შემოგვიერთდით facebook-ზე
რა ელოდება საქართველოს და მსოფლიოს, თუ ანტარქტიკაზე ყინული დადნება
14-11-2013, 16:16  /  ნახვა: 4199

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

,,National Geografic“ -ს თუ დავუჯერებთ, აღმოსავლეთ ინგლისის ნახევარი, მთელი დანია, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, ბანგლადეში და ჩინეთის დიდი კედელიც კი წყლის საფარის ქვეშ აღმოჩნდება, თუ მსოფლიოს მთელი ყინული დადნება. მსოფლიო რუკა შეიცვლება და გვიჩვენებს რადიკალურად განსხვავებულ პლანეტა - დედამიწას, თუ ანტარქტიკის მთელი ყინული დადნება.
„ანტარქტიკაზე 5 მილიონი კუბური მილის რაოდენობის ყინულია, რომლის დადნობა ზღვის დონეს მნიშვნელოვნად აწევს. თუმცა ამ ყინულის დადნობას, ექსპერტთა აზრით 5000 წელი დასჭირდება“ - წერს ჟურნალი.
ყინულის დადნობაზე სხვა ფაქტორი იმოქმედებს.
ატმოსფერო ნელ-ნელა ივსება ნახშიროჟანგით (სუნთქვის შედეგი), რაც მის რღვევას და ცვლილებას იწვევს. ექსპერტთა აზრით, თუ ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ (სხვანაირად არც შეგვიძლია) სულ მალე მივიღებთ პლანეტას, სადაც საშულო ტემპერატურა 26.6 ცელსიუსი იქნება, ცნობისათვის დღეს ეს რიცხვი 14.4 ცელსიუსს უდრის.
ევროპაში ეს გამოიწვევს კასპიისა და შავი ზღვის შეერთებას, საინტერესოა ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს სრულ გაქრობას, თუმცა ჟურნალში ამაზე არაფერია მოცემული.
„ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას აფრიკა, მიუხედავად იმისა, რომ კაირო გადარჩება, აფრიკის მთლიანი კონტინენტი ადამიანთა არსებობისთვის შეუფერებელი გახდება“ - წერს  ,,National Geografic“.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა