შემოგვიერთდით facebook-ზე
,,ნუ მოკლავ ჯაფარას" - პრემიერას დისკუსია მოჰყვა
14-08-2013, 22:10  /  ნახვა: 6306

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბობლიოთეკის კინოაუდიტორიაში, რობერტ მულიგანის ფილმის - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას" ჩვენება მოეწყო. ფილმი, 1962 წელს, ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლიის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. წიგნი გამოსვლისთანავე ,,პულიტცერის" პრემიით დაჯილდოვდა და კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუშად ითვლება. დღეს, ეს ნაწარმოები აშშ-ს სკოლების უმრავლესობაში ისწავლება. რომანს საფუძვლად ავტორის ბავშობის ერთი მოგონება უდევს.

ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე შედგა, მასში მსახიობები; გრიგორი პეკი, მერი ბედემი, ფილიპ ერფორდი, რობერტ დიუვალი, ბროკ პიტერსი და კოლინ უილკოქსი მონაწილეობენ.

,,ნუ მოკლავ ჯაფარას" - პრემიერას დისკუსია მოჰყვა

ჩვენების შემდეგ, დისკუსია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილთან გაიმართა. მან ფილმის შინაარსზე და რასიზმთან ბრძოლაზე ისაუბრა. 

ფილმში, მამის შვილთან ურთიერთობის ორი პოზიციაა ნაჩვენები. ფილმის გმირს, თეთრკანიან გოგონას, შეუძლია შავკანიან მამაკაცზე თქვას, რაც უნდა და საზოგადოება მას დაეთანხმება. რომ არა კანონების სიმკაცრე და ქმედითი რეგულაცია, საზოგადოებაში ეს მთავარ პრობლემად დარჩებოდა.

ფილოსოფოსმა, ასევე განმარტა: ჯაფარა არის ჩიტი, რომელიც არაფერს ანადგურებს, დაფრინავს ლაღად და ჭიკჭიკებს. ეს თავისუფლების სახეა, სიმბოლურია - ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა გარიყოს და მოიძულოს.

ფილმის ჩვენებაზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა