შემოგვიერთდით facebook-ზე
რა უშლის ხელს წარმატებაში ანა ხანჩალიანს?!
3-08-2013, 18:37  /  ნახვა: 4013

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

ანა ხანჩალიანი: ცხოვრებაში, ბევრს  მივაღწიე, მომავალშიც ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემს ოჯახს გვერდში დავუდგე და დავეხმარო. მჯერა, რომ ღმერთი ყველაფერს შემაძლებინებს.

- რამდენი წლიდან დგეხართ სცენაზე?

- ბავშვობიდან, თავდაპირველად ძმასთან ერთად, მეხუთე კლასამდე,  დუეტში ვმღეროდი. შემდეგ ძმამ სიმღერას თავი დაანება და მარტომ გავაგრძელე. 2008 წელს, ერევანში, ფესტივალზე,  საქართველოს სახელით გავემგზავრე, სადაც ასორმოცი ბავშვიდან ამომარჩიეს და გალა-კონცერტი დამახურინეს. თითქმის ყველა მომღერალთან მამღერეს, რაც ჩემთვის ძალინ დიდი სტიმული იყო.

- კონკურსებში ხშირად მონაწილეობთ, რომელი იყო პირველი?

- ხშირად და ბევრი დიპლომიც მაქვს აღებული. ვცდილობ, საქართველო ყველგან ვასახელო. პირველად ,,ნიჭიერში“ მივიღე მონაწილეობა, ,,მელომანიაშიც“ იმავე წელს გავედი, შემდეგ მაკედონიაში  წავედი,  სადაც ,,გრამპრი“ ავიღე.

- ,,ნიჭიერში“ როგორ მოხვდით?

- ახლობლებმა და მეგობრებმა მირჩიეს ,,კასტინგზე“ გავსულიყავი, ბედი ვცადე და გამიმართლა.

რა  უშლის ხელს წარმატებაში ანა ხანჩალიანს?!

- რა შეცვალა,, ნიჭიერმა“ შენს ცხოვრებაში?

- საზოგადოებამ გამიცნო და შემიყვარა. ყველასგან დიდ სითბოს ვგრძნობ, რაც ძალიან  მახარებს. მაგალითად, მაღაზიაში, საყიდლებზე, რომ შევდიოდი  ყველაფერს მჩუქნიდნენ, რის გამოც კომპლექსი გამიჩნდა.

- როგორ მოხვდით ჯგუფ “candy“-ში?

- ,,ნიჭიერის“ შემდეგ გიგა კუხიანიძის სტუდიაში სიმღერებს ვწერდი. მაშინ გიგამ ,,ევროვიზიაზე“ წასვლა შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი. რეპეტიციაზე გავიგე, რომ ჯგუფთან ერთად უნდა გავსულიყავი, ასე, შეიქმნა  „candy”. სამ დეკემბერს ,,ევროვიზიაზე“ პირველი ადგილი ავიღეთ.

- ,,შოუბიზნესში“ თავის დამკვიდრება რთულია?

- სრულიად შემხვევით მოვხვდი და თავი დავიმკვიდრე, ამიტომ სირთულე არ მიგრძვნია.  გულდასაწვეტია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ კონკურსებში, უფინანსობის გამო მონაწილეობას ვერ ვიღებ. არადა, ასე შესაძლებელია, დიდმა „პუბლიკამ„ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგიცნოს.

- საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას თუ იღებთ? 

- დიახ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ავადმყოფი ძმა მყავს და ვიცი რას ნიშნავ საზოგადოების გვერდით დგომა,  ამიტომ უარი არასოდეს მითქვამს.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?

- ყოველთვის ვოცნებობდი, კარგი მომღერალი ვყოფილიყავი და  ჩემს ძმას დავმხმარებოდი. იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ.

- ახლა ფილმშიც იღებთ მონაწილეობას, მოგვიყევით რა როლი გაქვთ?

- მუზიკლია, მოკლემეტრაჟიანი, კომედიური,ზღაპრული და საბავშვო, სადაც უამრავი ცეკვაა დადგმული. ჯარისკაცი მელია ვარ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ჩემს გმირს არ ვგავარ, ტყუილები არ მეხერხება.

რა  უშლის ხელს წარმატებაში ანა ხანჩალიანს?!

- რეჟისორი ვინ არის და როდის გავა ეთერში?

- ფილმს გიგა კუხიანიძე იღებს, რომელსაც კინოთეატრებში მაყურებელი სექტემბერში იხილავს.  

- როგორია ანას ერთი დღე?

- ძალიან დაკავებული ვარ. ნიჭიერთა ათწლედში „ზაქარია ფალიაშვილის სკოლაში“ ვსწავლობ და ხშირად მეგობრებსაც ვერ ვნახულობ. ვსწავლობ ვიოლინოს განხრით და ფორტეპიანოზე. ხშირად მაქვს გასტროლები, ამიტომ ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი ვერ ვიცლი. თუმცა ყველანაირად ვცდილობ, ჩემი მოუცლელობა ძალიან შესამჩნევი არ იყოს და დრო გადავანაწილო.

- გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.

- წელს 132-ე  სომხური სკოლა დავამთავრე, მაგრამ მუსიკალურ ათწლედში სწავლას ისევ ვაგრძელებ. მომავალში კონსერვატორიაში ჩაბარებას ვაპირებ, ვიოლინოსა და ოპერის განხრით, ერევანში, რადგან იქ სიმებიანი განყოფილება ძალიან კარგია. ასევე,  გერმანიაში ვაპრებ წასვლას და ვემზადები კონკურსში მონაწილეობისთვის. 

 

                        

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა