შემოგვიერთდით facebook-ზე

ქობულეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში, რამდენჯერმე ნასამართლევი კორნელი მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, კორნელი მ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოპელი“-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს.

11-09-2013, 13:32

პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული გენადი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში, ფერსათის მთის ფერდობზე მდებარე საზაფხულო საძოვარზე, წარსულში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1970 წელს დაბადებულ ჯემალ სულაბერიძეს, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვლა.

11-09-2013, 13:23

პოლიციამ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1961 წელს დაბადებული დიმიტრი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

10-09-2013, 15:48

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი, 1956 წელს დაბადებული ლევან სურმანიძე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან სურმანიძემ, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ მოსთხოვა და ქრთამის სახით გამოართვა 200 ლარი.

10-09-2013, 15:42

ავტორი

ლელა მანველიძე

მოშიმშილე პატიმარმა სასქესო ორგანო მაგიდაზე ლურსმით დაიჭედა

მეორე კვირაა, რაც რუსთავის N17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ორმოცდაათამდე პატიმარი შიმშილობს. შიმშილობა, თავდაპირველად თორმეტმა პატიმარმა დაიწყო, შემდეგ კი მათ დანარჩენი პატიმრებიც შეუერთდნენ. 

ჩვენთან საუბრისას ადვოკატ კახა მაღრაძის განმარტებით, ამ თორმეტიდან, ორი მათგანი, სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას სთხოვდა, ობიექტურად განეხილათ, მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მიაჩნიათ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს, ვადამდე გათავისუფლებაზე. დანარჩენი ათი კი აცხადებს, რომ ისინი, წინა ხელისუფლების მიერ, უსამართლოდ არიან მსჯავრდებულები და ითხოვენ, მათი საქმეები, ობიექტური სასამართლოს მიერ გადაიხედოს. ასევე, მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რაც სასჯელთა შეკრების ახლებურ პრინციპს შეეხება, მათ მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული.  ნაცვლად იმისა, რომ უფრო მკაცრ სასჯელს შთაენთქა, უფრო მსუბუქი სასჯელი. სასამართლოებმა, მათ მიერ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი გამოიყენეს და პატიმრობის ვადას, მხოლოდ ერთი-ორი წელი მოაკლეს.

1-08-2013, 13:44

პოლიციამ მკვლელობის ფაქტი მომხდარიდან რამდენიმე საათში გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4-07-2013, 21:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინა

სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში, აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საერთო წონით 116 კგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხის ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის და მოლდოვის რესპუბლიკების ორი მოქალაქე.

დაკავებისას, თურქეთის მოქალაქე, „მერსედესი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანას მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართავდა. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე.

4-07-2013, 21:00

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
საჯარო რეესტრში ყადაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებით  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
საკასაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავდა ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, ყადაღის არსებობა გამორიცხავდა ყადაღადადებულ ნივთზე სხვა უფლების (მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების) რეგისტრაციას. თუმცა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს დადგენილი ზოგადი წესიდან, კერძოდ, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ იყო განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც იყო ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.

26-06-2013, 12:57

მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დავით ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულმა, გვიან ღამით, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

25-06-2013, 12:59

დღეს, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენება გაიმართება
დღეს, 15 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის 23 წევრისთვის, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენება გაიმართება. ვიდეომასალის ჩვენება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მოხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, შს სამინისტროს, 24 ივნისს, წერილობითი თხოვნით მიმართა.

 

25-06-2013, 12:48

გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ბრალი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რამდენიმე მუხლით დაუმძიმდა, და ამასთან შესაძლოა ბრალი სხვა მაღალჩინოსნებსაც წაეყენოთ, -  ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურამ, ბრიფინგზე გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისთვის ცნობილი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ყველა დეტალი, რის შემდგომაც მან ფალსიციფიცირებული საქმის წარმოება უზრუნველყო.
პროკურატურამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოხდა, დანაშაულის წახალისება, ფარული მხარდაჭერა დანაშაულის დაფარვისათვის, ასევე სასჯელის ვადამდე ადრე გათავისუფლების ქმედებება. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული საკუთარი მოტივებით ჩაიდინა.
„სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი“,- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულებმა, მიიღეს ფულადი ანაზღაურება დუმილის სანაცვლოდ  და ისინი ისეთივე პირობებში იხდიდნენ სასჯელს, როგორც თავისუფლებაში მყოფი ადამიანი.

24-06-2013, 17:49

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბიბუტეიშვილი

სტუმრად მყოფმა ქალმა ნათესავს 500 ლარი მოპარა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ნინო ნაჭყებიას თავმჯდომარეობით,  ლიკა გერლიანის საქმე განიხილდა. განსასჯელი სსკ–ს 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა, რომელიც ქურდობის ფაქტს ითვალისწინებს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგივე ქმედება , ჩადენილი არაერთგზიის რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე

24-06-2013, 12:46



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა