შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

ანა აფციაური

სპორტსმენებს შეჯიბრებების დროს მარიხუანას მოხმარების უფლება მისცეს

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, სპორტსმენებს შეჯიბრებების დროს მარიხუანის მოხმარების უფლება ექნებათ, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი.

მათივე გადაწყვეტილებით, ორგანიზმში კანაბინოიდების ზღვარი 15 ნანოგრამიდან 150 გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ახლა სპორტსმენებს მარიხუანის მოწევის უფლება ექნებათ და დისკვალიფიკაციის აღარ შეეშინდებათ.

24-05-2013, 11:55

ავტორი 

ანა აფციაური

ანჯელინა ჯოლის ახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევს 

ანჯელინა ჯოლის ახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მან ამჯერად საკვერცხეების ამოკვეთა გადაწყვიტა.

მსახიობი მსგავს ნაბიჯს დგავს იმისათვის, რომ კიბოს განვითარების რისკი შეამციროს. ამის შესახებ Examiner იუწყება.

ამ წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა სარძევე ჯირკვლები ამოიჭრა კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად.

ოპერაციის წინ ჯოლიმ გამოკვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც დადგინდა რომ მის ორგანიზმში BRCA1 გენი არსბობს, რამაც შესაძლოა მკერდის კიბოს 87%, ხოლო საკვერცხეების 50% განვითრება გამოიწვიოს.

24-05-2013, 11:51

ავტორი

ანა აფციაური

ირინა შეიკმა თამამ  ფოტოსესიაში  მონაწილეობა მიიღო

მოდელმა და ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა, ირინა შეიკმა თაყვანისმცემლები  რეგულარული ფოტოსესიით გაახარა.  ამჯერად მოდელთან მუშაობა ცნობილ ფოტოგრაფ ტონი კელის მოუწია, რომლის ობიექტივშიც ირინა განსაკუთრებით მომხიბვლელი აღმოჩნდა. ფოტოსესია ცნობილი ბრენდის Dynamite-სთვის ჩატარდა, რომელიც თავად შეიკის არჩევანით მოხდა, იგი ამ ბრენდის სახე გახდა. 

ფოტოების შემხედვრე  გიჩნდებათ შეგრძნება თითქოს ზაფხული სულ მალე დადგება.

24-05-2013, 11:41

ავტორი

ანა აფციაური

პრინცი უილიამი მეუღლის მშობიარობას დაესწრება

სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრინცი უილიამი ტრადიციის დარღვევისთვის ემზადება. ის მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას აპირებს.

რა თქმა უნდა ტრადიციები მნიშვნელოვნია ბრიტანეთის ყველა მცხოვრებისთვის. ბრიტანული ტრადიციების მხარდამჭერებად მთელს ბრიტანეთში აქამდე სამეფო ოჯახი ითვლებოდა. პრინცი უილიამი კი ტრადიციის დარღვევას აპირებს, რადგან როგორც თავად აცხადებს არ შეუძლია იმის ლოდინი თუ როგორ დაიბადება პრინცი ან პრინცესა კენგსინტონის სასახლეში, იგი მშობიარობას თავად დაესწრება.

პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ბავშვი 13 ივლისს დაიბადება.

24-05-2013, 11:36

ავტორი

ანა აფციაური

ჯეიმს ბონდის საათი ძველმანებში აღმოაჩინეს

საათი Breitling Top Time, რომელიც ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმში გამოიყენეს, ძველმანების ბაზრობაზე იპოვეს.

საათის მფლობელი მას აუქციონის სახლ Christie’s-ზე 26 მაისს 60 000 ფუნტ სტერლინგად გამოიტანს. აქსესუარის პატრონის თქმით, მან ისინი ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა და 25 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

24-05-2013, 11:29

ავტორი

ანა აფციაური

ამერიკელი  „კოკა–კოლის ორიგინალ რეცეპტს“  15 მილიონ დოლარად ყიდის

ამერიკის ერთ–ერთი შტატის ჯორჯიის მცხოვრები კლიფ კლუგე ადასტურებს, რომ „კოკა–კოლის ორიგინალური რეცეპტი“ აღმოაჩინა. 

ანტიკვარიატებით მოვაჭრე კლიფ კლუგემ WXIA-TV განუცხადა, რომ  რეცეპტი  ძველი დოკუმნეტების ყუთში აღმოაჩინა, რომელიც აუქცინზე შეიძინა. აუქციონზე ძველი აფთიაქარის ნივთები იყიდებოდა. თავად  დოკუმენტი 1943 წელს განეკუთვნება. კლუგე მიიჩნევს, რომ კომპანია „კოკა–კოლამ“ დახმარებისთვის აფთიაქარს მიმართა და სასმელის ინგრედიენტების სია  გაუგზავნა, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მათი მოძიება საკმაოდ რთული იყო. ინგრედიენტების გასაჯაროებაზე კლუგემ უარი განაცხადა. 

24-05-2013, 11:24

ავტორი

ანა აფციაური

"ა სტუდიო" საქართველოში კონცერტს გამართავს

რუსული ჯგუფი "ა სტუდიო" საქართველოში კონცერტს გამართავს. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 11 ივნისს გაიმართება.

ამის შესახებ ჯგუფის სოლისტმა, მომღერალმა ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელ "ვ კონტაქტეში" დაწერა.

 

 

 

24-05-2013, 10:52

ავტორი

ანა აფციაური

26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე მიწვეულია, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება და მასში სამხედრო ელემენტებიც იქნება.

,,ღონისძიბები“  29 რეგიონში გაიმართება, კონკრეტულ ადგილებში სახმედრო ტექნიკასაც გამოვიყვანთ, რათა ბავშვებმა და დაინტერესებულმა პირებმა დაათვალიერონ. ეს დღესასწაული მთელ საქართველოში გაიშლება, თბილისში კი იქნება მიღება, სადაც მთავრობის ყველა წევრი და პრეზიდენტი მიწვეულია". - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

24-05-2013, 10:44

ავტორი 

ანა გურგენიძე

გემღერებოდეთ - კვარტეტი ,,ოთხთა"

მომავალ თაობაზე ზრუნვა, მათთვის რეპერტუარის შერჩევა, გემოვნების ჩამოყალიბება, მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. კვარტეტისთვის სახელის მოძიებაც არ ყოფილა იოლი. ყველა ერთად ვფიქრობდით, ხმამაღლა თუ გულში... ლექსიკონი - ანიდან ჰოემდე, ხომ არ მიგვიტოვებია, არადა გაჭირდა საქმე... ბოლოს პოეტმა მაკა ბლიაძემ გვიშველა, კვარტეტს ,,ოთხთა" დავარქვათო. ასე დაერქვა ეს მადლიანი სახელი  ბიჭების კვარტეტს.

10 საუკუნეა ელის ,,ოთხთა" ქართველებს, მათ სიყვარულს, ერთგულებას, ერთად ყოფნის იმედს. ხმა და სიმღერა შევაშველოთ ჯერ, მერე გზაც გამოჩნდებაო... ისეთი ბედნიერი იყო მაკა, მიწას ფეხს არ აკარებდა, გეგონებოდათ - ტაო კლარჯეთზე საუბრობდა, ასე, შორიდან ეფერებოდა, იქით დარჩენილ, საქართველოს უნიკალურ ძეგლებს... წავიდეთ მოვილოცოთ, მოვეფეროთო მონასტერს - ,,ოთხთას"...

15-05-2013, 21:32

ავტორი 

დიანა ოვანესიანი

ანსამბლი ,,სამა“ სიურპრიზებს გვპირდება

ქორეოგრაფად ყოფნა დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ცეკვისადმი სიყვარული სირთულეების გადალახვაში გეხმარება...  ამბობს, „სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ „სამა“-ს ქორეოგრაფი ნათია ალფაიძე...

-როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

-მეოთხე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, პირველ კლასში ვიყავი, როდესაც ცეკვის სტუდიისთვის, ბავშვებს, სიმაღლის და გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ.  ცერებზე ძალიან ლამაზად ვცეკვავდი, ამიტომ ორ თვეში ანსამბლში გადამიყვანეს და დიდებთან ერთად, კონცერტზე პატარა გამოსვლა მქონდა. 

ანსამბლ „ფერხულ“-ში ორი წელი ვიცეკვე. გადავწყვიტე სუხიშვილის სტუდიაში ჩამებარებინა, ეს იყო  5 წლიანი სწავლება. ნინო ქირვალიძემ, რომელიც ასევე, სუხიშვილების სოლისტია თავის ჯგუფში ჩამსვა. წარმატებით გავართვი თავი და მოცეკვავე მსახიობის დიპლომი ავიღე. სწავლის დამთავრების შემდეგ, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქორეოგრაფიულზე, სადაც თენგიზ სუხიშვილმა პირველად გამიცნო და ძალიან მოვეწონე.

მოვხვდი ქართულ ანსამბლ „როკვა“-ში. ამ ანსამბლმა ბევრი რამ მასწავლა, შემდეგ კი სუხიშვილების ანსამბლში გადავედი, სადაც ჩემი მოღვაწეობა გავაგრძელე

15-05-2013, 21:17

ვეფხვმა ლეკვების სიკვდილი ვერ გადაიტანა

კალიფორნიის ზოოპარკში ვეფხვს სამი ტყუპი შეეძინა, ისინი ნაადრევად დაიბადნენ და მცირე წონის გამო მალევე მოკვდნენ. დედა ვეფხვმა, მათი დაკარგვა ვერ გადაიტანა, რის ნიადაგზეც  ჯამრთელობის პრობლემები შეექმნა. ექიმებმა სასწრაფოდ სხვა პატარა ვეფხვის მოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა სამწუხაროდ, მათ ახლად დაბადებული ვეფხვი ვერ იპოვეს. 

 

14-05-2013, 22:13

20 000 ადამიანისგან შემდგარი ჯვარი

ფილიპინის სანტო-ტომასის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა დომინიკანის ჯვარი გააკეთეს, რომელიც გინესის წიგნში შევიდა. ჯვარი 20 000 ადამიანისგან შედგებოდა.

 

14-05-2013, 22:11



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა