შემოგვიერთდით facebook-ზე
სტუმრად მყოფმა ქალმა ნათესავს 500 ლარი მოპარა
24-06-2013, 12:46  /  ნახვა: 2066

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბიბუტეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ნინო ნაჭყებიას თავმჯდომარეობით,  ლიკა გერლიანის საქმე განიხილდა. განსასჯელი სსკ–ს 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა, რომელიც ქურდობის ფაქტს ითვალისწინებს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგივე ქმედება , ჩადენილი არაერთგზიის რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამ საქმესთან დაკავშირებით სხდომის მდივანს ასმათ მდინარაძეს გავესაუბრეთ, რომელმას მოკლედ გაგვაცნო საქმის ვითარება. ნათესავთან სტუმრად ყოფნის დროს ბრალდებულმა ოჯახიდან 500 ლარი ფარულად მიითვისა, რის შემდეგაც დაზარალებულმა უჩივლა. ლიკა გერლიანი კი ქურდობის ფაქტზე ადრეც ნასამართლევი იყო.
სასამართლო არ შედგა, რადგან სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატი ვერ გამოცხადდა, რათა საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა