საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის წლევანდელი ერთა თასის გათამაშება ბელგიასთან სტუმრობით დაიწყო. მილტონ ჰეიგის გუნდს დივიზიონის დებიუტანტთან პაექრობა გაუჭირდა და მხოლოდ 4 ქულით - 17:13 მოიგო. პირველი ტაიმში ბელგიელებმა 10:3 იმარჯვეს.
„ძალიან რთული მატჩი გვქონდა: მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ და კინაღამ დავისაჯეთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება და მომდევნო თამაშებში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ," - განაცხადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ჩვენი გუნდის პირველი ლელოს ავტორმა მამუკა გორგოძემ.
სხვა შეხვედრებში რუსეთმა შინ ესპანეთს სძლია 13:9, რუმინელებმა კი პორტუგალიელებს სტუმრად 13:19 აჯობეს. მეორე ტურში, 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები პორტუგალიელებს დაუხვდება, ბელგია ესპანეთს უმასპინძლებს, რუმინეთი კი რუსეთს.
2 თებერვალი, 2013. ევროპის ერთა თასი. ბელგია, ბრიუსელი, ეიზელი. 4000
ბელგია 13:17 (10:3) საქართველო
ბელგია: 15.ალენ ვილიამსი, 14.ელიოტ ფან-ტრაპენი, 13.ტიბო ანდრე, 12.გიომ ბრებანი (23.კევინ დამსი 73), 11.გიომ პირონი (23.კევინ დამსი 72), 10.კარლოს ფიერო, 9.ჟიულიან ბერჟე (22.სებასტიენ განსი 70); 1.ჟიულიენ მასიმი (18.რაფაელ ოლივე 44), 2.ნორმან ვენდე (17.ალექსის კუფოლო 79), 3.მაქსიმ ჟადო, 4.მატიო ფერსხელდენი, 5.სირილ ნანა (18.ჩარლი ფურნო 64), 6.ტომას დემოლდერი (18.ჩარლი ფურნო 48, 6.ტომას დემოლდერი 49, 17.ალექსის კუფოლო 55, 20.მიქაელ დემოლდერი 64), 7.ენდრიუ ნილი (კაპ.), 8.ჟულიენ მორელი (25.ალენ მირიალაკისი 10)
მწვრთნელი: რიშარ მაკქლინტოკი (საფრანგეთი)
ლელო: ალენ მირიალაკისი (25)
გარდასახვა: ალენ ვილიამსი (24)
2 ჯარიმა: ალენ ვილიამსი (39, 43)
1 სინბინი: ნორმან ვენდე (51)
1 გაძევება: მაქსიმ ჟადო (3)
საქართველო: 15.ბექა წიკლაური (22.ლაშა ხმალაძე 77), 14.ალექსანდრე თოდუა, 13.დავით კაჭარავა, 12.მერაბ შარიქაძე, 11.თამაზ მჭედლიძე, 10.მერაბ კვირიკაშვილი, 9.გიორგი ბეგაძე; 1.მიხეილ ნარიაშვილი (17.დავით ხინჩაგიშვილი 58), 2.შალვა მამუკაშვილი (16.რევაზ ბელქანია 60), 3.დავით ქუბრიაშვილი, 4.გიორგი ჩხაიძე, 5.კონსტანტინე მიქაუტაძე (19.შალვა სუთიაშვილი 60), 6.ვიქტორ კოლელიშვილი, 7.მამუკა გორგოძე, 8.დიმიტრი ბასილაია (18.ლევან ჩილაჩავა 10)
სათადარიგოები: 20.ბექა ბიწაძე, 21.ვაჟა ხუციშვილი, 23.გიორგი ფრუიძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
2 ლელო: მამუკა გორგოძე (50), ლევან ჩილაჩავა (71)
2 გარდასახვა: მერაბ კვირიკაშვილი (50, 72)
1 ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი (79)
1 სინბინი: ვიქტორ კოლელიშვილი (38)
1 გაძევება: დავით ქუბრიაშვილი (3)
მსაჯი: მატეო ლიპერინი (იტალია)
ასისტენტები: ფილიპო ბერტელი, ენრიკო ძუკი (ორივე იტალია)
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-რუსეთი, ბელგია-ესპანეთი
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო, ესპანეთი-რუმინეთი, პორტუგალია-ბელგია
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი, პორტუგალია-რუსეთი, ბელგია-რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი-საქართველო, ესპანეთი-პორტუგალია, რუსეთი-ბელგია
მასალა მოგვაწოდა
http://msy.gov.ge-მა