შემოგვიერთდით facebook-ზე
ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
22-03-2013, 13:44  /  ნახვა: 2027

ავტორი დიანა ოვანესიანი

ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა -  ენიო მორიკონემ განაცხადა, რომ აღარასოდეს იმუშავებს კინორეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან. რეჟისოთან მუშაობის წლებს მუსიკოსი ცუდად იხსენებს და ამბობს, რომ მის  მუსიკას კვენტინ ტარანტინო საკუთარ ფილმებში არალოგიკურად იყენებს.

  " აღარ ვიმუშავებ მასთან ერთად, ერთი წლის წინ კვენტინ ტარანტინომ ისევ  შემომთავაზა მასთან მუშაობა თუმცა, უარი ვუთხარი"- განაცხადა კომპოზიტორმა.

ერიო მორიკონეს თქმით, რეჟისორმა შესთავაზა,  რომ ფილმისთვის "Django Unshained"  საუნდრეკი დაეწერა,  თუმცა დროის სიმცირის გამო უარი უთხრა.  რის შემდეგაც რეჟისორმა, მაინც გამოიყენა ფილმში სამი კომპოზიცია, რომელიც მორიკონემ ადრე  დაწერა, არადა სიმღერა "Ancora Qui"  სპეციალურად ვესტერნისთვის იყო გამზადებული. ენიო მორიკონეს ხუთასი ფილმისთვის აქვს დაწერილი მუსიკა, მისი კომპოზიციები ჟღერს კვენტინ ტარანტინოს ფილმებში;  „Kill Biil“,  „Kill Bill 2“ , „Inglourious Basterds”, ,,The Good, the Bad and the Ugly”, „Once Upon a Time in America” და ,,La leggenda del pianista sull’oceano” და ა.შ.

 ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

1987 წელს,  კომპოზიტორმა ფილმისთვის "Untouchables"  დაწერა  სიმღერა, რაზეც  ,,ოქროს  გლობუსი" და  ,,გრემი" მიიღო,  ხოლო 2007 წელს, კინოში შეტანილი წვლილისთვის  ,,ოსკარი" მიენიჭა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა