ავტორი
თიკო ბეკოშვილი
ფილმები - ,,მათთვის ვინც მამამ მიატოვა“ და ,,აქ თენდება“, ქართველი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა ,,სამი სახლი“, ,,დარჩი ჩემთან“ და სერიალი ,,ცხელი ძაღლი“ ყველასთვის კარგად ნაცნობი და რეიტინგული. სერიალ ,,ცხელი ძაღლის“ ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა. რატომ აკრძალური და სკანდალური?! ამას ჩემი რესპოდენტი, საქართველოს კინო განვითარების ფონდის დირექტორი, კინო-რეჟისორი ზაზა ურუშაზე მოგვიყვება.
- როგორ გახდით რეჟისორი და რატომ აირჩიერთ ეს პროფესია?
- 16 წლის ვიყავი, სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომ ჩავაბარე და ქალბატონ ლანა ღოღობერიძის ჯგუფში მოვხვდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ კინოს გარეშე არ შემეძლო და მომავალში ეს საქმე უნდა მეკეთებინა.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები კინოში...
- ეს ძალიან საინტერესო იყო. მაშინ, უამრავი საშუალება გვქონდა თავი წარმოგვეჩინა. სტუდენტობისას სამი ფილმი მაქვს გადაღებული, რაც სრულყოფილ ფილმს სჭირდებოდა ყველა პროცედურა გავიარე. 21 წლის ვიყავი, როცა სარეჟისორო დავამთავრე და ხელობა უკვე კარგად შესწავლილი მქონდა.
- რომელია თქვენი პირველი ფილმი?
-1990- იან წლებში, ძალიან რთულ პერიოდში, პირველი მოკლე მეტრაჟიანი, მაგრამ წარმატებული ფილმი ,,მათთვის ვინც მამამ მიატოვა'' გადავიღე. რთული პერიოდის მიუხედავად, მაინც მოვახერხე და დავამთავრე ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,აქ თენდება'', ეს იყო 1998 წელი. შემდეგ მქონდა ორ წლიანი პაუზა, მაშინ ჩამოყალიბდა საქართველოს კინო-ცენტრი, რომლის დირექტორიც გავხდი და მთელ დროს აქ ვატარებდი.
- თქვენ ხარათ სერიალ ,,ცხელი ძაღლის'' ავტორი, ბოლო, მეოთხე სეზონი აკრძალულ სეზონად ითვლება, რატომ?
- ეს ფილმი, მაშინდელი პრემიერ მინისტრის გარდაცვალებას ეხებოდა, ამიტომ ფილმი გააქრეს...
- და თქვენ არ ელოდით ასეთ რეაქციას?
- შეკვეთა მქონდა და გადავიღე. ვიცოდი, რომ ჩინოვნიკებისთვის არასასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ნამდვილად არ ველოდი ფილმის გაქრობას, რადგან დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა.
- სერიალის ორიგინალი, როგორც ვიცი ტელეკომპანია ,,იმედში'' ინახებოდა, როგორ მოახერხეთ მისი შენარჩუნება?
- 2007 წლის ოქტომბერში, მივხვდი, რომ სერიალს საფრთხე ემუქრებოდა, ახლოვდებოდა 7 ნოემბრის მოვლენები, მოვახერხე და ტელეკომპანია ,,იმედიდან'' სერიალის ორიგინალი გამოვიტანე. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად პრეზიდენტის დაკვეთა იყო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, არასასიამოვნო ფაქტი ხომ მოხდა?!
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ახლახანს, ფილმ ,,მანდარინების'' გადაღება დავამთავრე, ქართულ-ესტონური პროდუქციაა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. მისი პრემიერა ოქტომბერში იქნება.