შემოგვიერთდით facebook-ზე
ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა თბილისის ტურნირი მოიგო
4-02-2013, 12:33  /  ნახვა: 2627

2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოში ევროპის ღია პირველობას უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების გარდა ტურნირში იაპონიის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, კანადის, ირანის, სომხეთის, ავსტრალიის, ლიტვის, ჰოლანდიის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ლატვიის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ყაზახეთის, თურქეთის, სლოვენიის, ახალი ზელანდიის, ისრაელის და სერბეთის პირველი გუნდები მონაწილეობდნენ. (იხილეთ თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოგალერეა ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) ოფიციალურ ვებ-გვერდზე)

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები თითო წონით კატეგორიაში 4-4 სპორტსმენით გამოვიდა. ირაკლი უზნაძის რჩეულმა ძიუდოისტებმა წლის პირველი დიდი შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შედარებისთვის: შარშან ქართველმა ფალავნებმა თბილისის ტურნირზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.
ჩვენს გუნდს ერთადერთი ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა, რომელმაც შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. გადამწყვეტ შეხვედრაში ადამმა იაპონელი ტაკეში ოჯიტანი დაამარცხა.

„გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი. ზოგიერთმა ჩემი მოლოდინი გაამართლა, სხვებმა - ვერა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სწორი კურსი გვაქვს არჩეული. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ბიჭები მეტი წარმატებით იასპარეზებენ. რაც შეეხება პარიზის ტურნირს, საფრანგეთში წამსვლელთა ვინაობას უახლოეს დღეებში დავასახელებ," - განაცხადა ირაკლი უზნაძემ.

ტურნირის მსვლელობისას დიდი სპორტიდან გააცილეს პეკინის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს სამგზის (პირადი, გუნდური) და ევროპის ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ირაკლის მოოქროვილი ბიბლია გადასცეს.

ევროპის ღია პირველობის მედალოსნები
 (თბილისი, 2-3 თებერვალი)

2 თებერვალი
60კგ

1.შინჯი კიდო (იაპონია)
2.იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
3.პაატა მერებაშვილი (საქართველო) და ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66კგ

1.დმიტრი შერშანი (ბელარუსი)
2.ვაძიმ შოკა (ბელარუსი)
3.ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო) და 
იუიტო იოშიდა (იაპონია)

73კგ

1.საგი მუკი (ისრაელი)
2.იერტუგან ტორენოვი (ყაზახეთი)
3.ალექსეი ასტაფიევი (რუსეთი) და ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

3 თებერვალი

81
კგ
1.ტურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი)
2.ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
3.მამადალი მაჰდიევი (აზერბაიჯანი) და ასაფ ჩენი (ისრაელი)

90კგ

1.შეხმად მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
2.შაჰინ გაჰრამანოვი (აზერბაიჯანი)
3.ლაშა ტაველური (საქართველო) და 
სტანისლავ რეტინსკი (უკრაინა)

100კგ

1.ორ სასონი (ისრაელი)
2.ლაშა გურული (საქართველო)

3
.დავით ლორიაშვილი (საქართველო) და ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)

+100კგ

1
.ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2.ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)
3.გიორგი ზაქარიაძე (საქართველო) და 
რიუ შიჩინოე (იაპონია)

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

მასალა მოგვაწოდა

http://msy.gov.ge-მა

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა