შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი 

მეგი მაჭარაშვილი

კაცი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა... საქართველოდან -იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სტუდია  „გუთანი“-ს  ახალი ფილმის „არაჩვეულებრივი"-ის ჩვენება გაიმართა.

„არის ადამიანი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა. როდესაც პილიგრიმებზე მუშაობა დავიწყეთ და ეს ადამიანი გავიცანით, ფილმი შინაარსობრივად სულ სხვანაირად წარიმართა. მივხვდით შემოქმედებით ინდივიდთან გვქონდა საქმე. აზრი მოგვაწოდა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ამიტომ მოგიწვიეთ აქ, რათა სიყვარულის დღესასწაული მოვაწყოთ.“ - განაცხადა რეჟისორმა.

20-09-2013, 20:35

ავტორი 

მეგი მაჭარაშვილი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეცნიერმა გიორგი ცხადაიამ საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრმა გიორგი ცხადაიამ, საჯარო ლექცია - „თანამედროვე სოციალური მოძრაობები" - წაიკითხა.  

გიორგი ცხადაიამ, მუშათა კლასზე, გერმანელ ,,მწვანეებზე”, სოციალურ დემოკრატიულ წყობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ახალ, თანამედროვე სოციალურ მოძრაობებს ორ ნაწილად ყოფს: პირველი, რომელიც პოლიტიკაში შედიოდა,  ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც  ტადიციულ პოლიტიკაში არ შედიოდა.

მან განმარტა, თუ რას წარმოადგენენ სოციალური მოძრაობები, რა იდეები აქვთ, რა მიზნებს ემსახურებიან, რომ მათი წარმომადგენლები თვითრეფლექსიას მისდევენ. ისინი ძირითადად საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავენ და ინტელექტუალურ დისკუსიებში არიან ჩართულები.

„ჩემი ლექციის მიზანია, უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ფიქრი პრობლემებზე, რომელიც  თანაბრად აწუხებთ დედამიწის მაცხოვრებლებს, ეს გლობალური დისკუსიის ნაწილია. იმისათვის, რომ რაღაცის შეცვლა შევძლოთ, პირველ რიგში მოქმედებაა საჭირო და კიდევ, ახალი სოციალური მოძრაობები, ჩვენი სივრციდან არ უნდა განვდევნოთ.“

19-09-2013, 12:15

პოეზიის საღამო სიცოცხლის გადასარჩენად

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, ამავე ბიბლიოთეკის  მკითხველთა კლუბმა  და „ქალი პოეტები ქველმოქმედებისთვის“ საქველმოქმედო პოეზიის საღამო მოაწყვეს.

ღონისძიება ათი წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად გაიმართა. ექიმებმა, საქართველოში, მისი დიაგნოზი ვერ დაადგინეს, ის ამჟამად გერმანიაში გამოკვლევებზე იმყოფება.

14-09-2013, 19:55

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

სოციალური პროექტი - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

12-09-2013, 14:39

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამერიკის დელეგაცია ესტუმრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიას, ამერიკის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უმასპინძლა. დელეგაციის წევრები კომისიის ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, თავმჯდომარის მოადგილეს დავით კირთაძეს და ცესკოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
დავით კირთაძემ, ამერიკელ სტუმრებს, ცესკოში მიმდინარე აქტივობები გააცნო.  მხარეებმა, არსებული საარჩევნო გარემო განიხილეს და 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს.

12-09-2013, 13:13

ქართველმა კარატისტებმა პრემიერ ლიგაზე თავი ისახელეს

6-8 სექტემბერს, სტამბულში, კარატეს პრემიერ ლიგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 45 ქვეყნის, 700 ზე მეტი სპორტსმენი იღებდა. წლევანდელი პრემიერ ლიგა, უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს წამყვანი კარატისტები ასპარეზობდნენ და საკუთარი ქვეყნიდან გულშემატკივრებიც არ აკლდათ.

,,კარატეს პრემიერ ლიგა, ერთ-ერთი რთული მოსაგები ტურნირია და ამავე დროს, მეტად პრესტიჟული, რომელში მონაწილეობისთვისაც დიდი შესარჩევი ეტაპი უნდა გაიარო. აქვე, აღვინიშნავ, რომ ეს არის ევროპული დონის ღონისძიება კარატეში და ამით ჩვენ ოლიმპიადისთვის სამზადისსაც ვპასუხობთ, რაც ასევე კარგად მიმდინარეობს კარატეს მსოფლიო ფედერაციაში. შედეგები ნამდვილად კარგი ვაჩვენეთ - ორმა ქართველმა სპორტსმენმა გოგიტა არქანიამ (-84) და დავით ტყებუჩავამ (-60) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ ეტაპზე კმაყოფილების უფლება გვაქვს, მაგრამ ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი," - განაცხადა სტამბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

10-09-2013, 21:57

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
სახალისო პერსონაჟებით წარმოდგენილი ქართული ანბანი  ბავშვებისთვის
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში,  ნინო ლარცულიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით - გრამატიკული ზღაპრები: „ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“.
ფერადი ილუსტრაციებითა (ზღაპრისთვის ილუსტრაციები შექმნა მხატვარმა ლელა ცინაძემ) და მხიარული ისტორიებით დატვირთული, ეს წიგნი, გაცოცხლებულ ქართულ ანბანს წარმოადგენს, სადაც ყოველი ასო-ნიშანი ახალი და საინტერესო პერსონაჟია. ილუსტრაციების მეშვეობით სათქმელი მარტივდება, ეს მეთოდი ბავშვებს შინაარსის აღქმას უადვილებს.

10-09-2013, 15:16

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი  

,,ქირომანტია" - მეცნიერება თუ მისტიკა?             

საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ფსიქოლოგიის პროფესორმა, დოქტორ კლაუს პეტერ ფელერმა, რომელიც 1941 წელს, ქალაქ შვერინში დაიბადა,  წაიკითხა ლექცია თემაზე - „ქირომანტია - მეცნიერება, თუ მისტიკა?“

საუბრის დასაწყისში, აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში იმ თემაზე საუბარი, რომელიც მსოფლიოს აინტერესებს.  ქირომანტია -წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დარგი, რომელიც ადამიანის ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა და მომავლს, ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს.

14-08-2013, 22:16

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

,,ნუ მოკლავ ჯაფარას" - პრემიერას დისკუსია მოჰყვა

საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბობლიოთეკის კინოაუდიტორიაში, რობერტ მულიგანის ფილმის - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას" ჩვენება მოეწყო. ფილმი, 1962 წელს, ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლიის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. წიგნი გამოსვლისთანავე ,,პულიტცერის" პრემიით დაჯილდოვდა და კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუშად ითვლება. დღეს, ეს ნაწარმოები აშშ-ს სკოლების უმრავლესობაში ისწავლება. რომანს საფუძვლად ავტორის ბავშობის ერთი მოგონება უდევს.

ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე შედგა, მასში მსახიობები; გრიგორი პეკი, მერი ბედემი, ფილიპ ერფორდი, რობერტ დიუვალი, ბროკ პიტერსი და კოლინ უილკოქსი მონაწილეობენ.

14-08-2013, 22:10

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) ხსენების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

14-08-2013, 22:01

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

მარიამ კახელიშვილი სამსახიობო კარიერაზე ოცნებობს  

მარიამ კახელიშვილი: სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, თუმცა ჩემი მეორე პროფესია მსახიობობაა და თუ შესაძლებლობა მექნება, მინდა ხალხს თავი  ამ ახალი საქმით შევახსენო. 

- პროექტ ,,ნიჭიერში” მონაწილეობამდე რას საქმიანობდით?

- მონაწილეობას  ბევრ კონცერტსა და არასატელევიზიო კონკურსში  ვიღებდი, ლაურიატის წოდებაც ბევრჯერ მიმიღია. პატარა მომღერალი ვიყავი, რომელსაც სიგელებით და დიპლომებით ახალისებდნენ.

- ვინ იყო „ნიჭიერში“ მონაწილეობის ინიციატორი?

- ერთხელ, დედასთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი, სადაც „ნიჭერის“ რეკლამა გადიოდა და მთხოვა, კასტინგზე გავსულიყავი. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა საქმეს ვეჭიდებოდი. არ მეგონა, რომ მთელი საქართველო გამიცნობდა. ამ პროექტმა  ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ხალხს ვუყვარვარ და დიდ სითბოს ვგრძნობ.

14-08-2013, 21:51

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

რა  უშლის ხელს წარმატებაში ანა ხანჩალიანს?!

ანა ხანჩალიანი: ცხოვრებაში, ბევრს  მივაღწიე, მომავალშიც ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემს ოჯახს გვერდში დავუდგე და დავეხმარო. მჯერა, რომ ღმერთი ყველაფერს შემაძლებინებს.

- რამდენი წლიდან დგეხართ სცენაზე?

- ბავშვობიდან, თავდაპირველად ძმასთან ერთად, მეხუთე კლასამდე,  დუეტში ვმღეროდი. შემდეგ ძმამ სიმღერას თავი დაანება და მარტომ გავაგრძელე. 2008 წელს, ერევანში, ფესტივალზე,  საქართველოს სახელით გავემგზავრე, სადაც ასორმოცი ბავშვიდან ამომარჩიეს და გალა-კონცერტი დამახურინეს. თითქმის ყველა მომღერალთან მამღერეს, რაც ჩემთვის ძალინ დიდი სტიმული იყო.

3-08-2013, 18:37



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა