შემოგვიერთდით facebook-ზე
ჩაძირული კურორტი ,,ეპეკუენი" ოდესღაც პოპულარული იყო
22-03-2013, 13:28  /  ნახვა: 2297

ავტორი დიანა ოვანესიანი

ქალაქ-კურორტი "ეპეკუენი" ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარეობდა. იგი ოცდაათი წლის წინ, კოკისპირული წვიმების შედეგად ჩაძირული იყო. 1985 წლის 10 ნოემბერს ლაგუნამ ათ მეტრამდე სიგანის სანაპირო ზოლი დაფარა, რის შედეგაც 1500 მცხოვრები საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 

48 წლის ქალის, ნორმა ბრეგის თქმით, მისი ძაღლები და კატები კატასტროფამდე, რამდენიმე დღით ადრე შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, სავარაუდოდ მათ საფრთხის მოახლოვება იგრძნეს.

ადრე "ეპეკუენი" პოპულარული, ტურისტული საკურორტო დასასვენებელი ადგილი იყო. წელიწადში დაახლოებით 20 000 ტურისტი სტუმროდა, მათთვის აშენებულ სასტუმროებში, არსებობდა გასართობი ცენტრები და სხვა ღირსშესანიშნაობები. იქ ჩამოედინებოდა მდინარე "ლაგო ეპეკუენი", რომელიც უხვი მარილიანობით იყო ცნობილი.

ჩაძირული კურორტი ,,ეპეკუენი" ოდესღაც პოპულარული იყო

 2009 წელს, წყლის რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა, მას შემდეგ ქალაქი მაინც არ აღდგენილა. იქ, ახლა მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. მიტოვებულ ქალაქში, მოხუცის გარდა, ოთხი-ხუთი წელია არავინ მოსულა და არც უცხოვრია. ამჟამად, მიგდებულ ტერიტორიას ფილმების გადასახებად იყენებენ.  

 

 

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა