შემოგვიერთდით facebook-ზე
როგორ მოხვდა ნათია ბადირეიშვილი ,,კომედი შოუში“?!
30-06-2013, 18:41  /  ნახვა: 6883

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

ნათია ბადირეიშვილი: ჩემს ცხოვრებას კომედიის ელემენტები აქვს, რაც მთავარია საშინელებეთა ფილმი არ არის, არც დრამა, ის უფრო სათავგადასავლო მელოდრამაა. 

- რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაგებარებინათ?

- ხალხთან ურთიერთობა და საინტერესო ცხოვრება მიყვარს, თუმცა თავიდან სხვა პროფესია მინდოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ.

- შოუში  როგორ  მოხვდით?

- მოცეკვავე ვარ,  არგენტინულ ცეკვებზე  დავდიოდი. ისე მოხდა, რომ  უნივერსიტეტში, სადაც  ცეკვის  გუნდი გვქონდა,  გვერდით  აუდიტორიაში,  ,,მანსაკანის“  ბავშვები თამაშობდნენ, რომლებსაც  ერთ-ერთი  როლისთვის  გოგო  დასჭირდათ. მთხოვეს, რომ  მეთამაშა,  სწორედ  ამ პერიოში  ,,თქვენი შოუ“  იქმნებოდა.  დამირეკეს,  რომ  იქაც  ერთი  როლი შემესრულებინა, პირველს მეორე როლი მოჰყვა  და ასე, დავრჩი შოუში.

- მსახიობობაზე გიოცნებიათ?

- არასოდეს, ყოველთვის სხვა რაღაცეებით  ვიყავი გატაცებული, შემოქმედებითი საღამოები მიყვარდა, რითაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. 

- ხშირად იღებ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?

- მნიშვნელივანია, როცა გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარები, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამას ბავშვობიდან  ვაკეთებ. 

- ფილმში ან სერიალში თამაშის სურვილი გაქვს, თუ საოგადოებისთვის ყოველთვის კომედი მსახიობად დარჩები?

- ამაზე არ მიფიქრია, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ახლა,  ძირითადად ჩემი პროფესიით ვმუშაობ, პიარის განხრით, სატელევიზიო ბადეს  ვქმნი და ,,კომედი შოუს“  კლიპებში მონაწლიეობას ვიღებ.

როგორ მოხვდა ნათია ბადირეიშვილი ,,კომედი შოუში“?!

- შოუმ თქვენს ცხოვერებაში რა შეცვალა?

-  დამოუკიდებელი ადამიანი გავხდი,  თავდაჯერებულობას კიდევ უფრო მმატებს. საზოგადოებისგან სითბოს და ყურადღებას ვგრძნობ, განსაკუთრებით ბავშვებისგან, რაც ძალიან მსიამოვნებს.

-  როგორი ურთირეთობა გაქვთ მსახიობებთან, ვისთან მეგობრობთ?

- არაჩვეულებრივი, უფრო ახლოს, კი ჩვენს გუნდთან ვარ, ვენდობი.  ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ, ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო და დახმარების იმედი მქონდეს.

- კარიერისტი ხართ?

- არ შემიძლია მთელი ცხოვრება კარიერას მივუძღვნა, თუმცა  მუდმივად ვერც სახლში ვიქნები. სრული ბედნიერებისთვის, კარიერის და პირადი ცხოვრების შეთავსება თავისუფლადაა შესაძლებელი. 

- როგორია ნათიას ერთი, ჩვეულებრივი დღე?

- დილით ადრე ვდგები და უნივერსიტეტში მივდივარ, (თუმცა უნივერსიტეტს  უკვე ვამთავრებ, გამოცდები  დამრჩა ჩასაბარებელი),  შემდეგ სამსახურში, საღამოს სახლში. გართობისთვის ცოტა დრო  მრჩება. ყველაფერს ვასწრებ, მთავარია დრო სწორად გადაანაწილო. ღამის კლუბებში სიარული და დახურული სივრცე არ მიყვარს,  მირჩევია, მეგობრებთან ერთად, ქალაქ გარეთ გავერთო.

- როგორია ნათია მეგობრებთან?

- ძალიან მხიარული, ვცდილობ გავერთო და ისეთი ვიყო როგორიც ვარ.

- რომ  შეგეძლოს შენ ცხოვრებაში რამეს შეცვლიდი?

- არა. შეცდომებზე, ბევრი რამ ვისწავლე... 

- გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი და მსახიობი ხარ, კიდევ რას საქმიანობ?

- ძალიან მიყვარს დეტექტიური წიგნების კითხვა, პირველად ,,აგატა კრისტი“ წავიკითხე. მომავალში წიგნის დაწერა მეც მინდა, თუ როდის, ამას დრო გვიჩვენებს.

- დიდი ხანია წერთ?

- ცამეტი წლიდან, ვერ გეტყვით, რომ შედევრები იყო, მაგრამ მცდელობა ამ ასაკიდან მქონდა.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით?

-  დაგეგმილი არაფერი მაქვს, ცხოვრების დინებას მივყვები, თუმცა მაგისტრატურაზე, პიარის განხრით ჩაბარებას ვაპირებ.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა