შემოგვიერთდით facebook-ზე
ქრისტიანული ბულგარეთი
5-02-2013, 19:50  /  ნახვა: 2027

ბულგარეთი, ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა, ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110,994 კვადრატული კილომეტრს და მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპის მთათა სისტემა, ასევე აღსანიშნავია რილას ქედი, აქ მდებარეობს ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობის და ჩამოყალიბების პროცესი. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018). საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

ქრისტიანული ბულგარეთი

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა განაპირობა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი გახდა კომუნისტური სახელმწიფო და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუმინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბია და მონტენეგრო.

ქრისტიანული ბულგარეთი

ფართობი - 110.910 კვ.კმ.

ბუნება - ტერიტორიის დიდი ნაწილი ბალკანეთის მთიანეთს და როდოპის მთებს უჭირავს, უმაღლესი წერტილი მთა მუსალა 2.925 მ.

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Gეორგი PUღVANOV (2002).

მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი შერგეყ შტანისჰევ (2005).

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი და დედაქალაქი.

სახელმწიფო ენა : ბულგარული.

რელიგია - მართლმადიდებელი ქრისტიანობა.

დედაქალაქი - სოფია (1.089, აგლ. 1,183 ათასი).

ქალაქები - პლოვდივი (338 ათასი), ვარნა (312), ბურგასი (192), რუსე (161), სტარა ზაგორა (143).

რესურსები - ბოქსიტები, სპილენძი, ტყვია, თუთია, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე.

ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო, ტექსტილი.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.790 $.

ვალუტა – ბულგარული ლევი (BGL).

თურქებისაგან დამოუკიდებელი გახდა 1908 წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა. 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის.

სოფია - წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;

კაზანლაკის და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;

მადარა ჰორსემანი;

ნესებარი - ძველი ქალაქი (V ს.);

პირინის ეროვნული პარკი;

რილას მონასტერი (XIX ს.);

სრებარნას ნაკრძალი;

ბაჩკოვო - პეტრიწონის მონასტერი;

რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).

მწერალი - ივან ვაზოვი;

მომღერლები - ლილი ივანოვა, ფილიპ კირკოროვი;

სპორტსმენები: ხრისტო სტოიჩკოვი (ფეხბურთი), მაგდალინა მალეევა (ჩოგბურთი);

პოლიტიკოსები - ხრისტო ბოტევი, გიორგი დიმიტროვი, ტოდორ ჟივკოვი;

სხვები - ვანგა (ნათელმხილველი).

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა