23 მარტს, 18:00 საათზე, ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ (მისამართი - ბარნოვის ქუჩა 73, გაიმართება შეხვედრა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრებთან. ქართველი სპორტსმენები ისაუბრებენ 3 და 4 აპრილს აშშ-ში დაგეგმილი ჩემპიონატის შესახებ. ჩემპიონატი სახელწოდებით „ოუფენ ამერიკა“ ლასვეგასის ყველაზე დიდ კაზინოში „ცეზარ პალასი“ ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ასპარეზობს. მისი საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
ავტორი დიანა ოვანესიანი
ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა - ენიო მორიკონემ განაცხადა, რომ აღარასოდეს იმუშავებს კინორეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან. რეჟისოთან მუშაობის წლებს მუსიკოსი ცუდად იხსენებს და ამბობს, რომ მის მუსიკას კვენტინ ტარანტინო საკუთარ ფილმებში არალოგიკურად იყენებს.
ჩაძირული კურორტი "ეპეკუენი" ოდესღაც პოპულარული იყო
ავტორი დიანა ოვანესიანი
ქალაქ-კურორტი "ეპეკუენი" ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარეობდა. იგი ოცდაათი წლის წინ, კოკისპირული წვიმების შედეგად ჩაძირული იყო. 1985 წლის 10 ნოემბერს ლაგუნამ ათ მეტრამდე სიგანის სანაპირო ზოლი დაფარა, რის შედეგაც 1500 მცხოვრები საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
48 წლის ქალის, ნორმა ბრეგის თქმით, მისი ძაღლები და კატები კატასტროფამდე, რამდენიმე დღით ადრე შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, სავარაუდოდ მათ საფრთხის მოახლოვება იგრძნეს.
ბედნიერი საქართველო
14 მარტს გაიმართა აქცია რუსთაველზე "ბედნიერი საქართველო" რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძვნებას.
სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო - რუსთაველის გამზირზე სამანქანო გზის შუა ხაზზე გაიარეს საქორწინო კაბებში გამოწყობილმა ჟურნალისტება და მოდელებმა, რომლებსაც წინ მიუძღვებოდა ჩოხაში ჩაცმული მამაკაცი. მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყო.
ავტორი
დიანა ოვანესიანი
წმინდა მამები ბრძანებენ: ,,ხატი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც ზეციურ სამყაროს, იქ დავანებულ უფალს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებს ვუკავშირდებით. ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება." ხატმწერი დავით ქავთარაძე, ხატებს ცხრამეტი წლის ასაკიდან წერს, საკუთარი ნამუშევრებიდან გამორჩეული ღვდელ-მოწამე მიქაელ ყულოშვილის ხატი აქვს, რომელსაც ოჯახის მფარველად მიიჩნევს.
ანჯელინა ჯოლიმ და ბრეტ პიტმა საკუთარი ღვინო 5 საათში გაყიდეს
ავტორი
სალომე ქავთარაძე
თუ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, იყიდოთ თუ არა ანჯელინა ჯოლის და ბრეტ პიტის ახლად გამოშვებული ღვინო, ნამდვილად იღბლიანი ხართ!
ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები შედგა და „ოფენ ამერიკაზეც“ იასპარეზებენ
საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 16-17 მარტს ნაკრების შესარჩევად საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარა დიდებსა და პატარებს შორის. 16 მარტს დიდებს შორის გაიმართა მეტად საინტერსეო და პრინციპული შეხვედრები, ხოლო 17 მარტს კი _ 18 წლამდელთა შორის. კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ეს ჩემპიონატი სპეციალურად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის თბილისიდან წეროვანში გადაიტანა და კიდევ ერთი სანახაობა აჩუქა იქაურ მოსახლეობას.
„დღევანდელ ჩემპიონატში საქართველოს ყველა რეგიონი და წამყვანი კლუბი ასპარეზობს. ამ ჩემპიონატიდან დაკომპლექტდა ჩვენი ეროვნული ნაკრები, ძველების მზაობა, ფორმაში ყოფნა გადავამოწმეთ, რადგან მომავალი ევროპა მეტად პრესტიჟული და პრინციპულია - აუცილებლად უნდა მოვიგოთ. უფროსებს შორის, როგორც ველოდით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ბრძოლები გაიმართა. უფროსებში ჩემპიონები და გახდნენ და ნაკრების პირველ ნომრებად დასახელდნენ ირაკლი ტყებუჩავა, დავით ტყებუჩავა, გოგიტა არქანია, დიდი პაუზის შემდეგ თავი გამოიჩინა და ისევ ღირსეული ადგილი დაიკავა ნოშრევან წურწუმიამ. გოგონებში კი ისევ დიანა დარჩიაშვილი დარჩა ლიდერად.
კახა ბასილია ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატზე გადაამოწმებს
საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ისრაელში აზიის თასის მოპოვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ჩვეულ რიტმში გააგრძელა და ნაკრების შესარჩევად საქართველოს ჩემპიონატს მართავს უფროსებში.
ევრაზიის თასი საქართველოშია
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა 9-10 მარტს ისრაელის ქალაქ ელათში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო ტურნირში თავი ისახელა.
ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში
2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო საზოგადოება ქურმუხელის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სახელწოდებით - "ესეების კონკურსი", რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში მოქმედ შვიდ ქართულ საშულო სკოლაში. სპეციალურად ამ კონკურსისათვის შექმნილმა კომისიამ 20-მდე თემა შეარჩია. თითოეულ სკოლაში შევიდა სამი თემა, საიდანაც ბავშვებს უნდა აერჩიათ ერთი სასურველი თემის სათაური და სათაურში მოცემული სტრუქტურის მიხედვით დაეწერათ თემა. აღნიშნულ პროექტში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კახა კახაბრიშვილი: დღეს, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის
მინდა ვუთხრა ყველა ნაძირალას, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებს
ავტორი
თინათინ ბეკოშვილი
ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის თემა, ყოველთვის აქტუალური ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს გავესაუბრეთ, რომელიც უკვე 35 წელია აღნიშნულ სფეროს ემსახურა.
- ბატონო კახა, ცნობილია, რომ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიას, თქვენი იდეები და პროფესიონალური საუბრები შესთავაზეთ, თუმცა არავინ გამოგეხმაურათ... ჩნდება კითხვა, რატომ ბლოკავენ ტელერეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს, რომელსაც შეუძლია ამ სფეროში პროფესიონალური რჩევების მიცემა?
- ზუსტად არ ვიცი. ადამიანი, ყველასათვის კარგი ვერ იქნები! საქმეში ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი. შეცდომა როგორ არ მომსვლია, ადამიანები ვართ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ბოროტება არასოდეს ჩამიდენია და არც ჩავიდენ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ღმერთი მწამს და შვილი მეზრდება...
- რით დავიწყოთ?
ვასილ გვეტაძის პოეზიის საღამო
26 თებერვალს, 19:00 სთ. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ვასილ გვეტაძისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო და მისი წიგნის „ხედავს ყველაფერს პატრიარქი საქართველოსი“ -წარდგინება.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
შემეცნებითი საუბრები სამებაში