შემოგვიერთდით facebook-ზე

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რა ელოდება საქართველოს და მსოფლიოს, თუ ანტარქტიკაზე ყინული დადნება

,,National Geografic“ -ს თუ დავუჯერებთ, აღმოსავლეთ ინგლისის ნახევარი, მთელი დანია, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, ბანგლადეში და ჩინეთის დიდი კედელიც კი წყლის საფარის ქვეშ აღმოჩნდება, თუ მსოფლიოს მთელი ყინული დადნება. მსოფლიო რუკა შეიცვლება და გვიჩვენებს რადიკალურად განსხვავებულ პლანეტა - დედამიწას, თუ ანტარქტიკის მთელი ყინული დადნება.
„ანტარქტიკაზე 5 მილიონი კუბური მილის რაოდენობის ყინულია, რომლის დადნობა ზღვის დონეს მნიშვნელოვნად აწევს. თუმცა ამ ყინულის დადნობას, ექსპერტთა აზრით 5000 წელი დასჭირდება“ - წერს ჟურნალი.
ყინულის დადნობაზე სხვა ფაქტორი იმოქმედებს.

14-11-2013, 16:16

ავტორი
მზია კევლიშვილი
თიკა ჯამბურიას და ირინა ბაირამაშვილის ერთობლივი ბიზნესი
მომღერლებმა თიკა ჯამბურიამ და ირინა ბაირამაშვილმა საბავშვო სტუდია გახსნეს, რომელსაც ,,დო რე მი" დაარქვეს. მასში 5-დან 15-წლამდე ბავშვები მიიღებიან. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ: მეტყველება, სასცენო მოძრაობა, ხატვა და ცეკვა.
- თიკა, როგორ გაჩნდა სტუდიის შექმნის იდეა?
- ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჩემმა ორი წლის შვილმა, ხობის ფესტივალზე, ჩემს მიერ ნასწავლი სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ფიქრის პროცესში ვიყავი, როცა ირინა ბაირამაშვილმა საბავშვო სტუდიის გახსნა შემომთავაზა. ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ ადვილად ავიღე პასუხიმგებლობა და მის შემოთავაზებას დავთანხმდი.
- ვინ არიან მასწავლებლები?
- სტუდიის ხატვის მასწავლებელი გახლავთ არაჩვეულებრივი მხატვარი თეკლე ხახუბია, ხოლო ვოკალის პედაგოგი - მარი ლიკლიკაძე.
- რით არის გამორჩეული თქვენი სტუდია მსგავსი სტუდიებისგან?
- ჩვენთან ბავშვებს დახვდებათ გარემო, სადაც მათ შეიყვარებენ და წაახალისებენ. მათთვის არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ დიდი მეგობრებიც ვართ. სწავლების მეთოდი ფსიქოლოგებისა და პროფესიონალების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ. ოთახი, რომელშიც ბავშვები ისწავლიან, ხატვის მასწავლებელმა, თეკლე ხახუბიამ მოხატა, რაც ასევე ჰარმონიულ და თბილ გარემოს ქმნის. ჩვენი მიზანი, მთელი საქართველოს მაშტაბით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა. იმედი გვაქვს, რომ ბავშვებს სიმღერას შევაყვარებთ და დიდ წვლილს შევიტანთ მათ კარიერულ წინსვლაში.

14-11-2013, 14:47

ავტორი
გიორგი გაბაშვილი
ლეილა გაფრინდაშვილი: ივანიშვილს სულს ამოვხდით და ყველაფერში ვამხელთ
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორია საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 2.9 % მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. თუმცა ამ შედეგებს ისინი არ იზიარებენ. მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასა და ლეიბორისტული პარტიის მომავალზე, მათ ერთ-ერთ ლიდერს - ლეილა გაფრინაშვილს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებს ლეიბორისტული პარტია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ზოგადად სიტუაციას?
- მოგეხსენებათ, რომ შეიცვალა და მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელზეც საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებდა. ლეიბორისტული პარტია, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, სკეპტიკურად იყო განწყობილი მის მიმართ. ვამბობდით, რომ ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა, არაფერი შეიცვლებოდა და სისტემა იგივე დარჩებოდა, არაფერი შეიცვლებოდა ეკონომიკურადაც. ის ყოველთვის ისედაც იყო პოლიტიკაში, სააკაშვილის მმართველობაც მისი ხელდასმით მოხდა, რასაც თვითონ სააკაშვილიც არ უარყოფს და ამბობს, რომ იგი მისი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი გახლდათ. ამდენად, სისტემა უვცვლელი დარჩა, ხალხის მოლოდინი აბსოლუტურად გადავიდა ნიჰილიზმში, რაც ამ არჩევნებმაც ცხადყო. ამომრჩეველთა 35 %-ზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა, ის 10-11 %, რომელიც მერე მიაწერეს ახლაც ვარკვევთ, როგორ მოახერხეს.

14-11-2013, 14:14

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ჯადოსნური ,,ლამპარი“

მათ ფართო საზოგადოება დღემდე არ იცნობთ. არც კონცერტებით და გამოსვლებით ყოფილან განებივრებულნი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია. ამ პატარა ოჯახში საოცარი სითბო და სიყვარული ტრიალებს - ხალხურ საკრავთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური სტუდია ,,ლამპარი”. სტუდიის ხელმძღვანელს მთვარისა ვაჭარაძეს ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ ესტუმრა. ჩვენი ჟურნალი პირველია, ვინც მისგან ინტერვიუ აიღო, იგი ჩვენი აღმოჩენაა. 

მთვარისა ვაჭარაძე: სტუდია ,,ლამპარი“ 2011 წელს ჩამოვაყალიბე. თავიდან 5 მოსწავლე მყავდა, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა ასზე მეტია. მესამე წელია, რაც სტუდია ფუნქციონირებს. გვაქვს სხვადასხვა განყოფილება; საესტრადო, ხალხური და გიტარის ჯგუფი. საგალობლების ჯგუფიც გვინდოდა შეგვექმნა, მაგამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვები უზომოდ მიყვარს, მათ ერთმანეთის სიყვარულს ვასწავლი. სიყვარულით იწყება პიროვნებად ჩამოყალიბება, ამას შეძლებისდაგვარად ვცდილობ და მგონი გამომდის. შეიძლება ყველა პროფესიონალ მუსიკოსად და მომღერლად ვერ ჩამოყალიბდეს, მაგრამ, როგორც პიროვნება შედგეს. ყველა ბავშვი, ვინც ჩემთან მოდის,  ჯერ ჩემი საუკეთესო მეგობარია და შემდეგ მოსწავლე.

13-11-2013, 20:52

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ლაშა დარბუაშვილი: ზოგჯერ ადამიანებს შრომა გვეზარება და გარკვეულ წინააღმდეგობებს ვაბრალებთ
36 წლის ხატმწერი ლაშა დარბუაშვილი სამი წლის ასაკიდან ხატავს. მანქანების ხატვით დაწყებულმა გატაცებამ ფერწერის შესწავლამდე მიიყვანა. ეკლესიურმა ცხოვრებამ კი ხატწერით დააინტერესა.  ამბობს: რომ ყველა ნახატს თავისი ეპოქა აქვს. როდესაც ეკლესიური ხდები, ხატს სიღრმისეულად აღიქვამ და ხვდები, რომ ხატწერასთან შედარებით ხატვა არაფერია, ხატწერა სულთან უფრო ახლოსაა,  ვიდრე ჩვეულებრივი მხატვრობა.
- რა არის თქვენთვის ხატწერა?
- ხატწერა ჩემთვის საეკლესიო ხელოვნება და ღმერთთან ურთიერთობაა. განვიცდი და უფრო მოკრძალებული ვხდები, როდესაც ხატს ვწერ, ვაცნობიერებ, რომ წმინდანის პორტრეტს ვქმნი. განწყობა უნდა შეიქმნა, რომ უფალმა ხატი დაგაწერინოს.
მიქელანჯელოს ნახატებში სიშიშვლე, ვნებები, ადამიანების ანატომია ჩანს, რადგან ერის მხატვრობაა და  თავისუფლება მიღებულია. ხატწერა კი სამოთხეა, სულ სივრცე და  მარადისობაა. ხატწერაში უმეტესწილად სიმბოლოებია.
პირველ საუკუნეში, რომის იმპერიაში, ძალიან ბევრ ადამიანს აკრავდნენ ჯვარზე. ამიტომ ხატწერაში მაცხოვრის შარავანდედში აუცილებლად ჯვარი უნდა იყოს გამოსახული, ქრისტეს ნიშანი.  თუ შარავანდედში ჯვარი გამოსახული არ არის, ესე იგი ხატი დარღვეულია. ხატი ისე უნდა დაიწეროს, რომ მეტყველი იყოს. საერო მხატვრობისგან განსხვავებით, ხატწერაში რეალიზმი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია არსი იყოს სწორად გადმოცემული.

13-11-2013, 13:46

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ანა გოგუაძე: სტერეოტიპები, რაც ქართველებს აქვთ, სისულელეა
ფოტოხელოვანი ანა გოგუაძე, მსახიობ გოგა პიპინაშვილის თეატრალურ სტუდია ,,არტ" ჰოლში გავიცანი. ჩემი ყურადღება თავისი საოცარი სულიერი და გარეგნული სილამაზით, მაშინვე მიიქცია, თავისი მხიარულებითა და სიხალასით მომხიბლა. მისი ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეზღუდული უნარი არარსებობს, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. მიუხედავად სულიერი და ფიზიკური ტკივილებისა, მის ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. რამოდენიმე ხანს, ანას კვალი დავკარგე. წლების შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით ისევ აღმოვაჩინე, დავმეგობრდით და დღეს ჟურნალ ,,ქართული ელიტის“ სტუმარია.
- ანა, როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით და არის თუ არა ეს სფერო თქვენი ძირითადი პროფესია?
- 15 წლის ვიყავი, როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი. ბავშვობაში სულ ვხატავდი, შემთხვევით ნინო ქათამაძემ მკითხა, მგონი ფოტოების გადაღება გამოგივაო, თავისი ფოტოაპარატი მათხოვა და ასე დაიწყო ეს ამბავი. მხოლოდ ფოტოგრაფიით არ ვარ დაკავებული, ბოლო დროს სულ სხვადასხვა რამეებს ვაკეთებ, საერთოდ 2-3 წელია იშვიათად ვიღებ.

13-11-2013, 13:12

მოამზადა

მზია კევლიშვილმა

ტიტანიკის ვიოლინო 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ვიოლინო, რომელსაც სავარაუდოდ ,,ტიტანიკის" ჩაძირვის წუთებში უკრავდნენ 1.4 მილიონ დოლარად, ინგლისის აუქციონზე, დაწყებდან 10 წყთში  გაიყიდა.
BBჩ-ის განცხადებით, ვიოლინოზე ,,ტიტანიკის" ბენდიხ ხელმძღვანელის, უოლეს ჰარტლის სახელია ამოტვიფრული. შავარაუდოდ, უოლესი გემზე მყოფ  1,517 ჩაძირულთაგან ერთ-ერთი იყო, როდესაც მუსიკოსი წყლიდან ამოიყვანეს მას ვიოლინო მკერდზე ჰქონდა მიკრული.
გავრცელებული ინფორმაციით, ორკესტრი ჰიმნს ,,ახლოს ჩემი ღმერთია", იქამდე უკრავდა, სანამ გემი არ ჩაიძირა.

1-11-2013, 13:11

მოამზადა

მზია კევლიშვილმა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი სახელად ჯორჯი გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი ჯორჯი გახლდათ. მისი სიმაღლე 112სმ, სიგრძე 202სმ, წონა კი 110 კგ იყო. გიგანტური ჯორჯი გინესის წიგნშია შეყვანილი. ის შვიდი წლის ასაკში, არიზონაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ძაღლის გარდაცვალების შესახებ, მისმა პატრონმა, ჯორჯის ფეისბუკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განათავსა.
,,დიდი გულის ტკივილით გაცნობებთ, რომ გიგანტი ჯორჯი  მშვიდად, საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული, თავის მერვე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე, წუხელ საღამოს  საკუთარ სახლში გარდაიცვალა".

1-11-2013, 13:02

ქართველები ჩეხეთშიც პირველები იყვნენ

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 25-27 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორის ტურნირში იასპარეზა ბოჰემიის თასზე. მაღალი დონის ტურნირს 25 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 1000-ზე მეტი სპორტსმენი სტუმრობდა.

31-10-2013, 17:41

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რას წერს ბაჩო ახალაიაზე უცხოური მედია?!

ამერიკული გამოცემა ,,ნიუ-იორკ თაიმსი” შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს: „ორშაბათს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა,  სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. იგი დამნაშავედ ცნეს ციხის ბუნტის დროს ძალის გადამეტების ბრალდებაში და დადგინდა კავშირი ამ ფაქტსა და 7 პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ოფიციალურად ბაჩანა, უფრო ცნობილი კი როგორც ბაჩო ახალაია, იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტებს სახელმწიფო სტრუქტურებში 2004 წლიდან.
ის ხალხის მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მისი შ.ს.ს-ს მინისტრობის დროს გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც პატიმრებს აუპატიურებენ და ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახალაიას ადვიკატების თქმით, განაჩენი გასაჩივრდება.
განაჩენი გამოტანილი იქნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქართველოს არჩევნების შედეგები. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდის ასეულობით ოფიციალური პირი უკვე სანქცირებულია, ახალი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, მილიონერისა, რომელმაც ერთი წლის წინ მოუგო არჩევნები სააკაშვილს.
პრეზიდენტად არჩეულ იქნა გიორგი მარგველაშვილი - ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი და ყოფილი განათლების მინისტრი, ვიცე პრემიერი და უნივერსიტეტის რექტორი. მან ხმების 62.1  პროცენტი  მიიღო, შედარებისთვის სააკაშვილის პარტიიდან დავით ბაქრაძემ 21.7  პროცენტი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძეა 10.2  პროცენტით.
ბურჯანაძემ მთავრობას სააკაშვილის გასამართლებისკენ მოუწოდა, როგორც კი ის დატოვებდა პრეზიდენტის პოსტს, ივანიშვილმა ამ იდეის მიმართ მისი მხარდაჭერა დაადასტურა.

29-10-2013, 17:34

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რას წერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მსოფლიო მედია 

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეს მოვლენა, ბუნებრივია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. შედეგების ჩვენების გარდა, საინტერესოა, როგორ ეხმაურება მსოფლიო პრესა საპრეზიდენტო არჩევნებს.
,,Washingtonpos"-ი აქვეყნებს სტატიას სახელით „ ქართველმა ამომრჩეველმა ახალი პრეზიდენტი აირჩია და სააკაშვილს დაემშვიდობა“. ავტორი  სტატიას შემდეგნაირად იწყებს:
„ის იყო  ვარდების რევოლუციის გმირი, შემდეგ პრეზიდენტი და დაამარცხა კორუფცია, ხოლო სახელმწიფო სერვისები უფრო ეფექტური გახადა. ასევე 2008 წელს, იყო ქვეყნის მთავარსარდალი რუსეთთან ომის დროს“. 
ამის შემდეგ ავტორი წერს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და დამარცხებულმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, გამარჯვება მიულოცა გიორგი მარგველაშვილს.
ავტორი, ასევე ეხება მარგველაშვილის პიროვნებას და წერს:
„მარგველაშვილი არ შეიძლება ჩაითვალოს დინამიურ ლიდერად, ის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორია“. მისი და პრემიერ ივანიშვილის მეგობრობა საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა პრემიერი სამოქალაქო სექტორში აპირებს გადასვლას და უცნობია, როგორ შეძლებს მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტებს გაუძღვეს.
სტატიის ბოლოს ავტორი იმ ფაქტსაც ეხება, რომ არჩევნების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის ასეულობით წევრი დაკითხულ იქნა, რაც ცუდად იმოქმედებს საქართველოს საგარეო რეპუტაციაზე. 

29-10-2013, 13:05

პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს გვერდის ავლით საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის კიდევ 1088 მოქალაქეს მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით, თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს განსაკუთრებული წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
აღნიშნული წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. სწორედ ამ გზით განახორციელა მან  თურქეთის 1088 მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
ინფორმაციისთვის: ამავე საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით, უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, რომელთაგან დღემდე 93 პირმა, უკვე აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 

 

25-10-2013, 16:37



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა