შემოგვიერთდით facebook-ზე
მარიამ კახელიშვილი სამსახიობო კარიერაზე ოცნებობს
14-08-2013, 21:51  /  ნახვა: 4368

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

მარიამ კახელიშვილი: სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, თუმცა ჩემი მეორე პროფესია მსახიობობაა და თუ შესაძლებლობა მექნება, მინდა ხალხს თავი  ამ ახალი საქმით შევახსენო. 

- პროექტ ,,ნიჭიერში” მონაწილეობამდე რას საქმიანობდით?

- მონაწილეობას  ბევრ კონცერტსა და არასატელევიზიო კონკურსში  ვიღებდი, ლაურიატის წოდებაც ბევრჯერ მიმიღია. პატარა მომღერალი ვიყავი, რომელსაც სიგელებით და დიპლომებით ახალისებდნენ.

- ვინ იყო „ნიჭიერში“ მონაწილეობის ინიციატორი?

- ერთხელ, დედასთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი, სადაც „ნიჭერის“ რეკლამა გადიოდა და მთხოვა, კასტინგზე გავსულიყავი. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა საქმეს ვეჭიდებოდი. არ მეგონა, რომ მთელი საქართველო გამიცნობდა. ამ პროექტმა  ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ხალხს ვუყვარვარ და დიდ სითბოს ვგრძნობ.

მარიამ კახელიშვილი სამსახიობო კარიერაზე ოცნებობს

- თქვენ მესამე ადგილზე გახვედით, რასაც ტირილით შეხვდით... 

- მაშინ, ძალიან პატარა ვიყავი, ყველაფერს მარტივად ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მთავარი გამარჯვება კი არა ხალხის სიყვარულია.

- თქვენ „ევროვიზაიზე“ მონაწილეობაც მიიღეთ, მოგვიყევით ამ კონკურსის შესახებ.

- 2010 წელს, ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემი პროდუსერის გიგა კუხიანიძის ინიციატივით მივიღე. ბედი ვცადე და მეოთხე ადგილით დავბრუნდი. ეს პერიოდი ძალინ კარგად მახსენდება, იქაური ხალხის სითბო ახლაც მომყვება, მათთან კონტაქტი ახლაც მაქვს. 

- თქვენ მოკლემეტრაჟიან მიუზიკლშიც მონაწილეობთ,  გვესაუბრეთ თქვენს როლზე, ვინ იღებს და როდის გავა ეთერში?

- ფილმს გიგა კუხიანიძე იღებს, რომელიც კინოთეატრებში სექტემბერში გავა. ჩემი გმირი დიდი, მსუქანი ბაჭიაა, რომელიც პატარა ბაჭიებს სტაფილოს ხეხვას და ბოსტნეულის დარგვას ასწავლის. თუ რამე შეეშალათ არ ეჩხუბებათ. პატარებს თბილად და გასაგებად უხსნის, ეს თვისება რეალურადაც მაქვს, ვცდილობ ყველას დავეხმარო და გვერდში დავუდგე.

მარიამ კახელიშვილი სამსახიობო კარიერაზე ოცნებობს

- დიდი ხანია ტელე-ეკრანებიდან გაქრით, აპირებთ კლიპის ან დისკის გამოშვებას?

- ამის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ჩემი გეგმების განხორციელება ვერ შევძელი.

- ბოლოს, ალბად სამსახიობო კარიერას გააგრძელებთ? 

- ეს პროფესია ძალიან მომწონს, თავი ამ სფერიში ბევრად უკეთ  წარმომიდგენია. სიმღერა, ისეთი პროფესიაა, რომ  ეფექტური გამოსვლისათვის ორივე გჭირდება. თუ შემოთვაზება მექნება მსახიობობას სიამოვნებით გავაგრძელებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერას თავს დავანებებ, ის ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზეა.

- რატომ არ იღებთ მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობას, თუნდა „საქართველოს ვარსკვლავში“,  „ახალ ხმაში“.  ეს ხომ ის კონკურსებია, რომელიც დიდ გამოცდილებას და მუსიკალურ განათლებას მოგცემთ?

- „ახალ ხმას„ რაც შეხება,  ვთვლი, რომ საქართველოსთვის ახალი ხმა არ ვარ, ამიტომ  მონაწილეობა არც მიფიქრია.  „საქართველოს ვასკვლავზე“ კი ვფიქრობდი, მაგრამ წელს თავი შევიკავე.  თუმცა სურვილი მაქვს, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- მინდა მონაწილეობა საზღვარგარეთ, სერიოზულ კონკურსებში მივიღო და საქართველოს ფარგლებს გავცდე, რადგან აქ ერთ ადგილას გაჩერება ჩემთვის მიუღებელია.

 

 

                         

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა