შემოგვიერთდით facebook-ზე
რას წერს ბაჩო ახალაიაზე უცხოური მედია?!
29-10-2013, 17:34  /  ნახვა: 2171

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

ამერიკული გამოცემა ,,ნიუ-იორკ თაიმსი” შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს: „ორშაბათს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა,  სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. იგი დამნაშავედ ცნეს ციხის ბუნტის დროს ძალის გადამეტების ბრალდებაში და დადგინდა კავშირი ამ ფაქტსა და 7 პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ოფიციალურად ბაჩანა, უფრო ცნობილი კი როგორც ბაჩო ახალაია, იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტებს სახელმწიფო სტრუქტურებში 2004 წლიდან.
ის ხალხის მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მისი შ.ს.ს-ს მინისტრობის დროს გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც პატიმრებს აუპატიურებენ და ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახალაიას ადვიკატების თქმით, განაჩენი გასაჩივრდება.
განაჩენი გამოტანილი იქნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქართველოს არჩევნების შედეგები. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდის ასეულობით ოფიციალური პირი უკვე სანქცირებულია, ახალი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, მილიონერისა, რომელმაც ერთი წლის წინ მოუგო არჩევნები სააკაშვილს.
პრეზიდენტად არჩეულ იქნა გიორგი მარგველაშვილი - ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი და ყოფილი განათლების მინისტრი, ვიცე პრემიერი და უნივერსიტეტის რექტორი. მან ხმების 62.1  პროცენტი  მიიღო, შედარებისთვის სააკაშვილის პარტიიდან დავით ბაქრაძემ 21.7  პროცენტი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძეა 10.2  პროცენტით.
ბურჯანაძემ მთავრობას სააკაშვილის გასამართლებისკენ მოუწოდა, როგორც კი ის დატოვებდა პრეზიდენტის პოსტს, ივანიშვილმა ამ იდეის მიმართ მისი მხარდაჭერა დაადასტურა.

რას წერს ბაჩო ახალაიაზე უცხოური მედია?!
საზარელი ვიდეოები, რომელმაც ახალაიას პასუხისგებაში მიცემა განაპირობა, იყო მთავარი ფაქტორი წინა საპარლამენტო არჩევნებზე ერთი წლის წინ, რომლის საშუალებითაც ,,ქართული ოცნების“ კოალიციამ უმრავლესობა მიიღო პარლამენტში და სააკაშვილს თავისი ბოლო საპრეზიდენტო წლის გატარება ოპოზიციაში მოუწია. სააკაშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სააკაშვილის გუნდის ამდენი ოფოციალური პირის გასამართლება პოლიტიკური დევნაა, რაც კრიმინალის წახალისებას გამოიწვევს, რადგან კრიმინალის მიმართ სააკაშვილს ნულოვანი ტოლერანტობა ჰქონდა, ხოლო  ივანიშვილის მთავრობა ამ ყველაფერს იმით პასუხობს, რომ
ყველა ვერდიქტი გამოაქვს დამოუკიდებელ სასამართლოს და არანაირი დევნა არ ხორციელდება.

ივანიშვილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას გეგმავს. მისი შემცვლელის ვინაობას, როგორც თვითონ ამბობს მომავალ კვირაში გავიგებთ.
„შეცდომა დავუშვი, როცა ახლი კანდიდატის გამოცხადება ორშაბათს დავგეგმე“ - თქვა ივანიშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ,,ქართული ოცნების“ შტაბში, სადაც გამარჯვების ზეიმი მიმდინარეობდა. 
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი მოქალაქეა, 5 მილიარდიანი ქონებით, რომელიც მან რუსეთში დააგროვა, საბანკო და სამრეწველო ინდუსტრიების საშუალებით.
„ოდნავ მეტ ზეგავლენას მოვახდენ მთავრობაზე ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე“- თქვა მან პრესკონფერენციაზე, თუმცა მან ასევე განაცხადა რომ, თუ ის მთავრობის სათავეში დარჩება, ეს არ იქნება ხელსაყრელი ქვეყნისთვის.
შარშანდელი არჩევნებისგან დანსხვავებით, როცა მოსალოდნელი იყო დაპირისპირება და სამოქალაქო ომიც კი, საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა შარშანდელ 61 პროცენტთან შედარებით, წელს ხმა ქვეყნის 46.6-მა  პროცენტმა მისცა.
საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები, რაც საქართველოსთვის დიდი და შთამბეჭდავი ნაბიჯია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, სადაც ისტორიულად ქაოტური არჩევნები იყო. ამის მაგალითია 2003წლის ვარდების რევოლუცია, რომელსაც თავში სწორეს მიხეილ სააკაშვილი ედგა.
„პოზიტიური და გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც შარშან ქართველმა ხალხმა ჩაატარა, იყო ძალაუფლების გადაცემის ისტორიული შემთხვევა“ - ამბობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჟოაო სოარესი.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა