შემოგვიერთდით facebook-ზე

ლეგენდა

1924 წელს ბიჭმა, რომელიც ომში მიდიოდა, ველოსიპედი ხეს მიამაგრა. ბიჭი ომიდან ვეღარ დაბრუნდა. მისი ველოსიპედი კი დღესაც უცნაურად ამ ხეშია შეზრდილი. ეს ამბავი კუნძულ ვაშონში მოხდა.

 

14-05-2013, 22:08

ქალაქი სადაც 14 ადამიანი ცხოვრობს

,,ჩივიტა დი ბანორეჯოს" მოედანი,  შუა საუკუნეში  ციხე-ქალაქი იყო. მას ახლა "მომაკვდავ" ქალაქად იხსენიებენ, სადაც 14 ადამიანი ცხოვრობს. ჩივიტა მთის მწვერვალზე დაგებული ქალაქია, იქ მოხვედრა კი მხოლოდ ხიდის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელსაც ,,ეშმაკის ხიდს" ეძახიან.

 

14-05-2013, 22:00

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

იზა ვეფხვაძე: ისინი ჩემს სულში სახლობენ და ყველაფერს მიადვილებენ

მსახიობმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის (ახლანდელი ილიას) უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,  (პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც), ხარაგაულის რაიონულ გაზეთში, ჟურნალისტად და პასუხისმგებელ მდივნად დაიწყო მუშაობა. გარკვეულ პერიოდში პედაგოგიურ-აღმზრდელობით გაზეთს "აღმზრდელს" გამოსცემდა,  10 წელზე მეტი ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი იყო, შემდეგ კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის უფროსი. იგი რვა წიგნის ავტორია.

მასთან გასაუბრების სურვილი, გოდერძი ჩოხელის ხსოვნის საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გამიჩნდა, რომლის წამყვანი და ორგანიზატორიც იყო. 

იზა ვეფხვაძე: 1995 წელს, როდესაც საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ლიტერატურული თეატრი ჩამოვაყალიბე, სულ მალე თეატრს სახალხო თეატრის წოდება და დიდი ქართველი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა, რომელიც ხარაგაულის ბიბლიოთეკასთან   დღემდე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონდა, ჩემი დიდი სურვილია, თეატრმა არსებობა განაგრძოს იმ რაიონში, სადაც დაარსდა და პირველი საღამოები გამართა. ძალიან მძიმე წლებში, სამოქალაქო ომისა და სიდუხჭირის პერიოდში, ჩვენს სპექტაკლებს ასეულობით ადამიანი სტუმრობდა; მწერლები, საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები და უკვირდათ, რომ იქ სიცოცხლე დუღდა.

14-05-2013, 21:44

ამერიკელი მკვლევარები ფიქრობენ, რომ სარკოფაგში მწოლიარე ლენინი ნამდვილად მოძრაობდა  

ორი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ამოუცნობი ვიდეო მასალა, რომელზეც აშკარად ჩანს, სარკოფაგში მწოლიარე ლენინი, როგორ წევს მარცხენა ხელს ზემოთ, წინ მოიწევს მთელი სხეულით და ისევ ეცემა... 

29-04-2013, 15:16

ქალმა 42 წელი კომაში გაატარა

მაიამიში, 59 წლის ედუარდა ო’ბარა დიაბეტური, რომელიც 16 წლიდან სულ კომაში იყო, 42 წლის მანძილზე არ გამოფხიზლებულა.

აღსანიშნავია, რომ ედუარდას თვალები გამუდმებით ღია ჰქონდა, თუმცა ვერ აზროვნებდა: მას არც საუბარი ესმოდა, ვერც ხედავდა და ვერც გარე სამყაროს აღიქვამდა. 

კომაში ჩავარდნამდე, ო’ბარამ უკანასკნელად დედას მიმართა: ,,შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ",- თქვა გოგონამ. დედამ თხოვნა შეუსრულა და 35 წელი, კეი ო’ბარამ, ქალიშვილის საწოლთან გაატარა. მის დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავდა, უვლიდა და დღეში, მხოლოდ 90 წუთს უთმობდა საკუთარ თავს, რათა ეჭამა და აბაზანა მიეღო

29-04-2013, 14:49

ავტორი

დიანა ოვანესიანი

,,პეტროს ადამიანის" სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი 150 წლისაა 

1850 წელს გიორგი ჩმშკიანი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელმაც ნიჭიერი მსახიობები იპოვა და სამსახიობო გუნდი შექმნა. გიორგი ჩმშკიანმა, გაბრიელ სუნდუკიანთან ერთად სომხური თეატრი დაარსა. სუნდუკიანი სომეხი კლასიკოსი და დრამატურგია, რომლის სპექტაკლებს ქართულ თეატრში თამაშობდნენ: მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის თეატრი და სხვა.

სომხური თეატრი, ყოველთვის ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდა. ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ რეჟისორებთან, ისინი, ხშირად ესწრებიან ჩვენს სპეკტაკლებს, გვითხრა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა, რომელიც თეატრის და საკუთარ შემოქმედებაზე გვესაუბრა. 

არმენ ბაიანდურიანი: სკოლის დამთავრების შემდეგ, კლუბის მენეჯერად ვმუშაობდი, სადაც სპექტაკლებს ვდგამდი. სომხურ თეატრში სპექტაკლის დადგმა შემომთავაზეს, იმის მიუხედავად, რომ არ მქონდა სარეჟისორო დამთავრებული. შვიდი პიესა მაქვს დაწერილი და შვიდივე დაიდგა. თეატრიდან, რაღაც დროის განმავლობაში წავედი, როცა დაბრუნება გადავწყვიტე, სამხატვრო ხელმძღვანელად ამირჩიეს. 

29-04-2013, 14:12

სუპერმოდელი მირანდა კერი კომპანიიდან დაითხოვეს

სუპერმოდელი მირანდა კერი ,, Victoria's Secret“-ის ანგელოზთა სიაში აღარაა, მოდელი კომპანიიდან დაითხოვეს. მირანდამ უკვე გამოიმუშავა ერთი მილიონი დოლარი, მაგრამ სამ წლიანი კონტრაქტი არ განუახლეს. მირანდა 2013 წლის გრანდიოზულ, ტრადიციულ შოუში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ბრენდის სახე აღარ იქნება. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მიზეზი მირანდას ცუდი რეპუტაციაა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ორლანდო ბლუმის უმშვენიერესი მეუღლე ,,Victoria's Secret“-ის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და კომპანიისთვის დიდი ფული აღარ მოაქვს.

 

26-04-2013, 12:23

მსახიობი კიმ კეტროლი ორმოცწლიან დიეტაზეა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კიმ კეტროლი აცხადებს, რომ უკვე დაახლოებით 40 წელი დიეტაზეა, თუმცა 56 წლის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ არ კარგავს ,,სექსუალურის" ტიტულს. 

კეტროლმა, რომელმაც სახელი ფილმში ,,სექსი დიდ ქალაქში" თამაშით გაითქვა, აღიარა, რომ წლებთან ერთად გარეგნობის შენარჩუნება ძალიან უჭირს. ,,ხშირად ვხუმრობ, რომ 1974 წლიდან დიეტაზე ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და ჩემი სხეული ბუნებრივად, ასეთი მოხდენილი არ არის, განსაკუთრებით ამ ასაკში. საკმაოდ კარგი მადა მაქვს", - განაცხადა მსახიობმა. 

26-04-2013, 12:16

108 წლის ქალიშვილი თავისი ცხოვრებით ამაყობს

კარლა მეიდმორი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალიშვილია, პრესის ფურცლებზე 2008 წელს გამოჩნდა, როცა აღიარა, რომ მას სულ ახლახანს 105 წელი შეუსრულდა, თუმცა სექსი არასოდეს ჰქონია.

კარლას, რომელსაც 2011წლის ოქტომბერში, 108 წელი შეუსრულდა, თქვა, რომ ძალიან დაკავებული იყო, ამიტომ ინტიმური ურთიერთობებისთვის არ ეცალა.ამ წლების განმავლობაში,  მას, რამდენჯერმე სთხოვეს ხელი, მაგრამ გათხოვებაზე უარს ამბობდა. კითხვები, მისი ორიენტციის შესახებ, ხშირად ისმებოდა, თუმცა იგი უარყოფდა.

24-04-2013, 16:21

ნიკო ფიროსმანის შემოქმედება

ფიროსმანის სრული სახელი და გვარი - ნიკოლოზ ფიროსმანაშვილია, იგი 1856 წელს, საქართველოში, კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა.

მეგობრები მას ნიკალას ეძახდნენ, მისდამი მიძღვნილ ლექსებსა და პიესებშიც მოხსენიებულია, როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი.

ფიროსმანი, როგორც გენიალური შემოქმედი - ტანჯული სიმარტოვის, ლეგენდარული რომანტიული სიყვარულის, შემოქმედებითი წვით შეპყრობილი - მაგიურ ცნებად იქცა საქართველოსა, თუ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხატვრობას და რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას იცნობენ.

19-04-2013, 16:17

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

,,კამერტონი" პატრიოტული იდეების კვალდაკვალ 

ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდა, ერის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მისიაა. ილიას მოტივებზე აღზრდილი ახალგაზრდობა, სჭირდება, დღეს, ჩვენს სამშობლოს და მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომელნიც პატარებს ჩვენი საამაყო კლასიკოსების შემოქმედებას აზიარებენ. 

12 აპრილს, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმში, სტუდია "კამერტონის" აღსაზრდელებმა, კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მსმენელებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ილიასეული იდეა.  ახლა, როცა ყველაზე შირად გვაქვს სათქმელი: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?",  ნამდვილად გამონაკლისი და იშვიათი სიხარული იყო ის, რომ ჩვენმა პატარა მეგობრებმა  არაჩვეულებრივი განცდითა და სიყვარულით წარმოადგინეს ნაწყვეტები ილიას შემოქმედებიდან.

სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების მე -16 სკოლის, თეატრალურ-საესტრადო განყოფილების სტუდია "კამერტონის" ხელმძღვანელი თამუნა გვაზავა: სტუდია "კამერტონი", უკვე ექვსი წელია არსებობს.  სტუდიაში სამსახიობო ოსტატობა, ვოკალი, მეტყველება და ქორეოგრაფია ისწავლება, სადაც 4-დან 18- წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ.

19-04-2013, 15:55

ავტორი

ნინო ბოლქვაძე

ემიგრანტები და უმისამართო წერილი

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი...

იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან. არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც. ყველგან, სადაც კი თვალი და ფეხი მიუწვდათ, გულმა გაუწიათ. საითაც ვიღაც ეგულებოდათ, თვისტომიდან. არიან ალალბედზე წასულები, ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები. ზოგიც ღრმად დაფიქრების მერე წავიდა ბედის საძებნელად...

არიან ყველგან და ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიას ყოველდღიურად ეხებიან. ხეხავენ, აშენებენ - სძინავთ ხარაჩოებზე, იქაური შრომითა და ფიქრით გადაღლილებს, აქაურობაზე მონატრებულებს. სძინავთ, მაგრამ ,,ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილს ჰქვია ძილი. დილა იწყება დაღლილი სხეულითა და აჩქარებული გულისცემით. იწყება შიშით... ,,პატრონს" - ქალბატონს, ან ბატონს ,,რაღაც" არ მოეწონება, არც პოლიციელს მოუვა თვალში...

ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს, იქაური. კედლის მოშლილი საათივით წიკწიკებს და ჩერდება გონება, გადაღლილი... პროცენტის გადახდა გვიანდება, ბავშვის სწავლის ფულია გადასაგზავნი, დედის წამალია საყიდელი, მამის ორმოცი გადასახდელი... მეგობარსაც უნდა შეაშველო ხელი...

ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად, მტკივნეულად ბევრნი...

19-04-2013, 14:13



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა