილები ქართველი ხალხის არჩევანს...!

1-02-2013, 13:38

კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...

ავტორი

ნინო კერატიშვილი

ჭიდაობა ქართველებისთვის ტრადიციული და პოპულარული სპორტის სახეობაა. სწორედ ისტორიულ ფესვებზე აღმოცენდა ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. საუკუნეებია, კახეთის კოლორიტს სხვა კომპონენტებთან ერთად ჭიდაობა წარმოადგენს. აბა, ვინმეს თუ წარმოუდგენია კახეთი ვენახის, მთების, წყაროების და სახელგანთქმული მოჭიდავეების გარეშე. ასევე, წარმოუდგენელია, ბავშვი კახეთში იზრდებოდეს და ჭიდაობის მადლს არ ეზიაროს. ვერც 15 წლის ჭაბუკი, კობა მჭედლიშვილი ასცდა წინაპართა მიერ გაკვალულ გზას. 

22-24 ივნისს, მონტენეგროს ქალაქ ბარში ჭიდაობის ციებ-ცხელება იყო, სადაც ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. 46 ქვეყნის საუკეთესო ჭაბუკი სპორტსენები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. საქართველოს სახელით სხვა ჩვენს სპორტსმენებთან კობა მჭედლიშვილიც გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ მან არც ერთი შეხვედრა არ დათმო და ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი. აეროპორტში დახვედრილ ჟურნალისტებს მხოლოდ ორი სიტყვით უპასუხა  - ``სამშობლოს მივუძღვენი``... უფრო დაწვრილებით ამ ჩემპიონატის შესახებ თავად გვესაუბრება:

- კობა, როგორ მოემზადეთ ევროპის ჩემპიონატისთვის?

1-02-2013, 13:07

შარლ აზნავური: მეამაყება, რომ ახალციხის შვილი ვარ...

საფრანგეთის ერთ-ერთმა საყვარელმა ცჰანსონიეს ნამდვილმა მაესტრომ, შარლ აზნავურმა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, რვაასზე მეტი სიმღერა ჩაწერა. მისი შემოქმედებითი ალბომებიდან კი 100 მილიონი დისკი გაიყიდა.

Chahnour Varinag Aznavourian 1924 წლის 22 მაისს, საფრანგეთში გაქცეული, სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. Dდედა მსახიობი იყო, მამა - ბარიტონი, რომელიც რესტორანში მღეროდა. ჩარლზმა თავისი სიმღერის შესრულებისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. მალე პირველი, მცირე პოეტური კრებულიც გამოსცა - ,,ტოდდლერ". თუმცა ბოლოს, მაინც სიმღერამ და ცეკვამ გაიტაცა. იყო დრო, როცა ფულის გამოსამუშავებლად გაზეთებსაც კი ჰყიდდა.

შარლ აზნავური  თავის პირველ თეატრალურBპიესაზე - "ემილ და დეტექტივები" და ფილმებზე, რამდენიმე წელი მუშაობდა, თუმცა სკოლა საბოლოოდ, მაინც მიატოვა და სამოგზაუროდ წავიდა. მოიარა  სხვადასხვა ქვეყანა, როგორც მომღერალმა და მოცეკვავემ, დაათვალიერა საფრანგეთი, ბელგია... ასევე, მოგზაურობდა და ცხოვრობდა თეატრალურ დასთან ერთად, ბოჰემურად. მათ ბევრი ერთობლივი კონცერტი და ნომერი ჰქონდათ, ამიტომ მალევე გახდნენ პარიზის საყვარელი მომღერლები და პოპულარობა კანადაშიც მოიპოვეს.

1-02-2013, 12:26

ბექა ურჯუკაშვილი: რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილია

 

ავტორი

ნინო ბოლქვაძე

 

გადმოცემის თანახმად, რაგბი 1823 წლის 7 აპრილიდან არსებობს, სწორედ ამ დღეს, ინგლისის ქალაქ რაგბიში (სახელწოდებაც აქედან მოდის), 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, ფეხბურთის თამაშის დროს, ბურთს ხელი დასტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა. მართალია, ეს ვერსია დღესათვის, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია... 

ჩვენი რუბრიკის მთავარი გმირი, საფრანგეთში მოღვაწე, ახალგაზრდა რაგბისტი ბექა ურჯუკაშვილია. ამბობს, რომ რამდენიმე წელში საქართველოს სერიოზული დონის ჩემპიონატი ეყოლება, დაგვპირდა, რომ სამომავლოდ, აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და სპორტულ კარიერას აქ გააგრძელებს.

- ბექა რაგბით რამდენი წლიდან დაინტერესდი?

- ექვსი წლიდან აქტიურად ვვარჯიშობ.  ჯანმრთელობის გამო, ერთი-ორი წელი პაუზა მქონდა, თუმცა სერიოზულად არ შევფერხებულვარ.

- თქვენს სპორტულ კარიერაში, რა როლი შეასრულა ბიძათქვენმა, მალხაზ უჯუკაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია?

- თავიდან რაგბით არ დავინტერესებულვარ, კარატეზე დავდიოდი. შემთხვევით ერთ-ერთ ვარჯიშზე მივედი და იმ დღიდან რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

- რომ არა რაგბი?

1-02-2013, 12:04

სოფო თვაური: ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი

 

ავტორი

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

 

გემოვნებიანი მუსიკოსი სოფო თვაური, მართალია ლატვიაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს წარმოჩენისთვის იღწვის... ის ლატვიაში, ერთ პატარა და ლამაზ ქალაქ ლგავაში დაიბადა. მშობლები - თემურ თვაური და მაია ნავროზაშვილი არიან. ცხრა კლასი ლატვიაში დაამთავრა, იქვე სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში და კოლეჯში. მეხუთე წელია სწავლას ლონდონში აგრძელებს, წელს კი მაგისტრატურის სტუდენტიც გახდა. იმედია, ორ წელში, უკვე მაღალ საფეხურზე მდგომი მუსიკოსი იქნება.

- სოფო, როდის დაიწყო შენი სამუსიკო კარიერა?

- მუსიკალური კარიერა საქარ­თველოში დავიწყე, სადაც ორ წელი­წადში ერთხელ ჩამოვდიოდით. ჩემი დეიდაშვილი პიანინოზე უკრავდა და მახსოვს, ხუთი წლის ასაკში მშობლებს მეც მუსიკალურ სკოლაში შეყვანა ვთხოვე. შემდეგ ჩამოსვლაზე, დეიდაშვილმა (ხატია ტერუნაშვილმა) პატარა ნაწარმოების დაკვრა მასწავლა. როცა ჩემი მშობლები ლატვიიდან თბილისში ჩამოვიდნენ (მე აქ დამტოვეს ნათესავებთან), პატარა სიურპრიზი დავახვედრეთ: მათ, გვერდით ოთახიდან მუსიკის ხმა ესმოდათ, ეგონათ ხატია უკრავდა და როცა გაიგეს მე ვიყავი, გადაწყვიტეს, როგორც კი ლატვიაში დავბრუნდებოდით (სექტემბერში ექვსი წლის ასაკში), მუსიკალურ სასწ­ავლებელში შემიყვანდნენ. ასეც მოი­ქცნენ, ორი წლის შემდეგ კი ვიოლონჩელოზე გადავედი.

- და რატომ ვიოლონჩელო, რა იცოდი ამაზე შვიდი წლის ასაკში?

- თვითონ სიტყვამ დამაინტერესა – ვიოლონჩელო. ჩვენი ოჯახის მეგობარი მუსიკალურ კოლეჯს ამთავრებდა. მეხუთე კურსზე (ადრე კოლეჯი ხუთ კურსიანი იყო) ბაკალავრის ხარისხი უნდა დაეცვა და ერთი მოსწავლე მოემზადებინა, გადაწყვიტა _ ეს მე ვყოფილიყავი, მეც დავთანხმდი. ისე კარგად მომამზადა, რომ გამოცდის მერე ვიოლონჩელოს სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. 2012 წლის ივლისის თვეში, ლონდონში ,,Royal College of Music,, ბაკალავრის სერთიფიკატი მივიღე. ახლა მაგისტრატურას გავდივარ. მაგრამ ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი სკოლა, მაინც სცენაა... 

- ვინ გეხმარებოდა მუსიკის შესწავლაში, ეს ხომ ურთულესი და ძალიან შრომატევადი პროფესიაა?

31-01-2013, 16:04



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა