საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით, თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს განსაკუთრებული წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
აღნიშნული წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. სწორედ ამ გზით განახორციელა მან თურქეთის 1088 მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
ინფორმაციისთვის: ამავე საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით, უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, რომელთაგან დღემდე 93 პირმა, უკვე აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.