შემოგვიერთდით facebook-ზე
კახა ბასილია ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატზე გადაამოწმებს
15-03-2013, 19:49  /  ნახვა: 2913

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ისრაელში აზიის თასის მოპოვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ჩვეულ რიტმში გააგრძელა და ნაკრების შესარჩევად საქართველოს ჩემპიონატს მართავს უფროსებში.

„ჩემპიონატში საქართველოს ყველა რეგიონი და წამყვანი კლუბი იასპარეზებს. ამ ჩემპიონატიდან დაკომპლექტდება ნაკრები, კიდევ გადამოწმდება ძველი წევრები როგორ ფორმაში არიან, რადგან მომავალი ევროპა მეტად პრინციპულია - უნდა მოვიგოთ. 16 მარტის საქართველოს ჩემპიონატზე, შესაძლოა, ახალი წევრებიც გამოჩნდნენ ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც ასევე მოირგებენ ფორმას. კარატეს ეროვნული ნაკრების წევრობა, მეტად ძვირფასია და ამ ფორმის ტარება დიდი პატივია თითოეული ჩემი სპორტსმენისათვის, ამიტომაც, ღირსეულნი უნდა იყვნენ. ჩემპიონატი წეროვანის ძიუდოს დარბაზში გაიმართება და გულშემატკივრებს მსოფლიო კლასის ორთაბრძოლების ხილვა შეუძლიათ. აღვნიშნავ, რომ ეს ჩემპიონატი სპეციალურად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის გადავიტანეთ თბილისიდან წეროვანში, რადგან კიდევ ერთი დღე გავულამაზოთ მათ. ჩვენ კარატეს კლუბი გვაქვს წეროვანში (ინსტრუქტორი როსტომ გელაშვილი) და მათგან ბევრი კარგი სპორტსმენი იზრდება, რომლებიც მალე ეროვნულ ნაკრებსაც დაამშვენებენ. აღნიშვნას და უდაოდ დიდ მადლობას იმსახურებს ფირმა „არაი თუმოროუ“, რომელიც აღნიშნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორია“, - განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

კახა ბასილია ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატზე გადაამოწმებს

კახა ბასილია ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატზე გადაამოწმებს

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველო კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა