შემოგვიერთდით facebook-ზე
შეხვედრა ამერიკის ჩემპიონებთან
4-06-2013, 13:54  /  ნახვა: 2016

შეხვედრა ამერიკის ჩემპიონებთან

დღეს, 16 საათზე, ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ გაიმართება „სკაიპ-ჩართვა“ აშშ-დან, კერძოდ კი ლას-ვეგასიდან, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრთან, გიორგი მაჩაბელთან, რომელიც „Open America“-ს ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონია. ასევე „სკაიპ-ჩართვაში“ იქნება ამერიკის ტრადიციული ჩემპიონატის „Open America“-ს წლევანდელ გამარჯვებულთან დავით სვანიძესთან. „ლანგეითში“ გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონი და „Open America“-ს ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონი, დავით ტყებუჩავა და სხვა წარმატებული სპორტსმენები. საინტერესო შეხვედრა ელის ქართული სპორტის გულშემატკივართ.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა