მოამზადა
ანა აფციაურმა
ანა კარენინას ფილმში თამაშობდნენ სამაილოვა და პლისეცკაია, გარბო და მარსო, საუბარი არ გვაქვს ვივიენ ლისა და ჟაკლინ ბისეტზე. ასეთ, შესაშურ კამპანიაში, რომ მოხვედრილიყო, კირა ნაითლს, ტოლსტოის რომანის ანა კარენინას ორჯერ წაკითხვა და იმის აღიარება მოუწია, რომ რუსი ქალები განსაკუთრებულები არიან. კირასთვის არ არის უცნობი რთული „ტრიურეკი“ , ის პირატივითაც დახტის და ბექჰემივით ფეხბურთსაც თამაშობს. რუსული რომანის ეკრანიზაციისას ბრიტანელ მსახიობს მოუწევს, შესრულოს, მხოლოდ ერთი აკრობატული ეტიუდი, გადმოხტეს ორთქლმავლიდან.
-რას გვეტყოდით ანა კარენინას და თქვენს ემოციურ მსგავსებაზე?
-რომელ ჩვენგანს არ გამოუცდია სასოწარკვეთა, ვის არ დაუშვია შეცდომები, რომელსაც მძიმე შედეგები მოუტანია. თითოეული ჩვენთაგანი ემოციებს ეყრდნობა, რომელთა კონტროლი არც თუ ისე იოლია.
-გამოდის თქვენც გაქვთ გარკვეული საიდუმლოებები?
-უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ იდეალური არ ვარ, მეც შემიძლია ვიყო ორსახოვანი, შემიძლია ვიცრუო და ვიცი რა ტკივილსაც მოუტანს ჩემს ახლობლებს, თუმცა ვცდილობ გავხდე უკეთესი, ვისწავლო საკუთარ შეცდომებზე.
-თქვენი გმირებისგან განსხვავებით...
-ნუ ცდილობთ დაგავაპირისპიროთ, ეს არაფრის მომცემია. შეიძლება თვითონაც ვცდები, თუმცა ჩემი აზრით ტოლსტოიც ვერ გაერკვა ამ ქალისადმი ბოლომდე გრძნობებში.
-რატომ თვლით ასე?
-ჩემი აზრით ის არამხოლოდ განიკითხავს მას, არამედ სძულს. სხვა ეპიზოდებში კი, თითქოს უყვარს კიდეც მისი მთავარი გმირი და თანაუგრძნობს.
-თქვენთვის რომელი ანას თამაში იყო უფრო საინტერესო, მანკიერის თუ უმწეოსი?
-შევეცადე გავრკვეულოყავი ანას ხასიათის ნაკლოვანებებში, მის სისუსტებსა და შეცდომებზე, ნაცვლად იმისა, რომ განმესახიერებინა გარემოებების მსხვერპლი.
-თქვენ ალბათ ხშირად კითხულობთ წიგნებს...
-ანა კარენინა, ეს წიგნი ზედიზედ ორჯერ გადავიკითხე.
-საერთოდ ბევრს კითხულობთ? რომელი რუსი კლასიკოსები იცით კიდევ?
-დოსტოევსკის „ დანაშაული და სასჯელი“, ხოლო ტოლსტოის არამხოლოდ ანა კარენინა, არამედ „ომი და მშვიდობაც“ მაქვს წაკითხული.
-ბევრი ამ წიგნს არც თუ ისე სახალისოდ თვლის.
-თუმცა მე ის ნამდვილად მომეწონა.
-ალბათ „ომი და მშვიდობაც“ დაგეხმარათ გაგეგოთ კარენინას როლი?
-ესეც ნაწილობრივ, რა თქმა უნდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გამეგო, როგორი იყო მაშინდელი რუსეთის საზოგადოება. ამან ხომ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ანას ხასიათი, თუმცა მხოლოდ ტოლსტოით არ შემოვფარგლულვარ. გადაღებების წინ ორლანდო ფაიჯესას „ნატაშას ცეკვა“ წავიკითხე ,რომელიც იმ პერიოდის რუსეთის კულტურის ისტორიას ასახავს.
-რას გვეტყვით თავად რუსეთის შესახებ?
-რადგან ამ ქვეყანაში არცერთხელ ვყოფილვარ, არ შემიძლია რუსეთზე ვისაუბრო, თუმცა რამდენიმე რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ამ ყველაფრის ცოდნისა და არ ცოდნის გარეშეც და წიგნებიდან მიღებული ცოდნითაც არ არის საკმარისი დავასკვნა მათი „ამოუცნობი რუსული სული“.
-თქვენ ასე ტყუილად გვაფასებთ კირა...
-არა, ნამდვილად არაფერი ვიცი თანამედროვე რუსეთის შესახებ, თუმცა ვიმედოვნებ თქვენი გასაოცარი კულტურა ახლა უფრო მეტად ფასდება ვიდრე XIX საუკუნეში. მაშინ, ხომ არისტოკრატები საჭიროდ თვლიდნენ ესაუბრათ ფრანგულად და არა მშობლიურ ენაზე, მათ თითქოს საკუთარი წარმომავლობის სცხვენოდათ. ფრანგებმა გასწავლეს ყველაფერი: როგორ უნდა მოქცეულიყავით საზოგადოებაში, რა უნდა წაგეკითხათ და ამასთნავე, რა უნდა ჩაგეცვათ.
-თქვენი გმირისთვის ვინ განსაზღვრა სამოსი, ფრანგებმა თუ ინგლისელებმა?
-კოსტიუმების მხატვარი არაჩვეულებრივი ჟაკლინ დიურანი იყო, ბრიტანელი ჩემი თანამემამულე. მისი კოსტიუმების წყალობით ამ ფილმში მნიშვნელოვან დრამატულ როლებს თამაშობდნენ.
–ხომ ვერ დააკონკრეტებდით?
-თქვენ გახსოვთ რა ნივთებს ატარებს ანა კარენინა? ნატურალური ბეწვი, ჩიტის ბუმბული, ცივი ბრილიანტი, ეს ყოველივე სიმბოლურად განასახიერებს ყოველგვარ უარყოფითს. ჟაკლინის კოსტიუმებში კარენინა გამოიყურება საბედისწეროდ, თუმცა ამასთნავე მისი ჩაცმულობა აკრძალული და ტრაგიკულია.
-თქვენ როგორც მსახიობი არ დაიღალეთ ასეთი როლებით?
-ბოლო 5 წელია, რაც ასეთი რთული როლების შესრულება მიწევს. მოვიდა დრო ვითმაშო რაღაც პოზიტიური, პირველივე შესაძლებლობისას ამას ნამდვილად განვახორციელებ.