შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

სოფო ხვიბლიანი   

როგორ აღმოჩნდა ნინა სუბლატი ბერას სტუდიაში?!

- როდის აღმოაჩინეს თქვენი ვოკალური მონაცემები, რომელ ჯგუფში მღეროდით და პირველად როდის დადექით სცენაზე?

- ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა მუსიკალურ ჯგუში არ ვყოფილვარ, მხოლოდ ბერას სტუდიაში დავდიოდი, სადაც უცხოელი მასწავლებლები ვოკალს და ქორეოგრაფიას გვასწავლიდნენ, რის შემდეგაც ,,საქართველოს ვარსკვლავში“ მოვხვდი. სცენაზე პირველად,  ფილარმონიაში, ამ კონკურსზე  ვიმღერე.

- ბერას სტუდიაში როგორ აღმოჩნდი?

- ,,კასტინგი" გამოცხადდა, ვიდეოზე გადაღებული ჩემი კადრები გავაგზავნე და ასე შემარჩიეს... 

- რაც საქართველოს ვარსკვლავი გახდით,  გაქვთ თუ არა ბერასთან ურთიერთობა?

28-07-2013, 13:12

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

ზაზა ურუშაძე: 21-ე საუკუნეში ფილმის ,,გააქრობას“ ვერ  წარმოვიდგენდი

ფილმები - ,,მათთვის ვინც მამამ მიატოვა“ და ,,აქ თენდება“, ქართველი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილია,  თუმცა ,,სამი სახლი“, ,,დარჩი ჩემთან“ და სერიალი ,,ცხელი ძაღლი“ ყველასთვის კარგად ნაცნობი და რეიტინგული. სერიალ ,,ცხელი ძაღლის“ ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა.  რატომ აკრძალური და სკანდალური?!  ამას ჩემი რესპოდენტი, საქართველოს კინო განვითარების ფონდის დირექტორი, კინო-რეჟისორი ზაზა ურუშაზე მოგვიყვება.

- როგორ გახდით რეჟისორი და რატომ აირჩიერთ ეს პროფესია?

- 16 წლის ვიყავი, სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომ ჩავაბარე და ქალბატონ ლანა ღოღობერიძის ჯგუფში მოვხვდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ კინოს გარეშე არ შემეძლო და მომავალში ეს საქმე უნდა მეკეთებინა.  

- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები კინოში...

28-07-2013, 12:50

ავტორი 

სოფიკო ხვიბლიანი

ვისი ესმის ნოდიკო ტატიშვილს ცხოვრებაში და სცენაზე?! 

ნოდიკო ტატიშვილი: უამრავი პროექტი იქნება და ბევრი ახალი სიმღერაც იქმნება ჩემთვის, მაგრამ ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს...

- ნოდიკო, ხალხი  ადრეც გიცნობდათ, როგორც ნიჭიერ მომღერალს, თუმცა ჯეოსტარმა ამ მხრივ მაინც დიდი როლი ითამაშა, კიდევ რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?

- ჯეოსტარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში, ცხოვრებაში საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება მომცა და სანაცვლოდ ხალხის სიყვარული მივიღე. მერწმუნეთ, ამაზე მთავარი მომღერლისთვის არაფერია. იმ სამმა თვემ  დიდი გამოცდილება მომცა. ძალიან კარგ მუსიკოსებთან მქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა, შემდეგ  დავმეგობრდით. პროექტში, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, ეს პერიოდი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. 

- ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა, თქვენ და სოფოს რომ მიგეღოთ ვინ იყო ამის ინიციატორი და რატომ გადაწყვიტეთ დუეტში გემღერათ?

- ჩემი და სოფოს ევროვიზიაზე  წარდგენის ინიციატორები, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროდიუსერები იყვნენ, მათი გადაწყვეტილებით არჩევანი ჩვენზე შეჩერდა, რამაც ძალიან გაგვახარა. დუეტის იდეაც მათ ეკუთნით,  დუეტში  სიმღერა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წყვილს ერთმანეთის ესმით სცენაზეც და ცხოვრებაშიც...

3-07-2013, 21:08

ავტორი

სოფიკო ხვიბლიანი

მიზეზი რის გამოც უკრაინაში ოთო ნემსაძემ პირველი ადგილი ვერ აიღო

ოთო ნემსაძე: ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს, იმედი მაქვს  იღბალი არ მიმატოვებს, კარიერას უკრაინაშიც წარმატებით გავაგრძელებ და ჩემს ქვეყანას ვასახელებ.

- ფართო საზოგადოებამ ჯეოსტარის მეშვეობით გაგიცნოთ,  რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში? 

- ჯეოსტარში შემთხვევით  მოვხვდი და გავიმარჯვე.  ამისათვის, ყველას მადლობას ვუხდი, ეს ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ჯეოსტარმა,   ჩემს საქმიანობაში ასი გრადუსით შემომატრიალა. 

- თქვენ უკრაინულ ,,ახალ ხმაში“ მიიღეთ მონაწილეობა, მსგავსი შოუ საქართველოშიც არის, რატომ უკრაინაში და არა ჩვენთან?

- მინდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი შოუა, საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ბევრი ნიჭიერი მომღერალი აღმოაჩინა. ვთვლი, რომ საქართველოსთვის ახალი ხმა არ ვიყავი და ამიტომ თავი შევიკავე. 

- პირველად ,,feeling good” იმღერეთ და ოთხივე მწვრთნელი შემოგიტრიალდათ, ვინ გირჩიათ ეს სიმღერა და საერთოდ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი?

- არავის არაფერი ურჩევია, ამ კონკურსში ყველა  სიმღერა ჩემი არჩეული იყო, ერთის გარდა. კიევში კონცერტი მქონდა,  იქ ,,ქართულმა ასოციაციამ“ მონაწილეობის მიღება მირჩია, თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მერე დამითანხმეს.

2-07-2013, 22:58

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

როგორ მოხვდა ნათია ბადირეიშვილი ,,კომედი შოუში“?!

ნათია ბადირეიშვილი: ჩემს ცხოვრებას კომედიის ელემენტები აქვს, რაც მთავარია საშინელებეთა ფილმი არ არის, არც დრამა, ის უფრო სათავგადასავლო მელოდრამაა. 

- რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაგებარებინათ?

- ხალხთან ურთიერთობა და საინტერესო ცხოვრება მიყვარს, თუმცა თავიდან სხვა პროფესია მინდოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ.

- შოუში  როგორ  მოხვდით?

- მოცეკვავე ვარ,  არგენტინულ ცეკვებზე  დავდიოდი. ისე მოხდა, რომ  უნივერსიტეტში, სადაც  ცეკვის  გუნდი გვქონდა,  გვერდით  აუდიტორიაში,  ,,მანსაკანის“  ბავშვები თამაშობდნენ, რომლებსაც  ერთ-ერთი  როლისთვის  გოგო  დასჭირდათ. მთხოვეს, რომ  მეთამაშა,  სწორედ  ამ პერიოში  ,,თქვენი შოუ“  იქმნებოდა.  დამირეკეს,  რომ  იქაც  ერთი  როლი შემესრულებინა, პირველს მეორე როლი მოჰყვა  და ასე, დავრჩი შოუში.

30-06-2013, 18:41

რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე გარდაიცვალა
დღეს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემოქმედებას და ღვაწლს კარგად იცნობს ქართული საზოგადოება; გრიგოლ (გიგა) დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიაბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში. 1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954-56 წლებში - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963-65 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-86 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
მისი მნიშვნელოვანი დადგმებია კ. გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” (1952), კ. ლორთქიფანიძის “კოლხეთის ცისკარი” (1959), ნ. დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს” (1960, 1961), პ. კაკაბაძის “კახაბერის ხმალი” (1965), ა. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი” (1967), ვ. კოროსტილიოვის “ასი წლის შემდეგ” (1967) და “მარტოობის დღესასწაული” (1974), ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” (1976), სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” (1978), ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - “მევიოლინე სახურავზე” (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე” (1990), ბ. კვერნაძის “კოლხთა ასული” (1997), ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის “აიდა” (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
გადაიღო მხატვრული ფილმები “დათა თუთაშხია” (1976-77, 7 სერია გ. გაბესკირიასთან ერთად). “წიგნი ფიცისა” (1983), “ერთ პატარა ქალაქში” (1985), “თეთრი ბაირაღები” (1990), “პრემიერა” (1992).

13-06-2013, 17:08

წამალი ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირლანდიელების მსვლელობის ნაცვლად, გეი აღლუმზე წასვლა არჩია. მისთვის უფრო ხელსაყრელი სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა იყო, ვიდრე ტრადიციული, წმინდა პატრიკის დღესასწაული, რომელიც არც თუ ისე იწონებდა გეებს.
მეცნიერება და ცხოვრება
ჰომოსექსუალიზმი, როგორც სხვა დაავადებები, განკურნვადია. ფსიქოთერაპიის კურსის შემდეგ,  ყოველი მესამე გეი, ჰეტეროსექსუალი ხდება, თუმცა თანამედროვე საზოგადოება, მას, როგორც დაავადებას უარყოფს. 1992 წელს, ჰომოსექსუალიზმი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, აღიარებული გახდა, როგორც ავანდმყოფობა. ამ შემთხვევაშიც, მსოფლიო ბრმად მიჰყვა ამერიკულ თეორიას. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ექიმებმაც, ჰომოსექსუალიზმი ნორმად არ ჩათვალეს. 1963 წელს, ჯანდაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა, ნიუორკის სამედიცინო აკადემიის რიგი კვლევების დასკვნა გამოიტანა:
ჰომოსექსუალობა - ნამდვილად დაავადებაა.
ჰომოსექსუალი - არის ინდივიდუმი ემოციონალურ სფეროს დარღვევით, რომელსაც არ შეუძლია განვითარება ნორმალურ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში.
მკვლევარები ამბობდნენ, რომ ჰომოსექსუალთა ნაწილი ფიქრობს, თითქოს ეს არ არის დაავადება, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი.
1971 წელს, ჰომოსექსუალთა გადამწყვეტი აქცია მოხდა. მათ ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის (APA)-ს სხდომა ჩაშალეს.  „ჩვენ უარვყოფთ თქვენს ძალაუფლებას ჩვენზე და მზად ვართ თქვენთან ომისთვის“ -განაცხადეს თავდამსხმელებმა.

13-06-2013, 15:17

შეხვედრა ამერიკის ჩემპიონებთან

დღეს, 16 საათზე, ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ გაიმართება „სკაიპ-ჩართვა“ აშშ-დან, კერძოდ კი ლას-ვეგასიდან, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრთან, გიორგი მაჩაბელთან, რომელიც „Open America“-ს ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონია. ასევე „სკაიპ-ჩართვაში“ იქნება ამერიკის ტრადიციული ჩემპიონატის „Open America“-ს წლევანდელ გამარჯვებულთან დავით სვანიძესთან. „ლანგეითში“ გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონი და „Open America“-ს ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონი, დავით ტყებუჩავა და სხვა წარმატებული სპორტსმენები. საინტერესო შეხვედრა ელის ქართული სპორტის გულშემატკივართ.

4-06-2013, 13:54

რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით, ანუ... საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა

ერთხელ მე და პაპა-ჩემი

ერთ ადგილს შევიყარენით;

ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,

მრავალჯერ დავამთქნარევით.

მერე ვუთხარ: - პაპა-ჩემო!

 

4-06-2013, 12:02

რეზო გაგუა: პანიკური შიში კiბოს მიმართ უნდა დავძლიოთ და უნდა შევიგნოთ, რომ კობო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში ონკოლოგიურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა. ამას არა ერთი მიზეზი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები შემუშავდა, მთელს მსოფლიოში დაავადება საშიშ ტენდენციას ავლენს. ჩვენ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პროფესორ რეზო გაგუას, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების  დროულ გამოვლენას და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მნიშვნელობაზე გვესაუბრება. 

- საოცარი ბედნიერება მხვდა წილად, როდესაც ჩვენი ქვეყნის უწმინდესსა და უნეტარესს კათალიკოს პატრიარქს ილია II შევხვდი. ჩვენ ერის სულიერებაზე ბევრი ვისაუბრეთ. პატრიარქი თავად დაინტერესდა, თუ რა არის კიბო, როგორ ხდება დაავადების პროგრესირება და როგორ უნდა ვებრძოლოდ მას. გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რატომ იზრდება საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობა. პატრიარქის მოწოდებაა ერმა ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს, რადგან ეს შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ონკოლოგიურ, არამედ მრავალი სხვა გავრცელებული დაავადებების დამარცხებას. ჩვენი საუბრის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ქართველი ონკოლოგებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ამ სენის დამარცხებაში და თავისი ლოცვა-კურთხევა მოგვცა. 

- ბატონო რეზო, რამდენად გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები და რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?

3-06-2013, 18:10

მოამზადა
ანა აფციაურმა
კირა ნაითლი: „მე არ ვარ იდეალური“

ანა კარენინას ფილმში თამაშობდნენ  სამაილოვა და პლისეცკაია, გარბო და მარსო, საუბარი არ გვაქვს ვივიენ ლისა და ჟაკლინ ბისეტზე. ასეთ, შესაშურ  კამპანიაში, რომ მოხვედრილიყო, კირა ნაითლს, ტოლსტოის რომანის ანა კარენინას ორჯერ წაკითხვა  და იმის აღიარება მოუწია, რომ რუსი ქალები განსაკუთრებულები არიან.  კირასთვის არ არის უცნობი რთული „ტრიურეკი“ , ის პირატივითაც დახტის და ბექჰემივით ფეხბურთსაც თამაშობს.  რუსული რომანის ეკრანიზაციისას ბრიტანელ მსახიობს მოუწევს, შესრულოს, მხოლოდ ერთი აკრობატული ეტიუდი, გადმოხტეს ორთქლმავლიდან.

31-05-2013, 18:21

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
პოეზიით გაჭირვებულებს ვეხმარებით
გიორგი მოსიაშვილი: ყველა ადამიანი ღვთის შემოქმედია, ღმერთი კი სიყვარული. ჩემთვის პოეზია   მთელი ცხოვრებაა და არა უბრალოდ გატაცება. პოეზია ყველა ადამიანს აღამაღლებს,  ლექსის წერის ნიჭი ნებისმიერ ადამიანში ბუდობს, უბრალოდ, მისი პოვნა და გაღვივებაა საჭირო.

31-05-2013, 17:40



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა