შემოგვიერთდით facebook-ზე
ლევან ყიფიანმა მოჭიდავეები სამინისტროში მიიღო
4-02-2013, 12:50  /  ნახვა: 2142

31 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს სათათბირო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს - ლუკა კურტანიძეს, მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი -ზურაბ ზვიადაური და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელები - ზაზა თურმანიძე, ნუგზარ სხირელი და თემურ ბენდიანიშვილი, ასევე ედიშერ მაჩაიძე, მარლენ ოსიყმაშვილი და ლევან თედიაშვილი დაესწრნენ.

დახურული შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრები და ვეტერანი მოჭიდავეები მიიღო და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრობლემის დარეგულირების შესახებ ესაუბრა.

 

 

მასალა მოგვაწოდა

http://msy.gov.ge-მა

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა