შემოგვიერთდით facebook-ზე
კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...
1-02-2013, 13:07  /  ნახვა: 4125

ჭიდაობა ქართველებისთვის ტრადიციული და პოპულარული სპორტის სახეობაა. სწორედ ისტორიულ ფესვებზე აღმოცენდა ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. საუკუნეებია, კახეთის კოლორიტს სხვა კომპონენტებთან ერთად ჭიდაობა წარმოადგენს. აბა, ვინმეს თუ წარმოუდგენია კახეთი ვენახის, მთების, წყაროების და სახელგანთქმული მოჭიდავეების გარეშე. ასევე, წარმოუდგენელია, ბავშვი კახეთში იზრდებოდეს და ჭიდაობის მადლს არ ეზიაროს. ვერც 15 წლის ჭაბუკი, კობა მჭედლიშვილი ასცდა წინაპართა მიერ გაკვალულ გზას. 

22-24 ივნისს, მონტენეგროს ქალაქ ბარში ჭიდაობის ციებ-ცხელება იყო, სადაც ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. 46 ქვეყნის საუკეთესო ჭაბუკი სპორტსენები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. საქართველოს სახელით სხვა ჩვენს სპორტსმენებთან კობა მჭედლიშვილიც გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ მან არც ერთი შეხვედრა არ დათმო და ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი. აეროპორტში დახვედრილ ჟურნალისტებს მხოლოდ ორი სიტყვით უპასუხა - „სამშობლოს მივუძღვენი“... უფრო დაწვრილებით ამ ჩემპიონატის შესახებ თავად გვესაუბრება:

- როგორ მოემზადეთ ევროპის ჩემპიონატისთვის?

კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...

- თავდაპირველად შიდა სარეიტინგო ტურნირებზე ვიასპარეზეთ, ქვეყნის პირველობასა და საერთაშორისო ტურნირებში - ანტალიასა და კიევში. ამ შეჯიბრებისთვის გავიარეთ ოთხი მოსამზადებელი შეკრება, ორჯერ ვიყავით დუშეთში, ერთი ფიზიკური მომზადება ბაკურიანში და ბოლო ორკვირიანი შეკრება გორში გვქონდა, რომელიც 19 ივნისს დავასრულეთ. 22 ივნისს უკვე ჩემპიონატი დაიწყო. 

- მონტენეგროში წასვლის წინ თუ ფიქრობდი ჩემპიონობაზე? 

- შესარჩევ ტურნირებზე ანტალიასა და კიევში რომ მეორე ადგილი ავიღე, მაშინ ვიფიქრე, რომ შანსი მქონდა და ეს უნდა გამომეყენებინა. ჩემი უცხოელი  მეტოქეების ძალა პირველად მაშინ მოვსინჯე და ჩემს შესაძლებლობაში უფრო დავრწმუნდი.

- იქნებ გაიხსენო ძიუდოში შენი პირველი წარმატება.…

- ბავშვობიდან კლუბ „შევარდენში“ ვვარჯოშობ. ერთხელ დარბაზის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. მახსოვს, ჩემი მწვრთნელი სპარტაკ -გორგაძე როგორ მამზადებდა ფსიქოლოგიურად და გამარჯვების სიხარულსაც ჩემთან ერთად იზიარებდა. კლუბის დირექტრომა ბატონმა გურამ მოდებაძემ კიმანო გადმომცა საჩუქრად. ეს ჩემთვის მაშინ ძალიან დიდი სტიმული იყო.

კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...

- შენი მწვრთნელებისგან შევიტყვე, რომ დამატებითაც ვარჯიშობ ხოლმე.

- თუ არ იშრომე და იწვალე, ისე წარმატება არ მოვა. მამასთან ერთად რომელმაც შემაყვარა სპორტის ეს სახეობა, ხშირად ვვარჯიშობ-ხოლმე.

- სწავლას და სპორტს როგორ უთავსებ ერთმანეთს?

- ძირითადად ვერ ვასწრებ. სკოლაში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ, რადგან შეკრებებსა და შეჯიბრებებზე დავდივარ. მინდა, რომ სპორტის გარდა რაიმე პროფესიაც მქონდეს, რადგან გაუნათლებელი სპორტსმენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. 

- შენს ასაკში ევროპის ჩემპიონობა უკვე დიდი წარმატებაა. ეს ტიტული მოტივაციას ხომ არ დაგაკარგინებს?

- პირიქით, წინ მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა მელოდება. მინდა ჩემი გულშემატკივრები მომავალშიც გავახარო და საქართველოს დროშა კიდევ ბევრჯერ ავიტანო უმაღლეს კვარცხლბეკზე.

კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...

- რა მოგცა სპორტმა?

- ბევრი მეგობრები, საკუთარი თავის რწმენა. მასწავლა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და გამაცნო კარგი ადამიანები (ჩემი მწვრთნელები). დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პირველ მწვრთნელს, ბატონ სპარტაკ გორგაძეს, რომელმაც ბავშვობიდან მასწავლა და გამითავისა ძიუდოს ილეთები. კლუბ „საგარეჯოს“ მწვრთნელს მამუკა მათიაშვილს, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელებს - გია თენაძეს და გიორგი რევაზიშვილს. მათი შრომის და უზომო ძალისხმევის შედეგია, რომ მე დღეს ევროპის ჩემპიონი ვარ.

- შენს სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?

- ოქტომრის ბოლოს სარეიტინგო ტურნირია გორში, შემდეგ დაიწყება მზადება საქართველოს ჩემპიონატისთვის. 2013 წლის ზაფხულში კი ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა მელოდება. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიე, უფლის წყალობაა და მწამს, მომავალშიც, ჩემს გვერდით იქნება.

კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა