შემოგვიერთდით facebook-ზე
მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს
25-06-2013, 12:59  /  ნახვა: 1918

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დავით ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულმა, გვიან ღამით, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლადო დაუშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით ჭ. კი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი - „ტე-ტე“-ს ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდით და მასში მოთავსებული საბრძოლო ვაზნებით ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით).

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა