შემოგვიერთდით facebook-ზე
ქართველები ჩეხეთშიც პირველები იყვნენ
31-10-2013, 17:41  /  ნახვა: 2742

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტურნირი კომერციული ხასიათისა იყო, ამიტომაც საკმაოდ ხმაურიანი და უკომპრომისო ორთაბრძოლები გაიმართა, მაგრამ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგიტა არქანიამ შანსი არც ერთ მოწინააღმდეგეს არ დაუტოვა და -84 კილოგრამში ოქროც გაინაღდა საპრიზო თანხასთან ერთად. ასევე პირველი ადგილი არავის არ დაუთმო -60 კილოგრამში დავით ტყებუჩავამ და გოგიტა არქანიასავით გული ოქროს მედლით, ხოლო ხელი კი საპრიზო ნადავლით დაიმშვენა. -74 კილოგრამში ვერცხლი მოიპოვა ჰენრი ვეკუამ და ბრინჯაოებს დაყჰაბულდნენ გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა გელაძე.

„პრაღაში ჩემპიონატის შემდეგ მასპინძელი ქვეყნის ფედერაციასთან, მათივე სურვილით, მოლაპარაკება შედგა, რომ ჩვენი ნაკრები საწრვთნელ შეკრებებს მათ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის ხოლმე. ასევე სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს სურვილი ჩვენი ნაკრების მიწვევაზე, რათა ჩვენი ნაკრების მსგავს მაღალი დონის სპორტსმენებთან ერთად გაიარონ წინასაშეჯიბრო ვარჯიშები. ეს ყველაფერი ჩვენი ფედერაციისთვის საკმაოდ დიდი წინსვლაა, რადგან 2015 წელს ევროპის ოლიმპიური თამაშების წელია და საკმაოდ კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ. თანაც, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევროპის ოლიმპიადისთვის ლიცენზიებია მოსაპოვებელი და ჩვენი ნაკრებისთვის მეტად პრინციპულია ჩეხეთში მომზადება. ევროპული ოლიმპიადა ბაქოში გაიმართება, სადაც 19 სპორტის სახეობასთან ერთად კარატეცაა შეტანილი.

რაც შეეხება უახლოეს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ესპანეთში გაიმართება 7-10 ნოემბერს, ჩვენი მცირერიცხოვანი - 12 კაციანი სპორტული დელეგაციით კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ახალგაზრდებშიც ისევ ლიდერები ვართ. აქვე მადლობას გადავიხდი თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის მესვეურებს, ბატონებს, მამუკა ქაცარავას და მერაბ ჩიქობავას, რადგან დიდი წვლილი შეაქვთ მათ ჩვენს წარმატებაში“, - განაცხადა ჩეხეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

ქართველები ჩეხეთშიც პირველები იყვნენ

 

 

 

 

 

 

 

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა