შემოგვიერთდით facebook-ზე
მიზეზი რის გამოც უკრაინაში ოთო ნემსაძემ პირველი ადგილი ვერ აიღო
2-07-2013, 22:58  /  ნახვა: 2832

ავტორი

სოფიკო ხვიბლიანი

ოთო ნემსაძე: ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს, იმედი მაქვს  იღბალი არ მიმატოვებს, კარიერას უკრაინაშიც წარმატებით გავაგრძელებ და ჩემს ქვეყანას ვასახელებ.

 - ფართო საზოგადოებამ ჯეოსტარის მეშვეობით გაგიცნოთ,  რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში? 

- ჯეოსტარში შემთხვევით  მოვხვდი და გავიმარჯვე.  ამისათვის, ყველას მადლობას ვუხდი, ეს ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ჯეოსტარმა,   ჩემს საქმიანობაში ასი გრადუსით შემომატრიალა. 

- თქვენ უკრაინულ ,,ახალ ხმაში“ მიიღეთ მონაწილეობა, მსგავსი შოუ საქართველოშიც არის, რატომ უკრაინაში და არა ჩვენთან?

- მინდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი შოუა, საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ბევრი ნიჭიერი მომღერალი აღმოაჩინა. ვთვლი, რომ საქართველოსთვის ახალი ხმა არ ვიყავი და ამიტომ თავი შევიკავე. 

- პირველად ,,feeling good” იმღერეთ და ოთხივე მწვრთნელი შემოგიტრიალდათ, ვინ გირჩიათ ეს სიმღერა და საერთოდ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი?

- არავის არაფერი ურჩევია, ამ კონკურსში ყველა  სიმღერა ჩემი არჩეული იყო, ერთის გარდა. კიევში კონცერტი მქონდა,  იქ ,,ქართულმა ასოციაციამ“ მონაწილეობის მიღება მირჩია, თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მერე დამითანხმეს.

- როდესაც ოთხი მწვრთნელი შემოგიტრიალდათ, რა შეგრძნება დაგეუფლათ?

- ვიცოდი რომ, ერთი მაინც შემოტრიალდებოდა. ვერ გეტყვით, მაშინ რას ვგრძნობდი, უბრალოდ ძალიან გამიხარდა.

მიზეზი რის გამოც უკრაინაში ოთო ნემსაძემ პირველი ადგილი ვერ აიღო

- თქვენ აირჩიეთ ,,okean Elzy“- ის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკია, მის გუნდში ყოფნა რატომ გინდოდათ?

- იგი ძალიან ცნობილი ჯგუფის სოლისტია, წარმატებულია არამარტო რუსეთში, მას ამერიკაში ,, ჰიპ მეიკერს“ ეძახიან და ისეთ სიმღერებს ქმნის, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა, თანაც ამ ოთხიდან, მხოლოდ მას ვიცნობდი.

- ერთ-ერთი სიმღერის დროს ჟიურის წევრი აატირეთ, როგორ მიგაქვთ მაყურებელთან ასე სიმღერა?

- არამარტო ჟიურის წევრი, მთელი დარბაზი ტიროდა. ერთი რამ მინდა ვთქვა, არასოდეს  მოატყუო მაყურებელი და რასაც შენ გრძნობ, აუცილებლად  იგივეს იგრძნობს მსმენელი.

- თვენ მეორე ადგილზე გახვედით, რადგან უკრაინის მოქალაქე არ იყავით,  ეს თავიდანვე იცოდით? 

-  ვიცოდი, ამან პირდაპირ ეთერშიც გაიჟღერა, რომ ეს ფაქტორი ხელს შემიშლიდა. გული დამწყდა, მაგრამ თავს დამარცხებულად, მაინც არ ვთვლი. ეს არის ჰოლანდიური შოუ, სადაც ეროვნებას  მნიშვნელობა არ აქვს, მონაწილეობ და იმარჯვებ. 

- პროფესიით ეკონომისტი ხართ, აპირებთ თქვენი პროფესიით  მუშაობას,  თუ მუსიკა თქვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა?

- ოთხი წელია ჩემი პროფესიით არ მიმუშავია და არც ვაპირებ, მზად არ ვარ სერიოზულ სამსახურს მოვკიდო ხელი.  ჯერ მაგისტრატურის დამთავრებას ვაპირებ, ამისათვის კი  თავისუფალ დროს ველოდები. დღეს კი მუსიკით ვარსებობ და შემოსავალიც ამ საქმიანობით მაქვს.

- კარიერის გაგრძელებას უკრაინაში აპირებთ?

- ბევრი შემოთავაზება მაქვს, ერთ-ერთი ჩემი მწვრთნელისგან ფილმში მთავარ როლზე გადაღებაა. იგეგმება ჩემი უკრაინული ალბომის ჩაწერა, ტური სხვა ქვეყნებში, ამიტომ   დარწმუნებული ვარ, რომ კარიერას იქ გავაგრძელებ. 

მიზეზი რის გამოც უკრაინაში ოთო ნემსაძემ პირველი ადგილი ვერ აიღო

- ყველა კონკურსში იმარჯვებთ, რა თვისება გეხმარებათ წარმატებაში?

- გამართლება ძალიან მიმართლებს.

- როგორია ოთო ნემსაძის ერთი დღე?

- არაფერს  ვგეგმავ, დინებას მივყვები და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.  

- რას იტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

- მინდა, კარიერა უკრაინაში გავაგრძელო, იმიტომ რომ ეს არის გაცილებით დიდი ბაზარი, ვიდრე საქართველო და მეტი შანსი მაქვს, გავაკეთო ყველაფერი ჩემი ქვეყნისთვის.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა