შემოგვიერთდით facebook-ზე
ქართველი კარატისტები ამერიკაში იასპარეზებენ
23-03-2013, 11:39  /  ნახვა: 3150

ქართველი კარატისტები ამერიკაში მიდიან

23 მარტს, 18:00 საათზე, ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ (მისამართი - ბარნოვის ქუჩა 73, გაიმართება შეხვედრა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრებთან. ქართველი სპორტსმენები ისაუბრებენ 3 და 4 აპრილს აშშ-ში დაგეგმილი ჩემპიონატის შესახებ. ჩემპიონატი სახელწოდებით „ოუფენ ამერიკა“ ლასვეგასის ყველაზე დიდ კაზინოში „ცეზარ პალასი“ ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ასპარეზობს. მისი საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. 

საქართველოს კარატეს ერონული ფედერაცია უკვე მესამე წელია, რაც  ამ პრესტიჟული ჩემპიონატის მონაწილეა.

გასული ორი წელი საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილები და „ოფენ ამერიკის“ თასი მოიპოვეს.

წელს ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ: ირაკლი და დავით ტყებუჩავები, გოგიტა არქანია, ანტონ ჯღამაძე, ჰენრი ვეკუა, დავით ჯაფარიძე და გიორგი მაჩაბელი.

სპორტულ დელეგაციას მიჰყვება საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დოლაბერიძე.

ქართველი კარატისტები ამერიკაში იასპარეზებენ

ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ გამართულ ღონისძიებაზე შედგება  ვირტუალური  შეხვედრა აშშ-ში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებთან, მსოფლიო ჩემპიონებთან ანტონ ჯღამაძესთან, დავით ჯაფარიძესთან  და გიორგი მაჩაბელთან, რომლებიც ლასვეგასში გამართულ წლევანდელ ჩემპიონატზე ტრადიციულად საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

ქართველი კარატისტები ამერიკაში იასპარეზებენ

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა